„სატრანსპორტო საშუალებით სახიფათო ტვირთის გადაზიდვაში ან/და საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვაში ჩართულ პირთათვის საწყისი კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 15 სექტემბრის №09/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება №23/ნ |
|
2023 წლის 17 მარტი ქ. თბილისი |
1. წესის:
ა) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. რეგულირების სფერო
ეს წესი არეგულირებს სატრანსპორტო საშუალებით სახიფათო ტვირთის გადაზიდვაში ან/და საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვაში ჩართული პირებისთვის საწყისი კვალიფიკაციის მინიჭების წესს, პირობებს და პროცედურას (დანართი №1).“;
ბ) მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ტესტირების მინიმალურ გამსვლელ დონედ განისაზღვრება 75 %, ხოლო ამავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ტესტირების მინიმალურ გამსვლელ დონედ – 60%.“;
გ) მე-5 მუხლის:
გ.ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სწავლების ხანგრძლივობა შემოკლებული სწავლების (მძღოლებისთვის, რომელთაც მართვის მოწმობა მიღებული აქვთ 2015 წლამდე) შემთხვევაში განისაზღვრება 7 აკადემიური საათით შესაბამისი მოდულების გათვალისწინებით.“;
გ.ბ) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„13. ამ მუხლის მე-9 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ტესტირების მინიმალურ გამსვლელ დონედ განისაზღვრება 60%, ხოლო ამავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ტესტირების მინიმალურ გამსვლელ დონედ ასევე – 60%.“;
დ) მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დაინტერესებული პირი ციფრული ტაქოგრაფის ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ კვალიფიკაციას მოიპოვებს სასწავლო ცენტრში თეორიული სწავლების გავლის, სააგენტოში თეორიული ტესტირების წარმატებით ჩაბარებისა და სააგენტოს მიერ ციფრული ტაქოგრაფის ბარათის გაცემის საფუძველზე.“;
ე) მე-8 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 მუხლი:
„მუხლი 81. სწავლების ხანგრძლივობის განსხვავებული რეგულირება
ამ წესის მე-4-მე-8 მუხლებით გათვალისწინებული კვალიფიკაციის მიღების მიზნით დადგენილი სწავლების ხანგრძლივობა, სასწავლო ცენტრის მიერ შეიძლება განისაზღვროს დადგენილ საათებზე მეტი რაოდენობით.“;
ვ) მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. თეორიული ტესტირება ტარდება ელექტრონული სახით ან/და სხვა საშუალებით.“.
2. წესს დაემატოს დანართი №1 თანდართული სახით.
|
სატრანსპორტო საშუალებით სახიფათო ტვირთის გადაზიდვაში ან/და საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვაში ჩართულ პირთათვის საწყისი კვალიფიკაციის მინიჭების მიზნით, სწავლების, ტესტირების ჩატარებისა და შესაბამისი დოკუმენტის გაცემის პროცედურა
სატრანსპორტო საშუალებით სახიფათო ტვირთის გადაზიდვაში ან/და საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვაში ჩართულ პირთათვის საწყისი კვალიფიკაციის მინიჭების მიზნით, სწავლების, ტესტირების ჩატარებისა და შესაბამისი დოკუმენტის გაცემის პროცედურა (შემდგომ – პროცედურა) განსაზღრავს სატრანსპორტო საშუალებით სახიფათო ტვირთის გადაზიდვაში ან/და საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვაში ჩართულ პირთათვის საწყისი კვალიფიკაციის მინიჭების მიზნით, სწავლების, ტესტირების ჩატარებისა და შესაბამისი დოკუმენტის გაცემის პროცესის სრულყოფილად, გამჭვირვალედ და მაღალკვალიფიციურად წარმართვის პროცედურებს.
1. წინამდებარე პროცედურის მიზნებისთვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სასწავლო პროგრამა – სააგენტოს დირექტორის ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული პროგრამები;
ბ) ტესტის შემდგენი კომისია – სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი ტესტის შემდგენი კომისია (შემდგომ – კომისია), რომელიც ადგენს ტესტებს;
გ) ტესტირება – სატრანსპორტო საშუალებით სახიფათო ტვირთის გადაზიდვაში ან/და საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვაში ჩართულ პირთათვის კვალიფიკაციის მინიჭების მიზნით, სააგენტოს მიერ დაინტერესებული პირისთვის დადგენილი საგამოცდო პროცესი/წესი;
დ) ტესტი – კომისიის მიერ შედგენილი ნებისმიერი სახის დავალება: კითხვა, კაზუსი, სავარჯიშო, მართვის პრაქტიკული დავალება (მათ შორის, ტესტირება მართვაში) და სხვა;
ე) ტესტირების პროგრამა – ტესტირებისათვის განკუთვნილი ელექტრონული პლატფორმა (Moodle და სხვა საშუალება), რომელშიც გენერირებულია ტესტი;
ვ) კონტროლი – სწავლებაზე/ტესტირების პროცესზე ზედამხედველობა სააგენტოს უფლებამოსილი პირების მიერ ადგილზე დაკვირვებით ან/და სხვა ტექნიკური საშუალებებით.
სააგენტოში სწავლების ან/და ტესტირების ორგანიზების მიზნით საკვალიფიკაციო ცენტრი უზრუნველყოფს სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადებას, რომელიც სასწავლო პროგრამების და რეგისტრირებული განცხადებების გათვალისწინებით უნდა შეიცავდეს:
ა) სწავლების/ტესტირების (მათ შორის განმეორებითი ტესტირების) დაწყებისა და დასრულების ვადებს;
ბ) დაინტერესებულ პირთა რაოდენობას და მათ რეკვიზიტებს;
გ) ტესტირების შედეგების გასაჩივრების ვადებს.
