„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№164
სარეგისტრაციო კოდი
230210000.22.033.017689
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/05/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №164

2023 წლის 18 მაისი

ქ. თბილისი

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


მუხლი 1
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 30/08/2019, სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.017230) დამტკიცებული:

1. საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თუ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონელი განადგურდა ან დაზიანდა, საქონლის მფლობელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ, არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, შეატყობინოს საბაჟო ორგანოს და პირველი შესაძლებლობისთანავე წარუდგინოს მას საქონლის განადგურების ან დაზიანების უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დამოწმებულია შესაბამისი უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს ან კანონით განსაზღვრული პირის მიერ. სხვა შემთხვევაში, საქონელი უპირობოდ ჩაითვლება საბაჟო ზედამხედველობიდან უკანონოდ გასულად.“.

2. „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8):

ა) მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საქონლის საბაჟო დეკლარაციაში ცვლილებით საქონლის რაოდენობის ან/და ღირებულების ან/და საქონლის საბაჟო ღირებულების ან/და გადასახდელის თანხის გაზრდა დასაშვებია მხოლოდ დეკლარანტის ინიციატივით, საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის დაწყებამდე.“;

ბ) 141 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. თავისუფალი ზონის პროცედურის შესახებინსტრუქციის (დანართი №10) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თავისუფალი ზონის პროცედურაში შენახვის ან/და გატანის მიზნით მოქცეული საქონლის მიმართ შესაძლებელია განხორციელდეს საქონლის შენახვის უზრუნველყოფისათვის, მისი სასაქონლო სახის ან მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის აუცილებელი ან გაყიდვისათვის, ტრანსპორტირებისათვის მოსამზადებელი შემდეგი ქმედებები:“.

4. „შიდა გადამუშავების პროცედურის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №13) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს საბაჟო კოდექსის 116-ე მუხლის შესაბამისად, საქონლის შენახვის უზრუნველყოფისათვის, მისი სასაქონლო სახის ან მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის ან გაყიდვისათვის/ტრანსპორტირებისათვის მოსამზადებლად შიდა გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქონლის მიმართ გადამუშავების ოპერაციის დაწყებამდე დასაშვებია შემდეგი ქმედებების განხორციელება:“.

5. „გარე გადამუშავების პროცედურის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №14) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს საბაჟო კოდექსის 116-ე მუხლის შესაბამისად, საქონლის შენახვის უზრუნველყოფისათვის, მისი სასაქონლო სახის ან მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის ან გაყიდვისათვის/ტრანსპორტირებისათვის მოსამზადებლად გარე გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქონლის მიმართ გადამუშავების ოპერაციის დაწყებამდე დასაშვებია შემდეგი ქმედებების განხორციელება:“.

6. „რეექსპორტის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №16):

ა) პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) თუ დადგინდა, რომ თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებულ საქონელს აქვს დეფექტი ან მისი რაოდენობა, ხარისხი, შეფუთვა ან აღწერილობა არ შეესაბამება საგარეო-ეკონომიკური გარიგების პირობებს და ამის გამო იგი მომწოდებელს ან მის მიერ მითითებულ სხვა პირს უბრუნდება;“.

ბ) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ ინსტრუქციის პირველი მუხლის მეორე პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქონლის რეექსპორტისას ხორციელდება თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისას ამ საქონელზე გადახდილი იმპორტის გადასახდელის (გარდა იმ თანხებისა, რომელზედაც გადამხდელს მიღებული აქვს საგადასახადო ჩათვლა) დაბრუნება ან მომავალ საგადასახადო/საბაჟო ვალდებულებათა ანგარიშში ჩათვლა.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2023 წლის 19 აპრილიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

 


საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი კაკაურიძე