1. პროექტის წინასწარი შეფასების ეტაპზე საპროექტო წინადადების ინიციატორი და განმხილველი არის შესაბამისი მხარჯავი დაწესებულება და მისი ის სტრუქტურული ერთეული ან საბიუჯეტო ორგანიზაცია, რომელიც პასუხისმგებელია შესაბამის სფეროში იდენტიფიცირებული პრობლემების გადაჭრის საკითხებზე. მხარჯავი დაწესებულების ხელმძღვანელი პასუხისმგებელია ზედამხედველობა გაუწიოს პროექტის კონცეფციის ბარათის, ხარჯთ-სარგებლიანობის ანალიზის და ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მომზადების პროცესს, რომელშიც პროექტის პარამეტრები იქნება აღწერილი. კონცეფციის ბარათი, ხარჯთ-სარგებლიანობის ანალიზი და ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ანალიზი მზადდება მხარჯავი დაწესებულების საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის[2] აქტიური ჩართულობით. მხარჯავი დაწესებულების ხელმძღვანელმა შესაძლოა საჭირო დოკუმენტების მომზადების პასუხისმგებლობის დელეგირება განახორციელოს მასზე დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის ან საბიუჯეტო ორგანიზაციის ხელმძღვანელზე.
2. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურების მიერ პროექტის შეფასების შემდეგ პროექტი წარედგინება მხარჯავი დაწესებულების ხელმძღვანელს.
3. შესაბამისი მხარჯავი დაწესებულების ხელმძღვანელი იღებს გადაწყვეტილებას პროექტის საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის წარდგენის თაობაზე, მას შემდეგ რაც განიხილავს პროექტების კონცეფციის ბარათს, ხარჯთ-სარგებლიანობის ანალიზს და პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ანალიზს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), პროექტის განხორციელების სავარაუდო პერიოდში მისი დაფინანსების შესაძლებლობას.
4. მხარჯავი დაწესებულება ამზადებს ფინანსურ გაანგარიშებებს იმ ახალ საინვესტიციო/კაპიტალური პროექტებზე, რომლის ღირებულება ნაკლებია 5 მლნ ლარზე. აღნიშნული გაანგარიშებები მზადდება პროექტებისთვის მთელი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში (როგორც საინვესტიციო ხარჯები, ასევე მიმდინარე ხარჯები), ამ პროექტების საბიუჯეტო განაცხადში გათვალისწინებამდე, ამ მეთოდოლოგიის დანართი №3-ის შესაბამისად.
5.მხარჯავი დაწესებულება ამზადებს შემდეგ ინფორმაციას:
ა) მცირე პროექტისთვის – სავალდებულოა ფინანსური გაანგარიშებების მომზადება, ამ მეთოდოლოგიის დანართი №3-ის შესაბამისად;
ბ) საშუალო პროექტისთვის – სავალდებულოა მომზადდეს:
ბ.ა) პროექტის კონცეფციის ბარათი – ამ მეთოდოლოგიის დანართი №1-ის შესაბამისად; ამასთან, სავალდებულო არ არის ეკონომიკური გაანგარიშებების და მასთან დაკავშირებული ინფორმაციის შევსება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული მოთხოვნილია საქართველოს ფინანსთა სამინისტროში შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ;
ბ.ბ) ხარჯთ-სარგებლიანობის ანალიზი – მხოლოდ ფინანსური გაანგარიშებები ამ მეთოდოლოგიის დანართი N2-ის შესაბამისად. ამასთან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროში შექმნილი სამუშაო ჯგუფის მოთხოვნის შემთხვევაში, ხარჯთ-სარგებლიანობის ანალიზი მზადდება სრულად (ფინანსური და ეკონომიკური გაანგარიშებები), დანართი N2-ის შესაბამისად.
