,,თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის საბჭოსა (TUBITAK) და სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 9 ივნისის N55/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №73/ნ |
|
2023 წლის 3 აგვისტო ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
,,თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის საბჭოსა (TUBITAK) და სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 9 ივნისის №55/ნ ბრძანების (www.matsne.gov.ge, 10/06/2016; სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.017130) პირველი მუხლით დამტკიცებული დებულების:
1. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: „5. TUBITAK შეთანხმებით ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შესაძლებელია შერჩევით გამოცხადდეს საგრანტო კონკურსი ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ნებისმიერი ღონისძიებისათვის.“; 2. მე-2 მუხლის „ქ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ქ) კომისია – საქართველოს და თურქეთის ექსპერტებისგან შემდგარი ორი ჯგუფი, რომლებიც ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად აფასებს კონკურსის ფარგლებში წარდგენილ განაცხადებს.“. 3. მე-3 მუხლის: ა) მე-2 პუნქტის ,,გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) კომისიის (ქართველ ექსპერტთა ჯგუფის) მიერ პროექტების შეფასებისათვის აუცილებელი პროცედურების ადმინისტრირებას; დ) TUBITAK-თან შეთანხმებით დასაფინანსებელი პროექტების გამოვლენას და გამარჯვებული პროექტების დამტკიცებას;“; ბ) მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) კომისიის (თურქეთის ექსპერტთა ჯგუფის) მიერ პროექტების შეფასებისათვის აუცილებელი პროცედურების ადმინისტრირებას; გ) ფონდთან შეთანხმებით გამარჯვებული პროექტების დამტკიცებას;“. 4. მე-7 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ.ა) TUBITAK-ის ელექტრონულ ბაზაში წარდგენილი სრული პროექტის ინგლისური ვერსია და მისი ქართული თარგმანი.“; 5. მე-9 მუხლს მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 – 104 პუნქტები: „101. კონკურსის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მყოფი პროექტები ფონდის მიერ შესაფასებლად გადაეცემა კომისიას (ქართველ ექსპერტთა ჯგუფს). 102. კომისიის (ქართველ ექსპერტთა ჯგუფის) მიერ შეფასებული პროექტების რანჟირებულ სიას ფონდი უგზავნის TUBITAK-ს. 103. ფონდი TUBITAK-დან იღებს კომისიის (თურქეთის ექსპერტთა ჯგუფის) მიერ შეფასებულ პროექტების რანჟირებულ სიას. 104. ფონდისა და TUBITAK-ის მიერ შეფასებული პროექტებიდან ერთობლივი შეთანხმებით შეირჩევა დასაფინანსებელი პროექტები, რომელსაც ამტკიცებს ფონდის გენერალური დირექტორი.“. 6. მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) TUBITAK-ის და ფონდის ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსის კომისიის შეფასების კრიტერიუმები:
.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|