„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№183
სარეგისტრაციო კოდი
200090000.22.033.017692
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 31/05/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №183

2023 წლის 30 მაისი

ქ. თბილისი

 

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
1. „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. XXI თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

თავი XXI

აქციზური მარკებით ნიშანდება და არააქციზური საქონლის მარკირება“.

2. 781 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მატერიალური ან არამატერიალური ფორმით სავალდებულო მარკირებას ექვემდებარება „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 18 ნოემბრის №275 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ 2201 და 2202 სასაქონლო პოზიციებში კლასიფიცირებული წარმოებული/იმპორტირებული წყლები (მათ შორის, მინერალური და მტკნარი წყლები) და სასმელები (არაალკოჰოლური სასმელები), რომლებიც ჩამოსხმულია ნებისმიერი  მოცულობის ჭურჭელში, გარდა სატრანსპორტო საშუალებაზე სტაციონარულად დამაგრებული მრავალჯერადი გამოყენების გადასაზიდი ჭურჭლისა და იმპორტირებული (მათ შორის, საფოსტო გზავნილის შემთხვევაში) 4 ლიტრამდე არაალკოჰოლური სასმელისა.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება  იმ არაალკოჰოლურ სასმელებზე, რომელთა საბოლოო მომხმარებლისთვის საცალო მიწოდება ხორციელდება შესაბამისი სასმელების წარმოების პროცესის დასრულებისთანავე, შეფუთვის გარეშე (ჩამოსასხმელი სახით).“;

გ) მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად დაბრუნებული, სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული საქონელი.“.

3. 112- მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 65- პუნქტი:

„65. ამ ინსტრუქციის 781 მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება აღნიშნული პუნქტით გათვალისწინებულ იმ არაალკოჰოლურ სასმელებზე, რომლებიც:

ა) ჩამოსხმულია 20 ლიტრის და მასზე ნაკლები მოცულობის ჭურჭელში და წარმოებულია/იმპორტირებულია 2015 წლის 1 ნოემბრამდე;

ბ) ჩამოსხმულია 20 ლიტრზე მეტი მოცულობის ჭურჭელში და წარმოებულია/იმპორტირებულია 2023 წლის 1 ივლისამდე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 1 ივლისიდან.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი