📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 25.08.2023
გამომცემი ორგანო წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №№
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.104.016530
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/08/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,108 სიტყვა · ~6 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (3)
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კორნელი სალია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
სახელი, გვარი
სხდომათა რაოდენობა დასწრების რაოდენობა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 22.02.2022 ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 31.08.2018 ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 22.07.2022 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 08.07.2022 სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 21.01.2022

დოკუმენტის ტექსტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №28 2023 წლის 25 აგვისტო ქ. წალენჯიხა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „წალენჯიხის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ 2022 წლის 22 მარტის №9 დადგენილების  მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს: ა) წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი (დანართი №1); ბ) წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის წევრის მიერ კომისიის სხდომებზე დასწრებისა და საკითხების შესასწავლად გაწეულ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ნუსხა (დანართი №2); გ) წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის  წევრის მიერ შესაბამისი ფრაქციის სხდომებზე დასწრებისა და საკითხების შესასწავლად გაწეულ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ნუსხა (დანართი №3); დ) წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის სხდომებზე დასწრებისა და საკითხების შესასწავლად გაწეულ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ნუსხა და განხორციელებული ხარჯების ანაზღაურების ნუსხა (დანართი №4); ე) წალენჯიხის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით 20... წლის ....... თვეში,  გაწეული  ხარჯების ანაზღაურება (დანართი №5). მუხლი 2🔗 ამ დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 აპრილის №24 დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკორნელი სალია დანართი №1    წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი მუხლი 1🔗.  მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით ასანაზღაურებელი ხარჯები ეს წესი, საქართველოს ორგანული კანონი, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის  კოდექსი“ და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად, განსაზღვრავს საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ასანაზღაურებელ ზღვრულ ოდენობას, მისი ანაზღაურების წესსა და პირობებს. მუხლი 2🔗. ასანაზღაურებელი ხარჯების ზღვრული ოდენობა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთათვის უფლებამოსილების განხორციელებისათვის  დაკავშირებული ხარჯების  ანაზღაურების ზღვრული ოდენობა შეადგენს 600 (ექვსასი) ლარს. მუხლი 3🔗. ხარჯების ანაზღაურება და მისი სახეები 1. საკრებულოს წევრებს (გარდა თანამდებობის პირებისა) ამ წესის  მე-2 მუხლით განსაზღვრული ზღრული ოდენობის ფარგლებში აუნაზღაურდება ის ხარჯი, რომელიც მან გასწია საკრებულოს სხდომებში, ფრაქციების, კომისიების საქმიანობაში  მონაწილეობისათვის, ასევე ის ხარჯი, რაც მან გასწია საკრებულოს წევრის უფლებამოსილების გახორციელებასთან დაკავშირებით (საკრებულოს გადაწყვეტილებათა მომზადებაში მონაწილეობის მიღება, პროექტების ინიციირება, მოქალაქეთა მიღება, მათი საჩივრების, განცხადებებისა და წინადადებების შესწავლა-განხილვა, დროებით სამუშაო ჯგუფებში და დროებით კომისიებში მონაწილეობის მიღება, მოსახლებისათვის ანგარიშის წარდგენა და ა.შ.). 