1. პროექტების ბიუჯეტში ასახვის ეტაპის მიზანია იმ პროექტების შერჩევა, რომლებიც დაფინანსდება კონკრეტული საშუალოვადიანი პერიოდის შესაბამისი ბიუჯეტიდან.

2. ეკონომიკური საბჭოს მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ,  საქართველოს მთავრობის მიერ საინვესტიციო/კაპიტალური პროექტები აისახება ქვეყნის ძირითადი მონაცემების და მიმართულებების დოკუმენტში და შესაბამისი წლის ბიუჯეტში. ქვეყნის ძირითადი მონაცემების და მიმართულებების დოკუმენტი  ასევე მოიცავს აღნიშნული საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების ჩამონათვალს.

3. მცირე და საშუალო საინვესტიციო/კაპიტალური პროექტები მიმართულებების მიხედვით შესაძლებელია, განხორციელდეს ერთი პროგრამული კოდის ფარგლებში. ამასთან, მსხვილი საინვესტიციო/კაპიტალური პროექტები ცალკე პროგრამულ კოდებად არის გამოყოფილი შესაბამის ბიუჯეტში და აისახება „საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების შესახებ“ დანართში, გარდა დონორის მიერ დაფინანსებული საინვესტიციო პროექტებისა, რომლებიც ხორციელდება ერთი პროგრამული კოდის ფარგლებში და დონორთან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად შესაძლებელია მოიცავდეს ერთზე მეტ საინვესტიციო პროექტს.

4. იმ საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების ჩამონათვალი, რომლებიც აკმაყოფილებენ დაფინანსების მოთხოვნებს, შეიძლება პერიოდულად განახლდეს წლის განმავლობაში წინასწარი შეფასების და საბოლოო შერჩევის პროცესის შესაბამისად და აისახოს ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის გადამუშავებულ და საბოლოო ვერსიებში.

5. მხარჯავი დაწესებულება საკუთარი საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმების და შესაბამისი წლის საბიუჯეტო განაცხადის საბოლოო ვერსიაში ასახავს მხოლოდ იმ საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების ჩამონათვალს, რომლებიც ასახულია ქვეყნის ძირითადი მონაცემების და მიმართულებების დოკუმენტში.

6. იმ პროექტის დაფინანსება, რომლისთვისაც რესურსის მოძიება შესაძლებელია პროექტის საბოლოო შერჩევისთანავე (მაგ: შესაბამისი წლის ბიუჯეტში არსებული ეკონომიით ან დამატებითი რესურსით) და ჯერ ასახული არ არის ქვეყნის ძირითადი მონაცემების და მიმართულებების დოკუმენტით მოწონებულ ნუსხაში, შესაძლებელია, განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ასეთი პროექტი ქვეყნის ძირითადი მონაცემების და მიმართულების დოკუმენტში საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების ჩამონათვალში აისახება, დოკუმენტის შემდგომი განახლებისა