1. სწავლებაში ან/და ტესტირებაში მონაწილეობის უფლება აქვს სააგენტოში დარეგისტრირებულ დაინტერესებულ პირს.
2. სწავლებაში ან/და ტესტირებაში მონაწილეობას ვერ მიიღებს ის დაინტერესებული პირი, რომელიც შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ არ გამოცხადდება დადგენილ ვადაში, არ წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტს პირის იდენტიფიცირებისათვის (პირადობის მოწმობა, მართვის მოწმობა, პასპორტი) ან დაარღვევს ამ პროცედურით განსაზღვრულ წესს.
3. პირი არ დაიშვება სწავლებაზე/ტესტირებაზე, თუ იგი ამ მიზნით არ არის დარეგისტრირებული სააგენტოში.
1. ტესტირებისთვის ტესტებს ადგენს, მისი სირთულის დონეს განსაზღვრავს, ტესტის შესაბამისი ბაზის მართვას და ფორმირებას უზრუნველყოფს, ასევე ტესტის შეფასების კრიტერიუმებს ადგენს კომისია.
2. კომისიის წევრების მიერ შედგენილი ტესტები კომისიის არაწევრი პირებისთვის კონფიდენციალურია. ამ პუნქტით გათვალისწინებული კონფიდენციალურობის დარღვევა შეიძლება გახდეს დისციპლინური წარმოების ან მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ქმედებების განხორციელების საფუძველი.
1. სწავლების/ტესტირების მიმდინარეობის დროს დაშვებულია სააგენტოს მხრიდან კონტროლის განხორციელება.
2. კონტროლის განმახორციელებელმა პირმა ხელი არ უნდა შეუშალოს ტესტირების მიმდინარეობას.
3. ტესტირებაზე კონტროლის განმახორციელებელ პირს ეკრძალება ტესტის შინაარსთან დაკავშირებით დაინტერესებული პირის დახმარება.
1. ტესტზე მუშაობის პროცესში დაინტერესებული პირი უზრუნველყოფილია შესაბამისი ტექნიკით, კალმით, თაბახის ფურცლით და კომისიის მიერ განსაზღვრული სათანადო მასალით.
2. ტესტირების მიმდინარეობისას, დაინტერესებულ პირს ეკრძალება:
ა) იქონიოს მობილური ტელეფონი ან სხვა ელექტრონული აპარატურა;
ბ) გადალაპარაკება, სხვა დაინტერესებული პირისთვის რაიმე ფორმით ხელის შეშლა;
გ) აუდიტორიის უნებართვოდ დატოვება;
დ) ტესტზე მუშაობის დაწყება შესაბამისი მითითების გარეშე.
1. სწავლების/ტესტირების ამ წესით განსაზღვრული პირობების დარღვევისთვის დაინტერესებული პირი მიიღებს გაფრთხილებას, ხოლო უხეში დარღვევისთვის შესაძლებელია მოხსნილ იქნეს სწავლებიდან/ტესტირებიდან.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის უხეშ დარღვევად მიიჩნევა:
ა) ამ წესის განმეორებითი დარღვევა;
ბ) საკვალიფიკაციო ცენტრში ალკოჰოლური/ნარკოტიკული თრობის ქვეშ გამოცხადება;
გ) ტესტირების/სწავლების პროცესის ხელის შეშლა;
დ) ნებისმიერი ფორმით ტესტის პასუხების გადაწერა.
3. ტესტირებიდან მოხსნის შემთხვევაში დაინტერესებული პირის ნაშრომი არ გასწორდება. ამასთან, გადახდილი საფასური არ ექვემდებარება დაბრუნებას ან სხვაგვარად გამოყენებას.
1. თეორიული ტესტირების შედეგები მოწმდება ტესტირების პროგრამით ან/და სხვა საშუალებით. ტესტირების საბოლოო შედეგი მისი დასრულებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში ხდება ცნობილი დაინტერესებული პირისთვის.
2. დაინტერესებული პირის მიერ ტესტირების შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად.
ტესტირების დასრულების შემდეგ საკვალიფიკაციო ცენტრი უზრუნველყოფს:
ა) ტესტების შემოწმებას, იმ პირების აღრიცხვას და შესაბამისი რეესტრის წარმოებას, რომლებმაც წარმატებით გაიარეს ტესტირება;
ბ) ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირებისთვის შესაბამისი სერტიფიკატის/ ბარათის/მოწმობის დამზადებას სათანადო პროგრამების, პლატფორმების და სხვა საშუალებების (მათ შორის სტამბის) გამოყენებით;
გ) დამზადებული სერტიფიკატის/ბარათის/მოწმობის შესახებ ინფორმაციის (დოკუმენტის მფლობელის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დოკუმენტის სახეობა და რაოდენობა) გადაცემას სააგენტოს საფინანსო და ადმინისტრაციული დეპარტამენტისთვის სათანადო ფინანსური ტრანზაქციის სწორად განხორციელების მიზნით;
დ) დამზადებული სერტიფიკატის/ბარათის/მოწმობის, მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე გადაცემას სააგენტოს მომხმარებლებთან ურთიერთობის დეპარტამენტისთვის, დამზადებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში;
ე) დაინტერესებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში, შესაბამისი ცნობის მომზადებას.