1. შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირი შემოწმების დასრულების შემდეგ ადგენს შემოწმების აქტს ამ წესის დანართი №1-ის შესაბამისად, რომელშიც მითითებული უნდა იყოს:
ა) აქტის შედგენის თარიღი და ადგილი;
ბ) შემოწმების დაწყების და დასრულების დრო;
გ) შემოწმების განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულის დასახელება;
დ) შემოწმების საფუძველი (მიეთითება „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით, სხვა ნორმატიული აქტებითა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესრულების შემოწმების შესახებ“ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნომერი და თარიღი);
ე) აქტის შემდგენი პირების თანამდებობა, სახელი და გვარი;
ვ) ლატარიის ორგანიზატორის დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი;
ზ) შემოწმების შედეგები, მათ შორის: დარღვევის არარსებობის შემთხვევაში, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით, სხვა ნორმატიული აქტებითა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესრულების აღწერა, ხოლო დარღვევის არსებობის შემთხვევაში შემოწმების აქტში მიეთითება ჯარიმის ოდენობა და „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის ან/და „ლატარიის ორგანიზების და ჩატარების ექსკლუზიური უფლების მინიჭების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ლატარიის ორგანიზატორს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისი მუხლები, რომელიც ადგენს პირის პასუხისმგებლობას კონკრეტული სამართალდარღვევისათვის;
თ) აქტზე თანდართული მტკიცებულებების, მათ შორის, ფოტო, ვიდეო ან/და აუდიოჩანაწერებით მიღებული, ჩამონათვალი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ი) აქტის შემდგენი პირის ხელმოწერა;
კ) ლატარიის ორგანიზატორის/წარმომადგენლის ხელმოწერა;
ლ) იმ პირთა ჩამონათვალი, რომელთა თანდასწრებითაც შედგა შემოწმების აქტი (ასეთების არსებობის შემთხვევაში).
2. შემოწმების აქტი დგება 2 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი გადაეცემა ლატარიის ორგანიზატორს, ხოლო მეორე რჩება შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილ პირს. ლატარიის ორგანიზატორისთვის შემოწმების აქტის ჩაბარება დასტურდება ლატარიის ორგანიზატორის ან მისი წარმომადგენლის მიერ შემოწმების აქტის ორივე ეგზემპლარზე ხელმოწერის ან ხელმოწერაზე უარის თქმის აღნიშვნის მომენტიდან. თუ ლატარიის ორგანიზატორი/მისი წარმომადგენელი უარს განაცხადებს შემოწმების აქტზე ხელმოწერაზე, აღნიშნულის თაობაზე აქტში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი და იგი ჩაითვლება ჩაბარებულად.
3. შემოწმების აქტის შედგენა და ლატარიის ორგანიზატორისთვის წარდგენა დადგენილი წესით შესაძლებელია განხორციელდეს ელექტრონული ფორმით. შემოსავლების სამსახურის მიერ ლატარიის ორგანიზატორისთვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი შემოწმების აქტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე ან ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაცნობისთანავე, რის თაობაზეც შემოსავლების სამსახურს ინფორმაცია მიეწოდება ვებგვერდიდა