📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სისტემაში პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 30.06.2023
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №27-45
სარეგისტრაციო კოდი 010260030.35.101.017115
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/07/2023
matsne.gov.ge 666 სიტყვა · ~3 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში სტაჟირების გავლის წესისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 30.12.2014 ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 89% 22.12.2023 ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 88% 03.05.2022 ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცენტრალურ აპარატში პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 88% 17.04.2025 ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა უწყვეტი სწავლების სისტემის, მასში ჩართული უწყებების უფლებამოსილებებისა და ამ სისტემის ფუნქციონირების პრინციპებისა და წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 87% 07.07.2015

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სისტემაში პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №27-45 2023 წლის 30 ივნისი ქ. თბილისი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სისტემაში პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სისტემაში პრაქტიკის  გავლის წესი“ დანართის  შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურაში სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2014 წლის 30 დეკემბრის №20-84 დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე დანართი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სისტემაში პრაქტიკის გავლის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ეს წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სისტემაში (შემდგომში – მერია) პრაქტიკის გავლის პირობებსა და პროცედურებს. 2. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) სასწავლო პრაქტიკა – მერიაში ამ წესით რეგულირებული აუნაზღაურებელი მოკლევადიანი საქმიანობა პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით; ბ) პრაქტიკანტი – პირი, რომელიც ამ წესის საფუძველზე გადის სასწავლო პრაქტიკას მერიაში; გ) კანდიდატი –  საგანმანათლებლო დაწესებულების ნებისმიერ კურსზე მყოფი საქართველოს მოქალაქე, რომელიც ამ წესის შესაბამისად, სასწავლო პრაქტიკის გავლის შესახებ, პირადი განცხადებით ან საგანმანათლებლო დაწესებულების მეშვეობით მიმართავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერს (შემდგომში – მერი) ან  რაიონის გამგეობას ( შემდგომში – გამგეობა); დ) საგანმანათლებლო დაწესებულება„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით და „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება. მუხლი 2🔗. პრაქტიკის მიზანი პრაქტიკის მიზანია: ა) სტუდენტთა/პროფესიულ სტუდენტთა პროფესიული განვითარება, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება და სრულყოფა, ასევე სასწავლო პროცესში მათ მიერ მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკულად განმტკიცება; ბ) მერიასა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობისა და საქმიანობის კოორდინაციისათვის ხელის შეწყობა. მუხლი 3🔗. სასწავლო პრაქტიკის ორგანიზება 1. მერიის სისტემაში სასწავლო პრაქტიკაზე პრაქტიკანტად მიიღება პირი პირადი განცხადების საფუძველზე ან საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მერის ან გამგებლის სახელზე წერილობით წარმოდგენილი მოთხოვნის შესაბამისად. პრაქტიკანტად მიღების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს, შესაბამისად მერი ან გამგებელი.   2. სასწავლო პრაქტიკის გავლის ადგილზე პრაქტიკანტების თანაბრად განაწილების მექანიზმს განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის ადამიანური რესურსების მართვის სამსახური ან გამგეობა. მუხლი 4🔗. პრაქტიკანტი 1. სასწავლო პრაქტიკის გავლის შესახებ, კანდიდატმა პირადი განცხადებით მომართვის შემთხვევაში მერიას/გამგეობას უნდა წარუდგინოს შემდეგი საბუთები: ა) განცხადება სასწავლო პრაქტიკის გავლის შესახებ; ბ) CV; გ) ფოტოსურათი (ზომით 3х4); დ) ცნობა შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან. 2. სასწავლო პრაქტიკის გავლის შესახებ, საგანმანათლებლო დაწესებულების მომართვის შემთხვევაში, შესაბამისმა დაწესებულებამ  მერიას/გამგეობას უნდა წარუდგინოს განცხადება, რომელშიც მითითებული იქნება: პრაქტიკის გავლის მსურველი კანდიდატი სტუდენტების ვინაობა, პრაქტიკის გავლის სავარაუდო ვადა და მათ დაინტერესებაში არსებული სფერო.  3. სასწავლო პრაქტიკის ვადა განისაზღვრება მერის/გამგებლის გადაწყვეტილების შესაბამისად. 4. სასწავლო პრაქტიკის გავლის შემდეგ პრაქტიკანტს გადაეცემა პრაქტიკის გავლის დამადასტურებელი ცნობა. მუხლი 5🔗. პრაქტიკანტის უფლება-მოვალეობები 1. პრაქტიკანტს უფლება აქვს: ა) უშუალო ხელმძღვანელის თანხმობით გაეცნოს მერიის სისტემის მუშაობის სპეციფიკას, კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა საკითხზე გადაწყვეტილების მომზადების პროცესში; ბ) უშუალო ხელმძღვანელის თანხმობით გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას, მათ შორის საარქივო მასალას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით (ელექტრონული საშუალებებით და სხვა); გ) დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს მერიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში; დ) უშუალო ხელმძღვანელის მითითებით შეასრულოს კონკრეტული დავალებები; ე) სასწავლო პრაქტიკის მიმდინარეობისას გამოვლენილი ხარვეზების შესახებ, დასაბუთებული წერილობითი ფორმით, შეატყობინოს უშუალო ხელმძღვანელს; ვ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებები. 2. პრაქტიკანტი ვალდებულია: ა) დადგენილ ვადებში შეასრულოს ყველა ის დავალება, რომელიც მას დაეკისრა უშუალო ხელმძღვანელის მიერ და რომელიც გამომდინარეობს მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის/გამგეობის დებულებით გათვალისწინებული საქმიანობის სპეციფიკიდან; ბ) დაიცვას შინაგანაწესით დადგენილი მოთხოვნები; გ) დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საიდუმლოების პრინციპი. მუხლი 6🔗. მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პირის/გამგებლის ვალდებულება პრაქტიკანტის მიმართ 1. მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პირი/გამგებელი პრაქტიკანტს უქმნის სათანადო პირობებს პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად. 2. მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი/გამგებელი უზრუნველყოფს უშუალო ხელმძღვანელის გამოყოფას პრაქტიკანტისათვის. 3. პრაქტიკანტის უშუალო ხელმძღვანელი ვალდებულია: ა) პირადად აკონტროლოს პრაქტიკანტის საქმიანობა; ბ) პერიოდულად მიაწოდოს სასწავლო თემატიკა, მისცეს დავალებები და უზრუნველყოს შესაბამისი ინფორმაციით; გ) ხელი შეუწყოს პრაქტიკანტს მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებაში; დ) განახორციელოს პრაქტიკანტის ყოველდღიური საქმიანობის ზედამხედველობა; ე) სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს, მისივე მოთხოვნის შემთხვევაში, წარუდგინოს ანგარიში პრაქტიკანტის მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ. მუხლი 7🔗. პრაქტიკის შეწყვეტის საფუძვლები პრაქტიკის შეწყვეტის საფუძვლებია: ა) პრაქტიკის პერიოდში არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 5 დღის განმავლობაში გამოუცხადებლობა; ბ) დავალებების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება; გ) შინაგანაწესის დარღვევა; დ) პირადი განცხადება.