📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სასაზღვრო კონტროლის განმახორციელებელი სასაზღვრო კონტროლის პუნქტების ჩამონათვლის განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 31.05.2023
ძალაში შესვლა 01.06.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №188
სარეგისტრაციო კოდი 240110000.22.033.017694
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/06/2023
matsne.gov.ge 246 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.05.2023 მიღება
01.06.2023 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საქართველოს ფინანსთა მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სასაზღვრო კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 84% 13.04.2023 წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 82% 06.07.2020 „ღივების წარმოებისთვის განკუთვნილი თესლებისა და ღივების მიკვლევადობის შესახებ მოთხოვნების“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 81% 13.06.2024 წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წესდების ტიპური ფორმის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 80% 25.06.2020 „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 80% 26.12.2016

დოკუმენტის ტექსტი

არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სასაზღვრო კონტროლის განმახორციელებელი სასაზღვრო კონტროლის პუნქტების ჩამონათვლის განსაზღვრის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №188 2023 წლის 31 მაისი ქ. თბილისი არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სასაზღვრო კონტროლის განმახორციელებელი სასაზღვრო კონტროლის პუნქტების ჩამონათვლის განსაზღვრის შესახებ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის, „არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სასაზღვრო კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 13 აპრილის №153 დადგენილების მე-2 მუხლისა და ამ დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ: მუხლი 1🔗 არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სასაზღვრო კონტროლის განმახორციელებელ სასაზღვრო კონტროლის პუნქტებად განისაზღვროს: ა) საბაჟო გამშვები პუნქტი „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“; ბ) საბაჟო გამშვები პუნქტი „ბათუმის პორტი“; გ) საბაჟო გამშვები პუნქტი „თბილისის აეროპორტი და თბილისის ტექნოლოგიური პარკის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“; დ) საბაჟო გამშვები პუნქტი „გუგუთი“; ე) საბაჟო გამშვები პუნქტი „გარდაბანი“; ვ) საბაჟო გამშვები პუნქტი „სადახლო-საავტომობილო“; ზ) საბაჟო გამშვები პუნქტი „წითელი ხიდი“; თ) საბაჟო გამშვები პუნქტი „ლაგოდეხი“; ი) საბაჟო გამშვები პუნქტი „ვალე“; კ) საბაჟო გამშვები პუნქტი „ნინოწმინდა“; ლ) საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“; მ) საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფი“; ნ) საბაჟო გამშვები პუნქტი „კარწახი“; ო) გაფორმების ეკონომიკური ზონა „თბილისი“; პ) გაფორმების ეკონომიკური ზონა „ბათუმი“; ჟ) გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთი“. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სასაზღვრო კონტროლის განმახორციელებელი სასაზღვრო ინსპექციის პუნქტების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 ოქტომბრის №394 ბრძანება. მუხლი 3🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 1 ივნისიდან. საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი