1. 2026 წლის 1 სექტემბრამდე საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს შემდეგი სამართლებრივი აქტების მიღება:
ა) „წყლის ობიექტების იდენტიფიკაციისა და საზღვრების დადგენის წესი“;
ბ) „მდინარეთა აუზების/სააუზო უბნების საზღვრების დამტკიცების თაობაზე“;
გ) ტექნიკური რეგლამენტი „ადამიანის მოხმარებისთვის განკუთვნილი წყლის ხარისხის შესახებ“;
დ) „სააუზო მართვის გეგმების შემუშავების, განხილვისა და დამტკიცების პროცედურის შესახებ“;
ე) „წყლის რესურსების მონიტორინგის დაგეგმვისა და განხორციელების წესი“;
ვ) „პოტენციური წყალდიდობების რისკის ქვეშ მყოფი არეალების შეფასების შესახებ“;
ზ) ტექნიკური რეგლამენტი „წყალდაცვითი ზოლის შესახებ“;
თ) „სასმელი წყლის წყალმომარაგების ობიექტების სანიტარიული დაცვის ზონის დადგენისა და მის ფარგლებში საქმიანობის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“;
ი)„ზედაპირული წყლის ხარისხის სტანდარტების დამტკიცების თაობაზე“;
კ) ტექნიკური რეგლამენტი „ზედაპირული წყლის ობიექტებში ურბანული და სამრეწველო ჩამდინარე წყლების ჩაშვების პირობები“;
ლ) ტექნიკური რეგლამენტი „წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემაში ჩამდინარე წყლის ჩაშვებისა და მიღების პირობებისა და დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ნორმები“;
მ) „ზედაპირული წყლის ობიექტებზე სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“;
ნ) ტექნიკური რეგლამენტი − „მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლის მოპოვების მიზნით ჭაბურღილების აღრიცხვის წესი“;
ო) „სააუზო მართვის საკონსულტაციო-საკოორდინაციო საბჭოების შექმნისა და საქმიანობის წესის თაობაზე“.
2. 2026 წლის 1 სექტემბრამდე მინისტრმა უზრუნველყოს:
ა) „ადამიანის მოხმარებისთვის განკუთვნილი წყლის მდგომარეობის ანგარიშის შინაარსის შესახებ“ ბრძანების გამოცემა;
ბ) წყლის რესურსების მართვის სფეროს მარეგულირებელი შესაბამისი მეთოდოლოგიების დამტკიცება;
გ) ზედაპირულ წყლებზე ნიტრატებით დაბინძურებული ან დაბინძურების რისკის ქვეშ მყოფი ზონების იდენტიფიცირება და ნიტრატებისადმი მოწყვლადი ზონების განსაზღვრა;
დ) ნიტრატების მიმართ მოწყვლადი ზონებისთვის კარგი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის წესების განსაზღვრა და შესაბამისი სამოქმედო გეგმების შემუშავება;
ე) „წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვის წარმოების წესის“ დამტკიცება;
ვ) მიწისქვეშა წყლებზე ნიტრატებით დაბინძურებული ან დაბინძურების რისკის ქვეშ მოქცეული ზონების იდენტიფიცირება და ნიტრატებისადმი მოწყვლადი ზონების განსაზღვრა;
ზ) ურბანული ჩამდინარე წყლებით ზემოქმედების რისკის ქვეშ მოქცეული სენსიტიური არეალებისა და აგლომერაციების იდენტიფიცირება.
3. 2027 წლის 1 სექტემბრამდე საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უზრუნველყოს:
ა) ქალაქებისა და სოფლების წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემების აღწერა;
ბ) კომპლექსური ღონისძიებების შემუშავება ქალაქებისა და სოფლების წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, საკანალიზაციო ჩამდინარე წყლებით წყლის რესურსების დაბინძურებისგან დასაცავად.
4. სამინისტრომ და მის სისტემაში შემავალმა უწყებებმა 2026 წლის 1 იანვრიდან უზრუნველყონ ამ კანონით მათზე დაკისრებული ფუნქციების შეუფერხებლად შესასრულებლად საჭირო სტრუქტურული ქვედანაყოფების შესაქმნელად ან/და მოხელეთა ვაკანტურ თანამდებობებზე დასანიშნად შესაბამისი კონკურსების გამოსაცხადებლად საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სათანადო ღონისძიებების განხორციელება.
5. „წყლის შესახებ“ 1997 წლის 16 ოქტომბრის საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997, გვ. 123) საფუძველზე მიღებული/გამოცემული სამართლებრივი აქტები ინარჩუნებენ იურიდიულ ძალას მათ ძალადაკარგულად გამოცხადებამდე ან ამ კანონის საფუძველზე შესაბამისი სამართლებრივი აქტების მიღებამდე/გამოცემამდე, თუ ისინი არ ეწინააღმდეგება ამ კანონის მოთხოვნებს.
