„დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების - მერიის სამსახურების დებულებების დამტკიცების თაობაზე“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 ნოემბრის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №8 |
|
2023 წლის 31 მარტი ქ. დუშეთი |
ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მ) ადგენს საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 431, 432, 513, 533, 55-ე, 552 და 553 მუხლებით, 825 მუხლით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციის ნაწილში), 1142 მუხლის მე-6 ნაწილით, 1191 მუხლით, 1271 მუხლის მე-5 ნაწილით, 145-ე, 1461, 148-ე, 150-ე, 1501, 151-ე, 152-ე და 1534 მუხლებით, 159-ე და 1591 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს;“
ბ) მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ1“ ქვეპუნქტი:
„მ1) განიხილავს საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 465, 466, 552, 556, 771 და 772 მუხლებით, 825 მუხლით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციის ნაწილში), 103-ე, 1142 მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-8 და მე-12−მე-16 ნაწილებით, 1254 მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 1341, 135-1351, 1461, 148-ე და 150-ე მუხლით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1512, 152-ე, 1522, 1525 –1529 და 1534 მუხლებით, 1561 და 1584 მუხლებით, 1585 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებითა და 159-ე, 1591, 1728 და 1729 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს ამავე კოდექსის 2906 მუხლის გათვალისწინებით;“;
გ) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ნ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1142 მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-8 და მე-12−მე-16 ნაწილებით, 1254 მუხლით, 1461 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას ამავე კოდექსის 2906 მუხლის გათვალისწინებით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს ადგილზე განიხილავს და სამართალდამრღვევს ან სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს ადგილზევე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს (ჯარიმას);“
დ) მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდგი შინაარსის „ნ1“ ქვეპუნქტი:
„ნ1) თუ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 552, 556, 642, 771, 772 და 103-ე მუხლებით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 1341, 135-ე−1351, 148-ე და 1501 მუხლებით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1512, 152-ე, 1522, 1525−1529, 1534, 1561 მუხლებით, 1585 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებითა და 159-ე და 1591 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას სამართალდამრღვევის იდენტიფიცირებისთვის ან სხვა ფაქტობრივი გარემოებების დადგენისთვის ადმინისტრაციული წარმოება საჭირო არ არის, კოდექსის 2906 მუხლის გათვალისწინებით ადგილზე განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზევე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს (ჯარიმას).“;
ე) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ო) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 825 მუხლით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციის ნაწილში), 1191 და 1525−1529 მუხლებით და 1561 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას, თუ შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ადმინისტრაციულ გამოკვლევას არ საჭიროებს, ადგილზე განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზევე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს (ჯარიმას).“.
|