„დავების განხილვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 4 ივნისის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება №8 |
|
2023 წლის 23 თებერვალი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-14 მუხლისა და მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების, აგრეთვე, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ 23-ე მუხლისა და 155-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:
|
| მუხლი 1 |
|
|
1.
მე-11 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე წერილობითი ინფორმაციის საწარმოს მიერ მიღების (მათ შორის, ელექტრონული ფორმით) მომენტიდან კომისიის მიერ მომხმარებელსა და საწარმოს შორის სადავო საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე დაუშვებელია ამ საწარმოს მიერ ან მისი მოთხოვნით მომხმარებლისთვის მიწოდების შეწყვეტა, ხოლო თუ მიწოდება შეწყვეტილია, იგი უნდა აღდგეს არაუგვიანეს ერთი დღის ვადაში. ამავე პერიოდში დაუშვებელია მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ან სხვა ფორმით მომხმარებლის გაფრთხილება მიწოდების შეწყვეტის თაობაზე. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება მიწოდების შეწყვეტის ან მიწოდების შეწყვეტის თაობაზე გაფრთხილების ისეთ შემთხვევაზე, რომლის საფუძველია ის დავალიანება, რომელიც არ წარმოადგენს დავის საგანს და რომელიც წარმოიშვა ან/და რომლის გადახდის ვადა დადგა კომისიაში სადავო საკითხის განხილვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შემდგომ.“. |
2.
მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 14. საზოგადოებრივი დამცველის მონაწილეობა სადავო საკითხის განხილვაში კომისია სადავო საკითხის განხილვაში საზოგადოებრივი დამცველის მონაწილეობას უზრუნველყოფს მომხმარებლის შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე.“.
|
| მუხლი 2 |
1.
ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2023 წლის პირველი მაისიდან. |
2.
ამ დადგენილების პირველი მუხლის მეორე პუნქტი ამოქმედდეს ამ დადგენილების გამოქვეყნებისთანავე. |
|