1. შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირის მიერ ლატარიის ორგანიზატორის შემოწმება ხორციელდება „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით, სხვა ნორმატიული აქტებითა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შერჩევითი შემოწმების გზით. შერჩევითი შემოწმება შესაძლებელია განხორციელდეს დისტანციურად.

2. შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირი შემოწმებას ახორციელებს „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით, სხვა ნორმატიული აქტებითა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესრულების შემოწმების შესახებ“ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, რომელიც უნდა შეიცავდეს:

ა) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სახეს;

ბ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ორგანოს;

გ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სათაურს;

დ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის სამართლებრივ საფუძველს;

ე) ლატარიის ორგანიზატორის დასახელებას და საიდენტიფიკაციო ნომერს;

ვ) შემოწმების განხორციელებაზე უფლებამოსილი პირების თანამდებობას, სახელს და გვარს;

ზ) შემოწმების განხორციელების ვადას;

თ) აქტის გამოცემაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირის გვარს, სახელსა და ხელმოწერას;

ი) გამოცემის დროსა და ადგილს;

კ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ორგანოს მიერ მინიჭებულ სარეგისტრაციო ნომერს;

ლ) იმ ორგანოს დასახელებას, რომელშიც შეიძლება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრება, მის მისამართს და საჩივრის წარდგენის ვადას.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემოწმების განხორციელებაზე უფლებამოსილ პირთა რაოდენობა არ უნდა იყოს ორზე ნაკლებ