1. „საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების მართვის მეთოდოლოგიის (შემდგომში „მეთოდოლოგია“) შემუშავების მიზანია საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების მართვის ერთიანი ციკლის დანერგვა, რათა დაეხმაროს საბიუჯეტო ორგანიზაციებს  საინვესტიციო/კაპიტალური ინვესტიციების თანმიმდევრულ და ყოველმხრივ შეფასებაში და კონკურენტი პროექტების პრიორიტეტულობის დადგენაში, რომელიც უზრუნველყოფს, სტრატეგიული დაგეგმვისა და ბიუჯეტის მომზადების პროცესში, როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით, ისე დარგობრივი მიმართულებებით, საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების მართვის გამჭვირვალობას, ანგარიშვალდებულების გაძლიერებას და სახელმწიფო რესურსების ეფექტიან გამოყენებას.

2. პროექტების წინასწარი შეფასების, საბოლოო შერჩევის, ბიუჯეტში  საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების მართვის პროცესის თანამიმდევრულად ასახვის და სტანდარტიზაციის მიზნით, მეთოდოლოგია განსაზღვრავს კონკრეტულ კრიტერიუმებს.

3. მეთოდოლოგიაში მოცემულია საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების შემუშავების წესები და პროცედურები, განსაზღვრულია მონაწილე მხარეების როლები და პასუხისმგებლობები საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების მართვის პროცესის ყველა ეტაპისთვი