1. დაწესებულებაში მსჯავრდებულთან ტარდება სარეაბილიტაციო მუშაობა, რომლის მიზანია:
ა) მსჯავრდებულისათვის კანონის, სხვა ადამიანების, შრომის, ადამიანთა თანაცხოვრების დამკვიდრებული წესებისა და ნორმებისადმი პატივისცემის გრძნობის ჩამოყალიბება/განვითარება;
ბ) დაწესებულებაში არაძალადობრივი გარემოს შექმნა;
გ) დაწესებულებაში მსჯავრდებულთა შორის ნორმალური ფსიქოლოგიური ატმოსფეროს შექმნა;
დ) საშიშროების რისკის შემცირების, დანაშაულის განმეორებითი ჩადენის ალბათობისა და მნიშვნელოვანი ზიანის რისკის შემცირების ხელშეწყობა;
ე) ადიქტური ქცევის მქონე მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია;
ვ) ძალადობრივი ქცევის მქონე პირთა ქცევის კორექცია;
ზ) მსჯავრდებულთა განათლებისა და პროფესიული დონის ამაღლება;
თ) მსჯავრდებულთა გათავისუფლებისათვის მომზადება;
ი) სხვადასხვა დამოკიდებულების მქონე პირთა რეაბილიტაცია.
2. სარეაბილიტაციო პროგრამებში მონაწილეობა გათვალისწინებული იქნება მსჯავრდებულის მიმართ წახალისების ფორმების გამოყენებისა