1. პროექტის წინასწარი შეფასების მეთოდოლოგიური მიდგომები უნდა შეირჩეს პროექტის შინაარსიდან გამომდინარე.
2. აუცილებელია გადაწყვეტილების მიღება იმის შესახებ, თუ რა პერიოდის გაანალიზებაა საჭირო ძირითადი პროექტის ხარჯებისა და სარგებლის შესაფასებლად. ჩვეულებრივ, გასაანალიზებელი პერიოდი პროექტის შედეგად შექმნილი ძირითადი საშუალების სიცოცხლისუნარიანობის პერიოდს ემთხვევა, კერძოდ:.
პროექტების საანალიზო პერიოდები სექტორების მიხედვით
სექტორი
წელი
რკინიგზა
30
გზები
25-30
პორტები და აეროპორტები
25
საქალაქო ტრანსპორტის ინფრასტრუქტურა
25-30
წყლის მიწოდებისა და კანალიზაციის სისტემა
30
ნარჩენების მართვა
15-25
ენერგია
15-25
ფართოდიაპაზონიანი გადაცემა
15-20
ბიზნესინფრასტრუქტურა
10-15
სხვა სექტორები
10-15
წყარო: ევროკომისია, 2014 წ.
3. ხარჯთ-სარგებლიანობის ანალიზი პროექტის შეფასების ძირითადი ელემენტია. აღნიშნული ანალიზი რესურსების ეფექტიანი გამოყენების მიზნით იძლევა პროექტის ეკონომიკური მიზანშეწონილობის და პროექტის ალტერნატიული ვარიანტების შეფასების შესაძლებლობას. ხარჯთ-სარგებლიანობის ანალიზის დროს საინვესტიციო პროექტთან დაკავშირებული პირდაპირი და არაპირდაპირი ხარჯები და სარგებელი გამოსახულია ფულად ღირებულებაში, ასევე გამოითვლება წმინდა მიმდინარე ღირებულება. ხარჯთ-სარგებლიანობის ანალიზის დროს ხორციელდება პროექტის ზეგავლენის შედარება „არაფრის კეთების“ ალტერნატივასთან. ხარჯთ-სარგებლიანობის ანალიზის განხორციელებისას:
ა) ანალიზისთვის განსაზღვრული დაშვებები უნდა ეფუძნებოდეს მსგავსი პროექტებიდან მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და იყოს შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად რეალისტური და ზუსტი;
ბ) პროექტების შეფასების მნიშვნელოვანი ნაწილია მოთხოვნის ანალიზი. მოთხოვნის პროგნოზირებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კაპიტალურ აქტივებზე სათანადო საინჟინრო თუ სხვა ტიპის გადაწყვეტილების შესამუშავებლად;
გ) პროექტის შეფასების პროცესში, ინიციატორებმა პროექტის შედეგად მიღებულ კონკრეტულ მომსახურებებზე მოთხოვნის წინასწარი პროგნოზები უნდა გამოსახონ ნომინალურ გამოხატულებაში, მათ შორის პროექტის პერიოდში ამ მოთხოვნის ზრდის პროგნოზი. პროექტის სპეციფიკის გათვალისწინებით, ასეთი საპროგნოზო მაჩვენებლები შეიძლება იყოს: სკოლაში ბავშვების მიღების მაჩვენებელი, საავადმყოფოს დატვირთულობა, საგზაო მოძრაობის ინტენსივობა, წყლის მოხმარება, მყარი ნარჩენების წარმოქმნა და სხვა;
დ) მოთხოვნის პროგნოზების დეტალიზაციის დონე შეიძლება განსხვავებული იყოს, პროექტის მასშტაბის და შინაარსის მიხედვით. მოთხოვნის მეტისმეტად ოპტიმისტური პროგნოზები სახელმწიფო ინვესტიციების შესახებ არამართებული გადაწყვეტილების მიღების მიზეზი ხდება. საჭირობის შემთხვევაში შესაძლებელია, მოთხოვნის პროგნოზები შემოწმდეს დამოუკიდებელი გარეშე პირების მიერ, განსაკუთრებით მასშტაბური პროექტების შემთხვევაში;
ე) ეკონომიკური ხარჯთ-სარგებლიანობის ანალიზის დროს ხდება საინვესტიციო პროექტის ხარჯებისა და სარგებლიანობის შეფასება ეკონომიკურ ჭრილში და სცდება განმახორციელებელი უწყების ფინანსური მაჩვენებლების ვიწრო სპექტრს. იგი მოიცავს ხარჯებისა და სარგებლის შეფასებას მთელი საზოგადოების ჭრილში, მათ შორის, ისეთი ხარჯებისა და სარგებლის ჩათვლით, რომელთა საბაზრო ფასებზე უშუალო დაკვირვება შეუძლებელია. ანალიზი მოიცავს ფასებისა და სარგებლის იდენტიფიცირებას და შეფასებას წმინდა ეკონომიკური ეფექტიანობის მიხედვით.
4. ალტერნატივების შედარების, ეკონომიკური მიზანშეწონილობის განსაზღვრის და საუკეთესო ალტერნატივის შერჩევის მიზნით, ეკონომიკური ანალიზისთვის, გარდა ხარჯთ-სარგებლიანობის ანალიზისა, შესაძლებელია გამოყენებული იქნეს ხარჯთ-ეფექტიანობის ანალიზი (CEA), იმ შემთხვევაში, თუ პროექტის სარგებლის ფულადი ღირებულების შეფასება რთულია და განიხილება ერთი და იგივე ან მსგავსი შედეგების მომტანი ალტერნატივებ