2. საკრებულოს წევრის ხარჯების კონკრეტული ოდენობის განსაზღვრისათვის გათვალისწინებული უნდა იქნეს საკრებულოს მუდმივმოქმედ კომისიებში, ფრაქციებში, დროებით სამუშაო ჯგუფებში და კომისიებში მათი ფაქტობრივი დასწრების მონაცემები, ასევე ამ მუხლის 1-ელ პუნქტში დასახელებულ აქტივობებში მონაწილეობის მიღება; 3. ასანაზღაურებელი ხარჯების ოდენობის   განსაზღვრა ხდება ამ წესის მე-2 მუხლით განსაზღვრული ზღვრული მოცულობის ფარგლებში: ა) ფრაქციის თითოეულ წევრს, ფრაქციაში მუშაობისთვის გაწეული ხარჯი, არაუმეტეს 200 ლარისა, რომლის თაობაზე ფორმას დანართი №3-ის შესაბამისად, წარმოადგენს შესაბამისი ფრაქციის თავმჯდომარე; ბ) კომისიის თითოეულ წევრს, შესაბამის კომისიაში მუშაობისთვის გაწეული ხარჯი არაუმეტეს 300 ლარისა, რომლის თაობაზე ფორმას დანართი №2-ის შესაბამისად, წარმოადგენს შესაბამისი კომისიის თავმჯდომარე; გ) საკრებულოს წევრის საკრებულოს სხდომებზე დასწრების, განსახილველ საკითხებში მონაწილეობისა და ცალკეული დავალებების შესრულებისთვის არაუმეტეს 100 ლარისა. 4.  საკრებულოს აპარატი საკითხების შესასწავლად გაწეული საქმიანობისა და  საკრებულოს წევრების საკრებულოს სხდომებზე დასწრების  მიხედვით  ადასტურებს საკრებულოს წევრების ხარჯების ანაზღაურების №4 ფორმას და წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს. 5. ამ პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნტით დადგენილი ხარჯების შეჯამების საფუძველზე დგება საკრებულოს წევრის მიერ თვის განმავლობაში გაწეული ხარჯი (ფორმა №5). 6.  მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრობასთან (გარდა თანამდებობის პირებისა) დაკავშირებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით, რეალურად გაწეული ასანაზღაურებელი ხარჯების დასასაბუთებლად გათვალისწინებული უნდა იქნეს: ა) საკრებულოს წევრს, რომელიც საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების მიმდინარე თვეს ჩატარებულ ყველა სხდომას დაესწრო და საკითხების განხილვაში აქტიურად ღებულობს მონაწილეობას, გაწეული ხარჯები აუნაზღაურდეს ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი თითოეული ზღვრული მოცულობიდან 100 %-ით; ბ) საკრებულოს წევრს, რომელიც ესწრებოდა საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების ჩატარებული სხდომების 50%-ზე მეტს, გაწეული ხარჯები აუნაზღაურდეს ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი თითოეული ზღვრული ოდენობის მოცულობიდან  80%-ით; გ) საკრებულოს წევრს, რომელიც ესწრებოდა საკრებულოს, საკრებულოს კომისიების და ფრაქციების ჩატარებულის  სხდომების 50% -ზე ნაკლებს, გაწეული ხარჯები აუნაზღაურდეს ამ მუხლის მე-3 პუნქტით   დადგენილი თითოეული ზღვრული ოდენობის მოცულობიდან  50% -ით; დ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯები არ აუნაზღაურდებათ იმ საკრებულოს წევრებს, რომლებიც არასაპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ საკრებულოს, საკრებულოს კომისიების და ფრაქციების სხდომებს და არ მონაწილეობდნენ საკითხების განხილვაში. 7. ამ დანართის პირველ მუხლში გათვალისწინებული საქმიანობისათვის გაწეული ხარჯების შესახებ უფლებამოსილი საკრებულოს თანამდებობის პირები(საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე, ფრაქციის თავმჯდომარე) ყოველი თვის 20 რიცხვამდე საკრებულოს აპარატის უფროსს წარუდგენენ ამ დანართის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ფორმებს, რის შემდეგ, საკრებულოს აპარატის უფროსი ერთიან მოხსენებით ბარათს (ფორმა №4 და №5-თან ერთად) წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს. 8. საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს აპარატის უფროსის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, გამოსცემს ბრძანებას საკრებულოს თითოეული წევრისათვის (გარდა თანამდებობის პირებისა) საკრებულოს წევრის საქმიანობისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურებისა და ოდენობის შესახებ. მუხლი 4🔗.  