შპს „მაქს ექსპრესს“-ის (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405256574) საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციის გაუქმებისა და მისი ლიკვიდაციის პროცესის დაწყების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის
განკარგულება №86
2023 წლის 22 თებერვალი
ქ. თბილისი
1. გაუუქმდეს შპს „მაქს ექსპრესს“-ს საგადახდო მომსახურების პროვაიდერს რეგისტრაცია (რეგისტრაციის ნომერი: 0078-2904).
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,შპს „მაქს ექსპრესს“-ის საგადახდო მომსახურების პროვაიდერად რეგისტრაციის თაობაზე” საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტის 2018 წლის 3 აგვისტოს N468 განკარგულება.
3. დაიწყოს შპს „მაქს ექსპრესს“-ის ლიკვიდაციის პროცესი და მისი ლიკვიდაცია განხორციელდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
4. შპს „მაქს ექსპრესს“-ის ლიკვიდატორად დაინიშნოს როინ ცაციაშვილი (პირადი ნომერი: 01036002403).
5. ეს განკარგულება გამოცემიდან 10 კალენდარული დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდსა (www.nbg.gov.ge) და სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში (www.matsne.gov.ge). ასევე, ეს განკარგულება გაეგზავნოს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრს და ადგილობრივი საგადახდო სისტემის ოპერატორ(ებ)ს, თუ საგადახდო მომსახურების პროვაიდერი წარმოადგენდა ამ საგადახდო სისტემის მონაწილეს.
6. ამ განკარგულების ძალაში შესვლისთანავე პროვაიდერის ხელმძღვანელ პირებს და ორგანოებს უწყდებათ უფლებამოსილება. ლიკვიდატორს ეკისრება პროვაიდერის ხელმძღვანელი პირებისა და ყველა ორგანოს ყველა უფლებამოსილება. ლიკვიდაციის პროცესში მყოფ პროვაიდერს მესამე პირებთან ურთიერთობაში წარმოადგენს ლიკვიდატორი.
7. ამ განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: საქართველო, თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №64) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
8. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის გაცნობისთანავე.
ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა