,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 16 დეკემბრის №90 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება №32 |
|
2023 წლის 15 მაისი ქ. თბილისი |
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 16 დეკემბრის №90 ბრძანებით (ვებგვერდი 16/12/2016, სარეგისტრაციო კოდი: 280120000.22.026.016445) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-4 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ.ვ“ ქვეპუნქტი: „გ.ვ) G-7 სამსახური;“; ბ) მეორე პუნქტის „გ.ბ.“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ.ბ) G-3 სამსახური: გ.ბ.ა) უზრუნველყოფს თავდაცვის ძალებში დაგეგმილი ეროვნული და საერთაშორისო სწავლებისა და წვრთნების მხარდაჭერას, კომპეტენციის ფარგლებში; გ.ბ.ბ) ახორციელებს სარდლობის საბრძოლო მომზადების გეგმების შემუშავებას და საბრძოლო მზადყოფნის დონის ასამაღლებლად სწავლებების ჩატარებას; გ.ბ.გ) შეიმუშავებს სარდლობის სტრუქტურული ერთეულების სტანდარტულ სამოქმედო პროცედურებს; გ.ბ.დ) ახორციელებს სარდლობის ქვედანაყოფების დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის კონტროლს; გ.ბ.ე) ახორციელებს სარდლობის საბრძოლო მზადყოფნის სტატუსის შეფასებას და საბრძოლო მზადყოფნის მონიტორინგს.“; გ) მეორე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ.ვ“ ქვეპუნქტი: „გ.ვ) G-7 სამსახური: გ.ვ.ა) უზრუნველყოფს სასწავლო პროცესისა და საბრძოლო მომზადების წარმართვისათვის საორგანიზაციო მეთოდური მითითებისა და ძირითადი ღონისძიებების გრძელვადიანი/მოკლევადიანი გეგმა-კალენდარის მომზადებას; გ.ვ.ბ) უზრუნველყოფს სარდლობის სამხედრო სასწავლო პროგრამების განხილვას და აღიარების პროცესში მონაწილეობის მიღებას; გ.ვ.გ) ახორციელებს სასწავლო და შეფასების პროცესის მონიტორინგს, ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ – „კ“, „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტებში მითითებულ სტრუქტურულ ერთეულებში, უზრუნველყოფს ჩატარებული სასწავლო კურსების ანალიზს და მიღებული გამოცდილების გაზიარებას; გ.ვ.დ) უზრუნველყოფს თავდაცვის ძალებში მიღებული ახალი სამხედრო შეიარაღებისა და ტექნიკის სისტემების შესწავლისა და მათი სასწავლო პროგრამის შემუშავების პროცესის კოორდინაციას; გ.ვ.ე) უზრუნველყოფს სამხედრო განათლების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობას და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადებას; გ.ვ.ვ) უზრუნველყოფს საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის მისაღებად შერჩეული თავდაცვის ძალებში შემავალი ქვედანაყოფების გადასროლისწინა მომზადების/გადამზადების და შეფასების პროცესის მონიტორინგს; გ.ვ.ზ) კოორდინაციას უწევს ოპერატიული და ტაქტიკური დონის დოქტრინალური სახელმძღვანელოების შემუშავებას; გ.ვ.თ) შეიმუშავებს, თვის და კვირის ძირითადი ღონისძიებების გეგმას;“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-10 დღეს. |
|