1. თუ ამ წესის პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას სამართალდამრღვევის იდენტიფიცირებისათვის ან სხვა ფაქტობრივი გარემოებების დადგენისათვის საჭიროა ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება, „სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ზედამხედველობის სამსახურის“ საჯარო მოხელე დამრღვევის მიმართ ადგენს „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების აღრიცხვა-ანგარიშგების წესის და სამართალდარღვევის ოქმის ბლანკების გასავლის/მიღების ჟურნალების ფორმის დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 3 აგვისტოს №65 დადგენილებით დამტკიცებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს და მის ხელთ არსებულ ყველა დოკუმენტთან ერთად, მოხსენებითი ბარათით უგზავნის „სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ზედამხედველობის სამსახურის“ უფროსს (შემდგომში – „სამსახურის უფროსი“).
2.სამსახურის უფროსი დამატებით იკვლევს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა დოკუმენტსა და ფაქტობრივ გარემოებას, ასევე სავარაუდო სამართალდამრღვევს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას საკუთარი მოსაზრებებისა და დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენის მიზნით.
3. თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის შემდგომ დადგინდება სავარაუდო სამართალდამრღვევის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, სამსახურის უფროსი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ბრძანებას სამართალდარღვევის შესახებ და სამართალდამრღვევს შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს.
4. თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის შემდგომ ვერ დადგინდება სავარაუდო სამართალდამრღვევის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, უკვე შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი გაუქმდება ამ წესის მე-7 მუხლის შესაბამისად, ხოლო დაინტერესებულ პირს წერილით ეცნობება ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ.
5. პირს, ვის მიმართაც არის გამოტანილი სამართალდარღვევის ბრძანება, მისი გამოტანიდან 10 დღის ვადაში, შეუძლია გაასაჩივროს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერთან, ხოლო ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე – სასამართლოშ