„აკრედიტაციის ეროვნული საბჭოს შექმნისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 30 დეკემბრის №1-1/403 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1-1/119
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.024.016794
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/03/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/119

2023 წლის 24 მარტი

ქ. თბილისი

 

„აკრედიტაციის ეროვნული საბჭოს შექმნისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 30 დეკემბრის №1-1/403 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„აკრედიტაციის ეროვნული საბჭოს შექმნისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 30 დეკემბრის №1-1/403 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 31/12/2014, 040030000.22.024.016355) დამტკიცებულ „აკრედიტაციის ეროვნული საბჭოს შექმნისა და საქმიანობის წესში“  შეტანილ იქნეს  შემდეგი სახის ცვლილება:  

1. მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) აკრედიტაციის ცენტრის საქმიანობის მიუკერძოებლობის რისკების განხილვა.“. 

2. მე-3 მუხლის:

ა)  მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საბჭოს წევრებს უნდა გააჩნდეთ თავიანთი ორგანიზაციების მიერ მინიჭებული შესაბამისი უფლებამოსილება, რათა გამოხატონ პოზიცია საბჭოზე გამოტანილ საკითხებთან დაკავშირებით.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. პარიტეტის პრინციპის დაცვის მიზნით, საბჭო შედგება შემდეგი მხარეების უფლებამოსილი წარმომადგენლებისგან (წევრებისგან):

ა) აკრედიტებული შესაბამისობის შემფასებელი ორგანოების ასოციაციების წარმომადგენლებისაგან;

ბ) მეწარმე სუბიექტების გაერთიანებების (ბიზნეს ასოციაციების) წარმომადგენლებისაგან;

გ) საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლისაგან;

დ) აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებების წარმომადგენლებისაგან, კერძოდ:

დ.ა) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელი;

დ.ბ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელი;

დ.გ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი;

ე) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წარმომადგენლისაგან;

ვ) საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წარმომადგენლისაგან;

ზ)  სსიპ – საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლისაგან;

თ) სსიპ – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს წარმომადგენლისაგან;

ი) სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლისაგან;

კ) სსიპ –  ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს წარმომადგენლისაგან;

ლ) აკრედიტაციის ცენტრის წარმომადგენლებისგან.“.

 
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრილევან დავითაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „აკრედიტაციის ეროვნული საბჭოს შექმნისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 30 დეკემბრის №1-1/403 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „აკრედიტაციის ეროვნული საბჭოს შექმნისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 30 დეკემბრის №1-1/403 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 24.03.2023.
როდის იქნა მიღებული „აკრედიტაციის ეროვნული საბჭოს შექმნისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 30 დეკემბრის №1-1/403 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„აკრედიტაციის ეროვნული საბჭოს შექმნისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 30 დეკემბრის №1-1/403 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 24.03.2023. მიმღები ორგანო — საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №1-1/119. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.22.024.016794.
რამდენი მუხლისგან შედგება „აკრედიტაციის ეროვნული საბჭოს შექმნისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 30 დეკემბრის №1-1/403 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „აკრედიტაციის ეროვნული საბჭოს შექმნისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 30 დეკემბრის №1-1/403 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „აკრედიტაციის ეროვნული საბჭოს შექმნისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 30 დეკემბრის №1-1/403 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.03.2023 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „აკრედიტაციის ეროვნული საბჭოს შექმნისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 30 დეკემბრის №1-1/403 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №1-1/119, 24.03.2023, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.024.016794 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.03.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5759132/