საქართველოს 2025 წლის 16 აპრილის კანონი №485 – ვებგვერდი, 16.04.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 16.04.2025-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 16.04.2025 კანონი №485
წინა რედაქცია (20.07.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 37. ამ კანონთან დაკავშირებით მისაღები (გამოსაცემი) ნორმატიული აქტები და განსახორციელებელი ღონისძიებები 1. 2026 წლის 1 სექტემბრამდე საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს შემდეგი სამართლებრივი აქტების მიღება: ა) „წყლის ობიექტების იდენტიფიკაციისა და საზღვრების დადგენის წესი“; ბ) „მდინარეთა აუზების/სააუზო უბნების საზღვრების დამტკიცების თაობაზე“; გ) ტექნიკური რეგლამენტი „ადამიანის მოხმარებისთვის განკუთვნილი წყლის ხარისხის შესახებ“; დ) „სააუზო მართვის გეგმების შემუშავების, განხილვისა და დამტკიცების პროცედურის შესახებ“; ე) „წყლის რესურსების მონიტორინგის დაგეგმვისა და განხორციელების წესი“; ვ) „პოტენციური წყალდიდობების რისკის ქვეშ მყოფი არეალების შეფასების შესახებ“; ზ) ტექნიკური რეგლამენტი „წყალდაცვითი ზოლის შესახებ“; თ) „სასმელი წყლის წყალმომარაგების ობიექტების სანიტარიული დაცვის ზონის დადგენისა და მის ფარგლებში საქმიანობის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“; ი)„ზედაპირული წყლის ხარისხის სტანდარტების დამტკიცების თაობაზე“; კ) ტექნიკური რეგლამენტი „ზედაპირული წყლის ობიექტებში ურბანული და სამრეწველო ჩამდინარე წყლების ჩაშვების პირობები“; ლ) ტექნიკური რეგლამენტი „წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემაში ჩამდინარე წყლის ჩაშვებისა და მიღების პირობებისა და დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ნორმები“; მ) „ზედაპირული წყლის ობიექტებზე სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“; ნ) ტექნიკური რეგლამენტი − „მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლის მოპოვების მიზნით ჭაბურღილების აღრიცხვის წესი“; ო) „სააუზო მართვის საკონსულტაციო-საკოორდინაციო საბჭოების შექმნისა და საქმიანობის წესის თაობაზე“. 2. 2026 წლის 1 სექტემბრამდე მინისტრმა უზრუნველყოს: ა) „ადამიანის მოხმარებისთვის განკუთვნილი წყლის მდგომარეობის ანგარიშის შინაარსის შესახებ“ ბრძანების გამოცემა; ბ) წყლის რესურსების მართვის სფეროს მარეგულირებელი შესაბამისი მეთოდოლოგიების დამტკიცება; გ) ზედაპირულ წყლებზე ნიტრატებით დაბინძურებული ან დაბინძურების რისკის ქვეშ მყოფი ზონების იდენტიფიცირება და ნიტრატებისადმი მოწყვლადი ზონების განსაზღვრა; დ) ნიტრატების მიმართ მოწყვლადი ზონებისთვის კარგი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის წესების განსაზღვრა და შესაბამისი სამოქმედო გეგმების შემუშავება; ე) „წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვის წარმოების წესის“ დამტკიცება; ვ) მიწისქვეშა წყლებზე ნიტრატებით დაბინძურებული ან დაბინძურების რისკის ქვეშ მოქცეული ზონების იდენტიფიცირება და ნიტრატებისადმი მოწყვლადი ზონების განსაზღვრა; ზ) ურბანული ჩამდინარე წყლებით ზემოქმედების რისკის ქვეშ მოქცეული სენსიტიური არეალებისა და აგლომერაციების იდენტიფიცირება. 3. 2027 წლის 1 სექტემბრამდე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, უზრუნველყოს: ა) ქალაქებისა და სოფლების წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემების აღწერა; ბ) კომპლექსური ღონისძიებების შემუშავება ქალაქებისა და სოფლების წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, საკანალიზაციო ჩამდინარე წყლებით წყლის რესურსების დაბინძურებისგან დასაცავად. 4. სამინისტრომ და მის სისტემაში შემავალმა უწყებებმა 2026 წლის 1 იანვრიდან უზრუნველყონ ამ კანონით მათზე დაკისრებული ფუნქციების შეუფერხებლად შესასრულებლად საჭირო სტრუქტურული ქვედანაყოფების შესაქმნელად ან/და მოხელეთა ვაკანტურ თანამდებობებზე დასანიშნად შესაბამისი კონკურსების გამოსაცხადებლად საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სათანადო ღონისძიებების განხორციელება. 5. „წყლის შესახებ“ 1997 წლის 16 ოქტომბრის საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997, გვ. 123) საფუძველზე მიღებული/გამოცემული სამართლებრივი აქტები ინარჩუნებენ იურიდიულ ძალას მათ ძალადაკარგულად გამოცხადებამდე ან ამ კანონის საფუძველზე შესაბამისი სამართლებრივი აქტების მიღებამდე/გამოცემამდე, თუ ისინი არ ეწინააღმდეგება ამ კანონის მოთხოვნებს.