სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს მიერ მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად სათანადო მატერიალური და ფინანსური რესურსების ოდენობის გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 25.08.2023
ძალაში შესვლა 01.09.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №327
სარეგისტრაციო კოდი 010250000.10.003.024160
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/08/2023
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესისა და ზღვრული ოდენობის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრებისა და სახელმწიფო მინისტრების მიერ მათდამი დაქვემდებარებული სამინისტროების აპარატების, საქვეუწყებო დაწესებულებებისა და ტერიტორიული ორგანოების საშტატო ნუსხებისა და თანამდებობრივი სარგოების საქართველოს მთავრობასთან შეთანხმების წესი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების დებულებების დამტკიცების შესახებ „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს მიერ მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად სათანადო მატერიალური და ფინანსური რესურსების ოდენობის გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №327
2023 წლის 25 აგვისტო
ქ. თბილისი
სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს მიერ მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად სათანადო მატერიალური და ფინანსური რესურსების ოდენობის გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-17 მუხლის 21 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს მიერ მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად სათანადო მატერიალური და ფინანსური რესურსების ოდენობის გაანგარიშების წესი“.
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების მოქმედება არ ვრცელდება 2023 წლის 1 სექტემბრამდე სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს მიერ მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებულ უფლებამოსილებებზე.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 1 სექტემბრიდან.
პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს მიერ მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად სათანადო მატერიალური და ფინანსური რესურსების ოდენობის გაანგარიშების წესი
მუხლი 1🔗
1. დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო მატერიალური და ფინანსური უზრუნველყოფისათვის მუნიციპალიტეტს ეძლევა მიზნობრივი ტრანსფერი, ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.
2. მუნიციპალიტეტისათვის ყოველწლიური მიზნობრივი ტრანსფერის ოდენობა თითოეული დელეგირებული უფლებამოსილებისათვის განისაზღვრება ამ წესის შესაბამისად.
3. დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებისათვის სათანადო მატერიალური რესურსის ჩამონათვალი დგინდება უფლებამოსილების დელეგირებისას განსაზღვრული დარგობრივი ზედამხედველობის განმახორციელებლის მიერ და ქონება მუნიციპალიტეტს გადაეცემა საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 123-ე მუხლის შესაბამისად.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ჩამონათვალის დადგენის შეუძლებლობის შემთხვევაში, სათანადო მატერიალური რესურსის საჭიროება აისახება მიზნობრივ ტრანსფერში ადმინისტრაციული ხარჯის ნაწილში.
5. მუნიციპალიტეტი დელეგირებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს გადაცემული ფინანსური რესურსების ფარგლებში.
მუხლი 2🔗. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს მიერ მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული თითოეული უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერი განისაზღვრება შემდეგი ფორმულით:
T1 = A + U,
სადაც:
T1 − არის კონკრეტული მუნიციპალიტეტისთვის დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერი;
A − არის ადმინისტრირების ხარჯი, რომელიც მოიცავს, მათ შორის, შრომის ანაზღაურებასა და საკომუნიკაციო ხარჯს და, საჭიროებისამებრ, სათანადო მატერიალური რესურსის ხარჯს;
U − უშუალოდ დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების ხარჯი, რომელიც მოიცავს მადელეგირებელი ორგანოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებისათვის საჭირო ღონისძიებების, პროგრამებისა და პროექტების ხარჯებს.
მუხლი 3🔗
1. დარგობრივი ზედამხედველობის ორგანო ყოველი წლის 15 ივლისამდე მუნიციპალიტეტებს განუსაზღვრავს მომავალი წლისთვის დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ღონისძიებების/პროგრამების ნუსხას, სტანდარტებს ან/და წესებს, განხორციელების ვადებსა და ბიუჯეტს, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა.
2. უფლებამოსილების დელეგირების პირველ წელს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვალდებულებას დარგობრივი ზედამხედველობის ორგანო ახორციელებს უფლებამოსილების დელეგირების შესახებ ხელშეკრულების ან საკანონმდებლო აქტის ძალაში შესვლის დღისთვის.
3. მუნიციპალიტეტი ამ წესის მე-2 მუხლით დადგენილი წესით ახორციელებს დარგობრივი ზედამხედველობის ორგანოდან მიღებული დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ღონისძიებების/პროგრამების ფინანსური უზრუნველყოფის გაანგარიშებას და არაუგვიანეს 15 კალენდარული დღის ვადაში წარუდგენს დარგობრივი ზედამხედველობის ორგანოს.
4. დარგობრივი ზედამხედველობის ორგანო შესაბამის მუნიციპალიტეტ(ებ)თან კონსულტაციების შემდეგ, ყოველი წლის 1 სექტემბრამდე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგენს საბიუჯეტო განაცხადს მიზნობრივი ტრანსფერის ოდენობის შესახებ, თითოეული დელეგირებული უფლებამოსილების მითითებით.
5. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო განიხილავს დარგობრივი ზედამხედველობის ორგანოს ინფორმაციას მიზნობრივი ტრანსფერის ოდენობის შესახებ, მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში და, შენიშვნების არსებობის შემთხვევაში, უბრუნებს დარგობრივი ზედამხედველობის ორგანოს.
6. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მიზნობრივ ტრანსფერთან დაკავშირებით შენიშვნების არსებობის შემთხვევაში, დარგობრივი ზედამხედველობის ორგანო მუნიციპალიტეტ(ებ)თან კონსულტაციით ახდენს საბიუჯეტო განაცხადის კორექტირებას და შენიშვნების შესაბამისად კორექტირებული მიზნობრივი ტრანსფერის ოდენობას ასახავს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტში, შესაბამის ასიგნებები.