ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლების სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) არაბული ციფრებით სახელდების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№გ-123.123230581
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.142.016001
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/03/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება: გ-123.123230581

2023 წლის 27 თებერვალი

ქ.  ნინოწმინდა

 

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლების სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული  ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) არაბული ციფრებით სახელდების შესახებ 

 საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა.ე’’ ქვეპუნქტის,  61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს კანონის ,,გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ’’ მე-8 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების, ,,მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად,

1. განხორციელდეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლების: საღამოს, დიდი გონდრიოს, დილითის, მამწვარის, პატარა გონდრიოს, ყულალისის, კატნატუს, პატარა ხანჩალის, თორიის, უჩმანის, ყაურმის, დიდი არაქალის, პატარა არაქალის, ასფარის, როდიონოვკის, ტამბოვკის, ვლადიმიროვკისა და ფოკის სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) არაბული ციფრებით სახელდება, თანდართული დანართების  შესაბამისად. 

2. განკარგულება, მიღებიდან 10 დღის ვადაში, რეაგირებისათვის გადაეგზავნოს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიას, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

3. განკარგულება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე, მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში.

4. განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე. 

5.  განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გაცნობიდან 1 (ერთი) თვის ვადაში ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში (მის: ქ. ახალქალაქი, მაშტოცის ქ. №110).

 ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს თავმჯდომარე  ვაან აროიან