1. პროექტის შედეგების შეფასება – ფასდება პროექტის მიზნების მიღწევა გამოყენებული რესურსების და გარემოზე გავლენის კუთხით.
2. პროექტის შედეგების შეფასების მიზნებია:
ა) გამჭვირვალობის ზრდა იმის ჩვენებით, თუ რამდენად ეფექტიანად მოხდა ინვესტირება და სახელმწიფო ფინანსების გამოყენება ფინანსურ, ეკონომიკურ, გარემოს და სოციალურ მიზნებთან მიმართებაში (მათ შორის, გენდერული და კლიმატის ცვლილების გავლენის შეფასება);
ბ) ეფექტიანობის გაზომვა – ფაქტობრივი შედეგების შედარება ხდება პროგნოზებთან ან მიღწევების შედარება ხდება დასახულ მიზნებთან იმისათვის, რომ გაიზომოს პროექტის სარგებელი;
გ) შემდგომში წინასწარი შეფასების გასაუმჯობესებლად გასათვალისწინებელი გარემოებები – პროექტის შედეგების შეფასებისთვის მნიშვნელოვანია წინასწარი შეფასების ეტაპზე არსებული ინფორმაციის ანალიზი, იმისათვის, რომ გაირკვეს წინასწარი პროგნოზების დამტკიცებამდე იყო თუ არა პროექტის განხორციელება ადეკვატური, ინვესტიციების განხორციელების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად. აღნიშნული საშუალებას იძლევა, განისაზღვროს პროექტის შეფასების ხარისხის გასაუმჯობესებლად განსახორციელებელი დამატებითი ღონისძიებები;
დ) მსგავს განხორციელებულ პროექტებზე ინფორმაციის შეგროვება შესაბამისი პროგნოზების განსაზღვრისთვის და წინასწარი შეფასების უფრო ზუსტი ანალიზის წახალისების უზრუნველყოფა, პროექტის რეალური შედეგების გამჭვირვალობის გზით.
3. პროექტის შედეგების შეფასების არსი არ არის პროექტის დაგეგმილთან შედარებით გადახრების აღმოჩენა. მთავარია გადახრების ძირითადი მიზეზების და პროექტის შედეგების შეფასების რეალური მიზნების გათვალისწინება. პროექტის შედეგების შეფასების ეტაპზე იდენტიფიცირებული გადახრები შესაძლებელია მიუთითებდეს იმას, რომ პროექტის სასიცოცხლო ციკლის საწყის ეტაპებზე არ გამახვილდა სათანადო ყურადღება სავარაუდო გაუთვალისწინებელ გავლენებზე (იგულისხმება გარე და ნაწილობრივ შიდა გაუთვალისწინებელი ფაქტორები). შესაძლებელია გადახრები გამოწვეული იყოს პროექტის დიზაინთან, არასწორ ინფორმაციასთან, არაეფექტური გადაწყვეტილებების მიღებასთან და სხვა ზოგად საკითხებთა