„საქართველოს დამსახურებული მშენებლის” და „საქართველოს დამსახურებული არქიტექტორის” წოდებათა მიმნიჭებელი სპეციალური კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 1 ნოემბრის №1–1/575 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება №1-1/561 |
|
2018 წლის 12 დეკემბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს დამსახურებული მშენებლის“ და „საქართველოს დამსახურებული არქიტექტორის“ წოდებათა მიმნიჭებელი სპეციალური კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 1 ნოემბრის №1–1/575 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 02/11/2016; სარეგისტრაციო კოდი:010220020.22.024.016467) დამტკიცებულ დანართ №1-ში („საქართველოს დამსახურებული მშენებლის“ და „საქართველოს დამსახურებული არქიტექტორის“ წოდებათა მიმნიჭებელი სპეციალური კომისიის შემადგენლობა) შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №1
„საქართველოს დამსახურებული მშენებლის“ და „საქართველოს დამსახურებული არქიტექტორის“ წოდებათა მიმნიჭებელი სპეციალური კომისიის შემადგენლობა: ა) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე; ბ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე; გ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი; დ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, კომისიის წევრი; ე) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის მშენებლობის საქმეთა სამმართველოს უფროსი, კომისიის წევრი; ვ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის არქიტექტურულ საქმეთა სამმართველოს უფროსი, კომისიის წევრი; ზ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს“ უფროსი, კომისიის წევრი; თ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქალაქთმშენებლობის დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი; ი) საქართველოს მშენებელთა ფედერაციის პრეზიდენტი, კომისიის წევრი; კ) საქართველოს არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარე, კომისიის წევრი; ლ) საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანი, კომისიის წევრი; მ) საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის დეკანი, კომისიის წევრი; ნ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის თანამშრომელი, კომისიის პასუხისმგებელი მდივანი.“. |
| მუხლი 2 |
ეს
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|