1. პარკირების წესების დარღვევას მიეკუთვნება:

ა) პარკირების საერთო ადგილებზე ავტომანქანის დგომა დადგენილი საფასურის გადახდის გარეშე;

ბ) პარკირების საერთო ადგილებზე იმ ავტომანქანის პარკირება, რომლებისთვისაც წინამდებარე წესის შესაბამისად გათვალისწინებულია პარკირების სპეციალური ადგილების განსაზღვრა;

გ) პარკირებისათვის განსაზღვრულ ადგილებზე დგომის დადგენილი წესების (მართობული დგომა, 90-გრადუსიანი დგომა ან/და 45-გრადუსიანი დგომა) დარღვევით ავტომანქანის პარკირება;

დ) ქუჩის გარდა სხვა საზოგადოებრივ სივრცეებში ავტომანქანის პარკირება, თუ აღნიშნული ადგილებისათვის განთავსებული არ არის პარკირების დაშვების საცნობარო ნიშანი;

ე) შესაბამისი საცნობარო ნიშნის არსებობისას, ქუჩის იმ ადგილებზე ავტომანქანის პარკირება, სადაც აკრძალულია ავტომანქანის პარკირება;

ვ) პარკირების სპეციალურ ადგილებზე იმ ავტომანქანის პარკირება, რომლებისთვისაც წინამდებარე წესის შესაბამისად განსაზღვრული არ არის პარკირების სპეციალური ადგილები;

ზ) იმ ავტომანქანების მიერ, რომლებისთვისაც წინამდებარე წესის შესაბამისად გათვალისწინებულია ავტომანქანების სპეციალური ადგილების განსაზღვრა, პარკირების სპეციალურ ადგილებზე დადგენილი წესის დარღვევით ავტომანქანის პარკირების განხორციელება;

თ) პარკირების სპეციალური ადგილებისათვის დაწესებული სხვა მოთხოვნების დარღვევა;

ი) პარკირების ორგანიზების უფლების დადგენილი წესის დარღვევით განხორციელება;

კ) პარკირების ადგილების დადგენილი წესის დარღვევით განსაზღვრა;

ლ) ქუჩებში და სხვა საზოგადოებრივ სივრცეებში, ასევე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტისათვის მიკუთვნებულ მიწის ნაკვეთებზე პარკირების ორგანიზების უფლების თვითნებურად განხორციელება;

მ) პარკირების საფასურის დადგენილი წესის დარღვევით დაწესება;

ნ) სხვა ქმედება, რომელთა განხორციელებაც წინამდებარე წესით აკრძალულია, ასევე ქმედება, რომლის განხორციელებაც ხდება წინამდებარე წესისაგან განსხვავებულად.

2. პარკირების წესების დარღვევისათვის ჯარიმის დაკისრება ან გადახდა სამართალდამრღვევს არ ათავისუფლებს დარღვევის გამოსწორებისაგან.

3. ჯარიმის დაკისრების შემდეგ სამართალდამრღვევის მიერ იმავე საქმიანობის განხორციელება განიხილება ახალ სამართალდარღვევა