„თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის საბჭოსა (TUBITAK) და სსიპ – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 9 ივნისის №55/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №174/ნ |
|
2017 წლის 4 ოქტომბერი ქ. თბილისი |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის საბჭოსა (TUBITAK) და სსიპ – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 9 ივნისის №55/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 10/06/2016; სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.017130) და ბრძანების:
|
1.
სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
|
2.
პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. დამტკიცდეს თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის საბჭოსა (TUBITAK) და სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსის დებულება ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.“. |
3.
პირველი მუხლით დამტკიცებული დებულების:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის საბჭოსა (TUBITAK) და სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსის დებულება“; ბ) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის საბჭოსა (TUBITAK) და სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსის დებულება (შემდგომში – დებულება) აწესრიგებს კონკურსის გამართვის, გრანტის გაცემისა და პროექტების განხორციელების მონიტორინგის წესს.“; გ) მე-2 მუხლის: გ.ა) „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ტ) ფონდი – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი;“; გ.ბ) „ქ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ქ) კომისია – ერთობლივი კომისია, საქართველოს და თურქეთის ექსპერტებისგან შემდგარი ჯგუფი, რომელიც აფასებს კონკურსის ფარგლებში წარდგენილ განაცხადს.“; დ) მე-3 მუხლის: დ.ა) მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) საუკეთესო პროექტების გამოვლენას კომისიის მეშვეობით და გამარჯვებული პროექტების დამტკიცებას;“; დ.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. TUBITAK უზრუნველყოფს: ა) პროექტების რეგისტრაციას ელექტრონულ ბაზაში; ბ) კომისიის მიერ პროექტების შეფასებისათვის აუცილებელი პროცედურების ადმინისტრირებას; გ) კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე პროექტების დამტკიცებას; დ) დამტკიცებული ერთობლივი პროექტის მონაწილე თურქეთის მეცნიერთა ჯგუფის დაფინანსებას.“; ე) მე-4 მუხლის: ე.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. კონკურსში მონაწილეობისა და ერთობლივი კვლევითი პროექტის წარდგენის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქე მეცნიერთა ჯგუფს და თურქეთის მეცნიერთა ჯგუფს ერთობლივად. საქართველოს მეცნიერთა ჯგუფი და თურქეთის მეცნიერთა ჯგუფი ერთობლივ კვლევით პროექტს წარადგენენ TUBITAK-ის ელექტრონულ ბაზაში ინგლისურ ენაზე, ხოლო შემდეგ, პროექტის ქართულ და ინგლისურ ვერსიებს – ფონდში. ერთობლივი კვლევითი პროექტის წარმდგენ მეცნიერთა ჯგუფს საქართველოდან უნდა ჰყავდეს პროექტის ხელმძღვანელი საქართველოდან, ხოლო მეცნიერთა ჯგუფს თურქეთიდან – პროექტის ხელმძღვანელი თურქეთიდან.“; ე.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. კონკურსში მონაწილეობისა და ერთობლივი სამეცნიერო ღონისძიების პროექტის წარდგენის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქე მეცნიერთა ჯგუფს და თურქეთის მეცნიერთა ჯგუფს ერთობლივად. საქართველოს მეცნიერთა ჯგუფი და თურქეთის მეცნიერთა ჯგუფი ერთობლივი სამეცნიერო ღონისძიების პროექტს წარადგენენ TUBITAK-ის ელექტრონულ ბაზაში ინგლისურ ენაზე, ხოლო შემდეგ, პროექტის ქართულ და ინგლისურ ვერსიებს – ფონდში. ერთობლივი სამეცნიერო ღონისძიების პროექტის წარმდგენ მეცნიერთა ჯგუფს საქართველოდან უნდა ჰყავდეს პროექტის ხელმძღვანელი საქართველოდან, ხოლო მეცნიერთა ჯგუფს თურქეთიდან – პროექტის ხელმძღვანელი თურქეთიდან.“; ვ) მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. კონკურსის ეტაპები კონკურსის ძირითადი ეტაპებია: ა) კონკურსის გამოცხადება; ბ) პროექტების წარდგენა TUBITAK-ის ელექტრონულ ბაზაში (ინგლისურ ენაზე); გ) ფონდში შემდეგი დოკუმენტაციის წარდგენა: გ.ა) TUBITAK-ის ელექტრონულ ბაზაში წარდგენილი სრული პროექტის ინგლისური ვერსია და მისი ქართული თარგმანი, რომელიც უნდა გაიგზავნოს ელფოსტაზე: srnsf-tubitak@rustaveli.org.ge; გ.