1. ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე (საჯარიმო სადგომზე) გადაყვანა დასაშვებია მხოლოდ ამ დადგენილებით განსაზღვრული პარკირების წესების დარღვევის შემდეგ შემთხვევებში:

ა) თუ ავტოსატრანსპორტო საშუალება დგას ისეთ ადგილას, რომელიც აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას;

ბ) თუ ავტოსატრანსპორტო საშუალება დგას საზოგადოებრივი (მუნიციპალური) ტრანსპორტის გაჩერებისათვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილას;

გ) თუ ავტოსატრანსპორტო საშუალება დგას ტროტუარზე;

დ) თუ ავტოსატრანსპორტო საშუალება დგას ავტობუსების გაჩერებაზე;

ე) თუ ავტოსატრანსპორტო საშუალებები ხერგავენ/აბრკოლებენ მოძრაობას;

ვ) რომლებიც ხელს უშლიან კეთილმოწყობითი სამუშაობის წარმოებას (მერიის სამსახურების მითითებით ავტომობილების გადაყვანა მოხდება არასპეციალურ სადგომზე);

ზ) სხვადასხვა ღონისძიებების დროს (სხვადასხვა სამსახურის მითითებით ა/მობილების გადაყვანა მოხდება არასპეციალურ სადგომზე);

თ) დგანან 3.27. „გაჩერება აკრძალულია“ და 3.28. „დგომა აკრძალულია“ ნიშნების ქვეშ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ ქუჩებზე ძირითადად საგზაო ნიშანთან ერთად განთავსებულია დამატებითი (ევაკუაციის) ნიშანი;

ი) დგანან გზაჯვარედინებთან მისასვლელ გზებზე 3.27. „გაჩერება აკრძალულია“ და 3.28. „დგომა აკრძალულია“ საგზაო ნიშნების ქვეშ, თუ ძირითად საგზაო ნიშანთან ერთად განთავსებულია დამატებითი (ევაკუაციის) ნიშანი.

2. ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე (საჯარიმო სადგომზე) გადაყვანა დასაშვებია:

ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ ასეთ ადგილას განთავსებულია შესაბამისი საცნობარო ნიშანი (მინიშნება „ექვემდებარება სპეციალურ დაცულ  სადგომზე გადაყვანას“);

ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ ბ“ , „ გ“ , „ დ“ , „ ე“ , „ ვ“ , „ ზ“ , „ თ“ და „ ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, ასეთ ადგილას განთავსებულია თუ არა შესაბამისი საცნობარო ნიშანი (მინიშნება – „ექვემდებარება სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანას