სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ბრძანება № REG 3 23 00001076
2023 წლის 26 აპრილი
ქ. თბილისი
1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 22 დეკემბრის N 02-2193/ო ბრძანება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს (გაუქმდეს) შპს ,,კარდიოექსპრესზე“ (ს/კ 211333109; ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, შარტავას ქუჩა N31-33) გაცემული ,,სასწრაფო სამედიცინო დახმარების ლიცენზია“ (სალიცენზიო მოწმობა N000019) .
3. დაევალოს სააგენტოს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიებისა და აკრედიტაციის სამმართველოს ლიცენზიის გაუქმების შესახებ მონაცემები დადგენილი წესით შეიტანოს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.
4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში( ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64)
5. ბრძანება ძალაში შედის ხელის მოწერისთანავე.
საფუძველი: შპს ,,კარდიოექსპრესის“ (ს/კ 211333109) დირექტორის, გიორგი კაჭარავას განცხადებები: N39233, 16.01.2023წ;. N174137, 16.02.2023წ; N217153, 28.02.2023წ.
სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი კახაბერ შალიკაძე