გ) მსხვილი პროექტისთვის – სავალდებულოა მომზადდეს:
გ.ა) პროექტის კონცეფციის ბარათი – ამ მეთოდოლოგიის დანართი №1-ის შესაბამისად;
გ.ბ) ხარჯთ-სარგებლიანობის ანალიზი – ფინანსური და ეკონომიკური გაანგარიშებები, ამ მეთოდოლოგიის დანართი N2-ის შესაბამისად.
6. მხარჯავმა დაწესებულებამ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია საშუალო და მსხვილ პროექტებზე უნდა წარუდგინოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.
7. მხარჯავმა დაწესებულებამ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია მცირე პროექტებზე უნდა წარუდგინოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, მოთხოვნის შემთხვევაში.
8. სამუშაო ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, პროექტის სპეციფიკიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, შესაძლებელია დამატებით მოთხოვნილ იქნეს ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, საშუალო და მსხვილი პროექტისთვის.
9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მხარჯავმა დაწესებულებამ, მომზადებული ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა და ამ კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, განახლებული და დაზუსტებული კონცეფციის ბარათი და ხარჯთ-სარგებლიანობის ანალიზი უნდა წარუდგინოს სამუშაო ჯგუფს.
10. სამუშაო ჯგუფი იხილავს პროექტის კონცეფციის ბარათს, ხარჯთ-სარგებლიანობის ანალიზს და ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
11. სამუშაო ჯგუფი პროექტთან დაკავშირებით წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვისას საჭიროებისამებრ:
ა) გამოითხოვს დამატებით ინფორმაციას მხარჯავი დაწესებულებისგან;
ბ) პროექტით წარმოდგენილი ალტერნატივების გარდა, ითხოვს სხვა დამატებითი ალტერნატივის განხილვას;
გ) დაშვებების სისწორესთან მიმართებაში, მხარჯავ დაწესებულებასთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში ამზადებს ხარჯთ-სარგებლიანობის ანალიზის ალტერნატიულ ვარიანტს;
დ) განსაზღვრავს ტექნიკური-ეკონომიკური ანალიზის მეთოდებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) სამუშაო ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობისათვის იწვევს პროექტის ინიციატორ ან პროექტთან დაკავშირებული სხვა მხარჯავი დაწესებულების წარმომადგენელს ან/და დარგის ექსპერტს.
12. სამუშაო ჯგუფი პროექტების წინასწარ შეფასებაზე მუშაობის დასრულების შემდგომ, ამზადებს შემაჯამებელ ინფორმაციას სამუშაო ჯგუფის მიერ განხილული საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების შესახებ, რომელიც ამ პროექტებთან დაკავშირებული ძირითადი დაშვებებისა და ფინანსურ-ეკონომიკური გაანგარიშებების გარდა, მოიცავს პროექტების საბოლოო შერჩევის მიზნით შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად მინიჭებულ ქულებს, ასევე პროექტების წინასწარი შეფასების სამუშაო ჯგუფის პოზიციას:
ა) ვეთანხმები წარმოდგენილ პროექტს – პროექტი გადადის საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების მართვის შემდეგ ეტაპზე და აისახება ამ მეთოდოლოგიის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დასკვნაში;
ბ) არ ვეთანხმები წარმოდგენილ პროექტს:
ბ.ა) მხარჯავი დაწესებულების თანხმობის შემთხვევაში, პროექტის განხილვა წყდება;
ბ.ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და მხარჯავი დაწესებულებას შორის შეუთანხმებლობის შემთხვევაში, პროექტი გადადის საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების მართვის შემდეგ ეტაპზე, აისახება ამ მეთოდოლოგიის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დასკვნაში და საბოლოო გადაწყვეტილებას პროექტის განხორციელების/არგანხორციელების თაობაზე იღებს ეკონომიკური საბჭო.
13. სამუშაო ჯგუფი პროექტის შესახებ შესაბამის სტატუსს ასახავს საინვესტიციო პროექტების მართვის რეესტრში, საინვესტიციო პროექტების მართვის ელექტრონული სისტემის (ePIMs) საშუალებით.
პროექტის საბოლოო შერჩე