ასანაზღაურებელი  ხარჯების დარიცხვა  საკრებულოს წევრებისთვის (გარდა თანამდებობის პირებისა) მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით გაწეული ასანაზღაურებელი ხარჯების დარიცხვა განხორციელდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმების შესაბამისად მუხლი 5🔗. წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ამ წესში ცვლილებები ან დამატებები შესაძლებელია განხორციელდეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით. დანართი №2 წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის წევრის მიერ კომისიის სხდომებზე დასწრებისა და საკითხების შესასწავლად გაწეულ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ნუსხა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  თავმჯდომარეს  ------------------------------------------------------------------------------------------------------------ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ------------------------------ კომისია წარმოგიდგენთ წევრების სხდომებზე დასწრებისა და საკითხების შესასწავლად გაწეულ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ნუსხას: (20--- წლის  -------------- თვე) № საკრებულოს წევრის გვარი, სახელი სხდომებზე დასწრება განსახილველ საკითხებში მონაწილეობა გასაცემი თანხა სხდომათა რაოდენობა დასწრების რაოდენობა საპატიო მიზეზით გაცდენების რაოდენობა უნდა შეესწავლა საკითხი შეისწავლა საკითხი 1. 2. 3. 4. 5. 2. კომისიის თავმჯდომარე (სახელი, გვარი, ხელმოწერა):  -------------------------------------------------------------------------------------------------   შენიშვნა: ნუსხის წარდგენა ხდება შესრულებული სამუშაოს მიხედვით. დანართი №3 წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის წევრის მიერ შესაბამისი ფრაქციის სხდომებზე დასწრებისა და საკითხების შესასწავლად გაწეულ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ნუსხა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  თავმჯდომარეს  ------------------------------------------------------------------------------------------------------------ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ------------------------------ წარმოგიდგენთ ფრაქციის წევრების სხდომებზე დასწრებისა და საკითხების შესასწავლად გაწეულ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ნუსხას: (20--- წლის  -------------- თვე) № საკრებულოს ... ფრაქციის  წევრის გვარი, სახელი სხდომებზე დასწრება განსახილველ საკითხებში მონაწილეობა გასაცემი თანხა სხდომათა რაოდენობა დასწრების რაოდენობა საპატიო მიზეზით გაცდენების რაოდენობა უნდა შეესწავლა საკითხი შეისწავლა საკითხი 1. 2. 3. 4. 5. 2. ფრაქციის  თავმჯდომარე (სახელი, გვარი, ხელმოწერა):  ---------------------------------------------------------------------------------------------------------- შენიშვნა: ნუსხის წარდგენა ხდება შესრულებული სამუშაოს მიხედვით. დანართი №4 წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის სხდომებზე დასწრებისა და საკითხების შესასწავლად გაწეულ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ნუსხა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს  ------------------------------------------------------------------------------------------------------------  წარმოგიდგენთ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების სხდომებზე დასწრებისა და საკითხების შესასწავლად გაწეულ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ნუსხას: (20--- წლის  -------------- თვე) № საკრებულოს წევრის გვარი, სახელი სხდომებზე დასწრება განსახილველ საკითხებში მონაწილეობა გასაცემი თანხა სხდომათა რაოდენობა დასწრების რაოდენობა საპატიო მიზეზით გაცდენების რაოდენობა უნდა შეესწავლა საკითხი შეისწავლა საკითხი 1. 2. 3. 4. 5. 2. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე/აპარატის უფროსი (სახელი, გვარი, ხელმოწერა):    --------------------------------------------------------------------------------                                         შენიშვნა: ნუსხის წარდგენა ხდება შესრულებული სამუშაოს მიხედვით. დანართი №5 წალენჯიხის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით 20... წლის ....... თვეში,  გაწეული  ხარჯების ანაზღაურება № სახელი, გვარი 20.... წლის   ..... თვის ასანაზღაურებელი თანხა ლარებში პირადობის ნომერი ანგარიშის ნომერი შენიშვნა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11