1. შემოწმების განხორციელებაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია, შემოწმების დაწყებამდე, ლატარიის ორგანიზატორს ან მის წარმომადგენელს წარუდგინოს თავისი პირადობის დამადასტურებელი (სამსახურებრივი) მოწმობა და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით, სხვა ნორმატიული აქტებითა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესრულების შემოწმების შესახებ“. ლატარიის ორგანიზატორის/მისი წარმომადგენლის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებაზე უარის გაცხადების შემთხვევაში, წარმდგენი პირი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტზე აკეთებს შესაბამის აღნიშვნას. ასეთ შემთხვევაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ჩაბარებულად ითვლება.
2. „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით, სხვა ნორმატიული აქტებითა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესრულების შემოწმების შესახებ“ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლატარიის ორგანიზატორისთვის წარდგენა დადგენილი წესით შესაძლებელია განხორციელდეს ელექტრონული ფორმით. შემოსავლების სამსახურის მიერ ლატარიის ორგანიზატორისთვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე ან ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაცნობისთანავე, რის თაობაზეც შემოსავლების სამსახურს ინფორმაცია მიეწოდება ვებგვერდიდან.
3. შემოწმების განხორციელებისას შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირი ამოწმებს:
ა) ლატარიის ორგანიზატორის მიერ სრულდება თუ არა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით, სხვა ნორმატიული აქტებით მისთვის განსაზღვრული ვალდებულებები;
ბ) ლატარიის ორგანიზატორის მიერ სრულდება თუ არა „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით ან/და აღნიშნული კანონის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით მისთვის განსაზღვრული ვალდებულებები;
გ) ლატარიის ორგანიზატორის მიერ სრულდება თუ არა ლატარიის ორგანიზების და ჩატარების ექსკლუზიური უფლების მინიჭების თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ლატარიის ორგანიზატორს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით მისთვის განსაზღვრული პირობებ