1. საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების მართვის პროცესი ექვსი მთავარი ეტაპისგან შედგება: პროექტის წინასწარი შეფასება, პროექტის საბოლოო შერჩევა, პროექტის ასახვა ბიუჯეტში, პროექტის განხორციელება, პროექტის მონიტორინგი და პროექტის შედეგების შეფასება.
2. მეთოდოლოგიის მიზნებისათვის საინვესტიციო/კაპიტალური პროექტი წარმოადგენს ფინანსურად მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც ფინანსდება (მეთოდოლოგიით ზოგიერთ შემთხვევაში ხორციელდება თანადაფინანსება) ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკების ერთიანი რესპუბლიკური და ერთიანი მუნიციპალური ბიუჯეტით (შემდგომში – შესაბამისი ბიუჯეტით) გათვალისწინებული თანხებით.
3. საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების ღირებულების მიხედვით, მეთოდოლოგიით განსაზღვრულია სამი კატეგორიის პროექტი:
№
კატეგორია
პროექტის ღირებულება
(მლნ ლარი)
1
მცირე
<5
2
საშუალო
≥5 – <20
3
მსხვილი
≥20
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების კატეგორიის მიხედვით, მეთოდოლოგია არეგულირებს საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების მართვის სასიცოცხლო ციკლის შესაბამის ეტაპზე, აგრეთვე განსაზღვრავს დამატებით წარმოსადგენ ინფორმაციას პროექტის ღირებულების მიუხედავად.
5. იმ პროექტებთან მიმართებაში, რომლებიც ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან ერთიანი მუნიციპალური ბიუჯეტიდან ხორციელდება კერძო სექტორთან თანამშრომლობით, მეთოდოლოგია ვრცელდება „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და „საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების შემუშავებისა და განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 17 აგვისტოს №426 დადგენილებით განსაზღვრული რეგულაციების გათვალისწინებით.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტი ვრცელდება პროექტებზე, რომლის ინიცირებაც ხორციელდება ამ მეთოდოლოგიით დადგენილი წესით, თუმცა განხილვის პროცესში მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული პროექტის განხორციელება საჯარო და კერძო თანამშრომლობის გზით.
7. საჯარო და კერძო თანამშრომლობის ტიპის პროექტის შეფასებისას გამოიყენება ხარისხის ფასთან თანაფარდობის მეთოდოლოგია, რომელიც განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
8. მეთოდოლოგიით გათვალისწინებული რეგულაციები არ ვრცელდება პროექტებზე, რომლებიც დაკავშირებულია სტიქიური მოვლენების შედეგების ლიკვიდაციასთან, ასევე „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ პროექტებზ