„ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2023 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 22 დეკემბრის №66 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№24
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.162.016627
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/09/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №24

2023 წლის 21 სექტემბერი

ქ. ახმეტა

„ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2023 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 22 დეკემბრის №66 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2023 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 22 დეკემბრის №66 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/12/2022, 010250050.35.162.016602)  შეტანილ იქნეს ცვლილებები და ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართის:

1. პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ეს პროგრამა განსაზღვრავს მუნიციპალური სოციალური პროგრამის განხორციელების წესს, რომლის ფარგლებშიც ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები, ეკონომიკურად გაჭირვებული, სოციალურად დაუცველი, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული პირები, გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახები (ეკომიგრანტები), საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული (დევნილი) საქართველოს მოქალაქეები და ახმეტის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბინადრობის ნებართვის მქონე პირები, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი პირები და კრიზისულ სიტუაციაში მყოფი ბავშვიანი ოჯახები (რეგისტრაციის ადგილის მიუხედავად) მიიღებენ ფულად და სხვა სახის დახმარებას.

პროგრამის განხორციელების მიზანია საერთო სოციალური ფონის უკეთესობისაკენ შეცვლა, უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობის დახმარება, აგრეთვე გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის ხელშეწყობა.“.

2.  მე-8 მუხლის 25-ე პუნქტის:

ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული  ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე;“.

ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) აქტი (შედგენილი ოჯახის შეფასებისა და გამოვლენილი საჭიროებების მიხედვით);“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიდავით ავაზაშვილი