ბ) ხელმოწერილი განცხადება, რომელიც უნდა წარედგინოს ფონდის კანცელარიაში; დ) პროექტების შესაბამისობის დადგენა კონკურსის პროგრამასა და პირობებთან; ე) პროექტების შეფასება კომისიის მიერ; ვ) კომისიის შეფასებისა და TUBITAK-თან შეთანხმების საფუძველზე შერჩეული დასაფინანსებელი პროექტების დამტკიცება გენერალური დირექტორის მიერ; ზ) საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება.“; ზ) მე-9 მუხლის: ზ.ა) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ფონდი და TUBITAK-ი უზრუნველყოფენ კომისიის მიერ პროექტების შეფასებისათვის აუცილებელი პროცედურების ადმინისტრირებას. 6. ფონდი და TUBITAK უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს დარგობრივი ექსპერტები;“; ზ.ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. ფონდი და TUBITAK-ი ადგენენ იმ პროექტების სიას, რომლებიც არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს და იღებენ გადაწყვეტილებას მათი კონკურსიდან მოხსნის შესახებ;“; ზ.გ) მე-11 და მე-12 პუნქტები ამოღებულ იქნეს; თ) მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ერთობლივი კვლევითი პროექტების შეფასებას კომისია და ექსპერტები ახორციელებენ შემდეგი წესით: ა) შეფასების კრიტერიუმები: ა.ა) პროექტის სამეცნიერო და ტექნოლოგიური ხარისხი გთხოვთ, შეაფასოთ საპროექტო წინადადების მეთოდოლოგიური/კონცეპტუალური/თეორიული წვლილი შესაბამის სამეცნიერო და ტექნოლოგიურ დარგში და, ასევე, განსაზღვროთ საპროექტო წინადადების ხარისხი და ინოვაციის პოტენციალი (მკაფიოდ ჩამოყალიბებული კონცეფცია, კვლევის მიზნების ხარისხი)
ექსპერტის დეტალური კომენტარი პროექტის სამეცნიერო და ტექნოლოგიურ ხარისხთან დაკავშირებით ა.ბ) მეთოდოლოგია გთხოვთ, შეაფასოთ საპროექტო განაცხადში აღწერილი სამეცნიერო მეთოდოლოგიის ხარისხი და კვლევის დიზაინის ეფექტურობა პროექტის მიზნებისა და კვლევის ამოცანების გათვალისწინებით. ასევე, გთხოვთ, შეაფასოთ კვლევის ტექნიკა (მონაცემთა შეგროვების ხერხები, გამოსაყენებელი ინსტრუმენტები და მონაცემთა ანალიზის მეთოდები), არსებული ლიტერატურის გათვალისწინებით.
ექსპერტის დეტალური კომენტარი მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით ა.გ) პროექტის მენეჯმენტი, პერსონალი და ინფრასტრუქტურა გთხოვთ, შეაფასოთ პროექტის სამუშაო გეგმა-გრაფიკის შესაბამისობა და პროექტის წარმდგენი პერსონალის კომპეტენცია და ექსპერტიზა ეფექტური თანამშრომლობისა და კომუნიკაციის პოტენციალის კუთხით. ასევე, გთხოვთ, შეაფასოთ პროექტში მოხსენიებული ინსტიტუციების ინფრასტრუქტურის, მართვის სტრუქტურისა და პროცედურების შესაბამისობა, რისკების მართვის გათვალისწინებით.
ექსპერტის დეტალური კომენტარი პროექტის მენეჯმენტთან, პერსონალთან და ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით ა.დ) პროექტის შედეგი და ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობა გთხოვთ, შეაფასოთ პროექტის შესაძლო მოკლე და გრძელვადიანი შედეგები, პროექტის მიერ შეტანილი წვლილი სამეცნიერო საზოგადოებისთვის (აკადემიური, ეკონომიკური, კომერციული და სოციალური შედეგები) და, ასევე, შეაფასეთ პროექტის წვლილი შესაბამისი დაინტერესებული მხარეებისა და კვლევის შედეგების პოტენციურ მომხმარებლების ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში.
ექსპერტის დეტალური კომენტარი პროექტის შედეგთან და ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობასთან დაკავშირებით
კომენტარი პროექტის ხანგრძლივობის შესაბამისობის შესახებ
კომენტარი პროექტის ბიუჯეტის შესაბამისობის შესახებ
დამატებითი კომენტარი
ბ) თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის საბჭოსა (TUBITAK) და ფონდის ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსის ერთობლივი კომისიის შეფასების კრიტერიუმები:
გ) თითოეული კრიტერიუმი ფასდება 5-ქულიანი სისტემით შემდეგნაირად:
დ) პროექტის ჯამური მაქსიმალური შეფასება არის 20 ქულა; ე) დაფინანსების მოსაპოვებლად აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა პროექტმა მიიღოს 14.2 ქულა; ვ) ერთნაირი ქულების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება იმ პროექტს, რომელიც უკეთეს ქულებს დააგროვებს პირველ კრიტერიუმში.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|