1. „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით ან/და სხვა ნორმატიული აქტებით ლატარიის ორგანიზატორისთვის განსაზღვრული პირობების დარღვევის შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირი შემოწმების აქტის საფუძველზე გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც უნდა შეიცავდეს:

ა) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სახეს;

ბ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ორგანოს;

გ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სათაურს;

დ) უფლებამოსილი თანამდებობის პირის გვარს, სახელსა და ხელმოწერას;

ე) გამოცემის დროსა და ადგილს;

ვ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ორგანოს მიერ მინიჭებულ სარეგისტრაციო ნომერს;

ზ) ლატარიის ორგანიზატორის დასახელებას, საიდენტიფიკაციო ნომერს;

თ) გამოვლენილი დარღვევების აღწერას „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის ან/და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამის მუხლზე მითითებით;

ი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის სამართლებრივ საფუძველს;

კ) „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობას და ჯარიმის გადასახდელად განსაზღვრულ ბიუჯეტის შემოსულობის სახაზინო კოდს;

ლ) იმ ორგანოს დასახელებას, რომელშიც შეიძლება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრება, მის მისამართსა და საჩივრის წარდგენის ვადას.

2. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება დარღვეული პირობების გამოსწორების ვადა. აქტში მითითებული ვადის გასვლამდე დაუშვებელია ლატარიის ორგანიზატორის იმავე საკითხზე შემოწმება.

3. შემოწმების განხორციელებაზე უფლებამოსილი პირი ლატარიის ორგანიზატორს/წარმომადგენელს წარუდგენს ამ მუხლით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ლატარიის ორგანიზატორის/წარმომადგენლის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტის მიღებაზე უარის გაცხადების შემთხვევაში, წარმდგენი პირი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტზე აკეთებს შესაბამის აღნიშვნას. ასეთ შემთხვევაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ჩაბარებულად ითვლება.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტის ლატარიის ორგანიზატორისთვის წარდგენა დადგენილი წესით შესაძლებელია განხორციელდეს ელექტრონული ფორმით. შემოსავლების სამსახურის მიერ ლატარიის ორგანიზატორისთვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე ან ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაცნობისთანავე, რის თაობაზეც შემოსავლების სამსახურს ინფორმაცია მიეწოდება ვებგვერდიდან.

5. ლატარიის ორგანიზების და ჩატარების ექსკლუზიური უფლების მინიჭების თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ლატარიის ორგანიზატორს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ლატარიის ორგანიზატორისთვის განსაზღვრული პირობების დარღვევის შემთხვევაში, შემდგომი რეაგირების მიზნით, აღნიშნული დარღვევის შესახებ შემოსავლების სამსახური წერილობით აცნობებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და წარუდგენს „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით, სხვა ნორმატიული აქტებითა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესრულების შემოწმების შესახებ“ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტსა და შემოწმების აქტს.

6. ლატარიის ორგანიზების და ჩატარების ექსკლუზიური უფლების მინიჭების თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ლატარიის ორგანიზატორს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, ლატარიის ორგანიზატორისთვის გათვალისწინებული პირობების დარღვევისთვის სანქციის ოდენობებთან, გადახდასთან და დარღვევის გამოსწორების ვადებთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება ამავე ხელშეკრულებით.

დანართი №1

შემოსავლების სამსახური

შემოწმების აქტი №

1. -----------------------------                                                    2. ---------------------------------------

(შედგენის თარიღი)                                                                                (შედგენის ადგილი)

3. -------------------------------                                                  4. --------------------------------------

შემოწმების დაწყების დრო                                                            შემოწმების დასრულების დრო

5. -----------------------------------------------------------------------------------------------------

შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულის დასახელება, შემოწმების საფუძველი (მიეთითება „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით, სხვა ნორმატიული აქტებითა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესრულების შემოწმების შესახებ“ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნომერი და თარიღი)

6. -----------------------------------------------------------------------------------------------------

(უფლებამოსილი პირების თანამდებობა, სახელი და გვარი)

7. -----------------------------------------------------------------------------------------------------

(ლატარიის ორგანიზატორის დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი)

8. ---------------------------------------------------------------------------------------------------

-------------------------------------------------------------------------------------------------------

-------------------------------------------------------------------------------------------------------

-------------------------------------------------------------------------------------------------------

-------------------------------------------------------------------------------------------------------

-------------------------------------------------------------------------------------------------------

-------------------------------------------------------------------------------------------------------

(შემოწმების შედეგები, გამოვლენილი სამართალდარღვევის არსი, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის, სხვა ნორმატიული აქტების, ლატარიის ორგანიზების და ჩატარების ექსკლუზიური უფლების მინიჭების თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ლატარიის ორგანიზატორს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისი მუხლი, პუნქტი ან/ და ქვეპუნქტი, რომლის მოთხოვნაც დაირღვა)

9. შემოწმების აქტს თან ერთვის: ---------------------------------------------------------------

-------------------------------------------------------------------------------------------------------

-------------------------------------------------------------------------------------------------------

მტკიცებულებათა ჩამონათვალი, აღნიშნულ გრაფაში აგრეთვე უნდა მიეთითოს ფოტო, აუდიო ან/და ვიდეოჩანაწერით მიღებული მტკიცებულებები (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

10. უფლებამოსილი პირის              ---------------------------               ---------------------------

სახელი და გვარი                               ხელმოწერა

---------------------------                      ---------------------------

სახელი და გვარი                                   ხელმოწერა

11. ლატარიის ორგანიზატორის/        ---------------------------             ---------------------------

სახელი და გვარი                                 ხელმოწერა

ლატარიის ორგანიზატორის წარმომადგენლის        ----------------------           ---------------------------

სახელი და გვარი                     ხელმოწერა

12. დამსწრე პირის         ---------------------------            ---------------------------

სახელი და გვარი                               ხელმოწე