ამ თავის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) შემოწმების ზონა – დაწესებულებაში სპეციალურად გამოყოფილი ადგილი, სადაც ხორციელდება დაწესებულებაში შემსვლელი/დაწესებულებიდან გამომსვლელი პირების პირადი შემოწმება და მიღებული ამანათების შემოწმება;

ბ) პირადი არასრული შემოწმება – პირის ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შემოწმება/დათვალიერება, მისი გაშიშვლების გარეშე;

გ) პირადი სრული შემოწმება – პირის შემოწმება სკანერის ან/და დათვალიერების მეთოდის გამოყენებით;

დ) სრული შინაგანი შემოწმება – სამედიცინო პერსონალის მიერ პირის სხეულის შინაგანი შემოწმება;

ე) დათვალიერების მეთოდი – პირის სხეულის (გარდა სრული შინაგანი შემოწმებისა), ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და პროთეზის (მისი არსებობის შემთხვევაში) დათვალიერება ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილზ