წესში ცვლილებების განხორციელება დასაშვებია მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
დანართი №2
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პარკირების საერთო ადგილებით და პარკირების სპეციალური ადგილებით სარგებლობის საფასური
1.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პარკირების საერთო ადგილებით სარგებლობისათვის საფასური, დროის შემდეგი მონაკვეთების მიხედვით, შეადგენს:
ა) 1 დღე – 10 (ათი) ლარი;
ბ) 7 დღე – 20 (ოცი) ლარი;
გ) 30 დღე – 30 (ოცდაათი) ლარი;
დ) 182 დღე – 45 (ორმოცდახუთი) ლარი;
ე) 365 დღე – 60 (სამოცი) ლარი.
2.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ტაქსების პარკირების ადგილებით (პარკირების სპეციალური ადგილები) სარგებლობისათვის საფასური, დროის შემდეგი მონაკვეთების მიხედვით, შეადგენს:
ა) 10 დღე – 10 (ათი) ლარი;
ბ) 20 დღე – 20 (ოცი) ლარი;
გ) 30 დღე – 30 (ოცდაათი) ლარი.
3.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პარკომეტრებით აღჭურვილი პარკირების საერთო ადგილებით სარგებლობისათვის საფასური, დროის შემდეგი მონაკვეთების მიხედვით, შეადგენს:
ა) 1 საათამდე პერიოდი – 50 (ორმოცდაათი) თეთრი;
ბ) 2 საათამდე პერიოდი – 1 (ერთი) ლარი;
გ) ყოველი შემდეგი 1 (ერთი) საათი – 1 (ერთი) ლარი.
4.
ამ დანართის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პარკირების საერთო ადგილებით მოსარგებლე პირი თავისუფლდება ამავე დანართის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პარკირების საერთო ადგილებით სარგებლობის საფასურის გადახდისაგან.
5.
სატვირთო ავტომობილებისა და სპეცტექნიკისათვის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პარკირების ადგილებით (პარკირების სპეციალური ადგილები) სარგებლობისათვის საფასური დადგინდეს დროის შემდეგი მონაკვეთების მიხედვით შეადგენს:
ა) 1 დღე – 3 (სამი) ლარი;
ბ) 30 დღე – 30 (ოცდაათი) ლარი;
გ) 182 დღე – 150 (ას ორმოცდაათი) ლარი;
დ) 365 დღე – 250 (ორას ორმოცდაათი) ლარი.
6.
პარკირების ადგილებით სარგებლობისათვის გადახდილი საფასურის ვადის ამოწურვამდე ამ დადგენილების პირველი, მე-2 და მე-5 პუნქტის შესაბამისად პარკირების საფასურის წინასწარ გადახდის დღედ მიიჩნევა ანგარიშსწორების განხორციელების დღე, ხოლო მისი აქტივაცია (ვადის ათვლა) მოხდება წინა პერიოდის პარკირების საფასურის ვადის ამოწურვის შემდეგ.
7.
პარკირების საფასურის გადახდა განხორციელდეს ოპერატორის მიერ შერჩეულ კომერციულ ბანკში.
8.
პარკირების საფასურის ამოღებას ახორციელებს პარკირების ორგანიზების განმახორციელებელი მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირი. პარკირების საფასური ირიცხება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტშ