„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 აპრილის №288 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
17.10.2023 ბოლო ცვლილება 29.12.2023
გამომცემი ორგანო
ნომერი
№411
სარეგისტრაციო კოდი
040030000.10.003.024244
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/10/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №411

2023 წლის 17 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 აპრილის №288 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონის მე -20 მუხლის მე -4 პუნქტის , „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 აპრილის №288 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 14/04/2014, 040030000.10.003.017908) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების :

1. პირველი მუხლის პირველი – მე -4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„1. სსიპ − საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო (შემდგომში − სააგენტო ) არის „კონკურენციის შესახებ “ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი .

2. სააგენტოს ძირითადი ამოცანაა კონკურენციის პოლიტიკის განხორციელება „კონკურენციის შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად , საქართველოში კონკურენციის განვითარების ხელშეწყობისთვის პირობების შექმნა და დაცვა , აგრეთვე ამ მიზნით ყველა სახის ანტიკონკურენტული შეთანხმებისა და ქმედების დაუშვებლობა , გამოვლენა და აღკვეთა . ამასთანავე , სააგენტო ახორციელებს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დემპინგური იმპორტისგან ადგილობრივი ინდუსტრიის დაცვის პოლიტიკას „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად და უზრუნველყოფს მომხმარებლის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას , მისი უფლებების დარღვევის პრევენციას , დარღვეული უფლებების აღდგენის ხელშეწყობასა და დარღვევებზე სათანადო რეაგირებას „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ “ და „ელექტრონული კომერციის შესახებ “ საქართველოს კანონებით დადგენილი წესით .

3. სააგენტო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით , საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით , „კონკურენციის შესახებ “ საქართველოს კანონით , „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ “ საქართველოს კანონით , „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ “ საქართველოს კანონით , „ელექტრონული კომერციის შესახებ “ საქართველოს კანონით , სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით .

4. სააგენტოს , მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული ფუნქციების განსახორციელებლად , ჰყავს თავმჯდომარე , რომელიც განსაზღვრავს თავმჯდომარის მოადგილის , სააგენტოს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და რეგიონებში წარმომადგენელთა უფლებამოსილებებს .“.

2. მე -2 მუხლის მე -2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„2. სააგენტო უზრუნველყოფს მისი გადაწყვეტილებების საჯაროობას , საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გათვალისწინებული კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვით .“.

3. მე -3 მუხლის :

ა ) პირველი პუნქტის :

ა .ა ) „2ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „3ქვეპუნქტი :

„ე 3. „ელექტრონული კომერციის შესახებ “ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელება ;“;

ა .ბ ) „ზ “ – „ი “ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„ზ ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან , სხვა ქვეყნების კონკურენციის , მომხმარებლის უფლებების დაცვისა და ანტიდემპინგური პოლიტიკის განმახორციელებელ უწყებებთან თანამშრომლობა ;

თ ) სახელმწიფო ხელისუფლების , ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების , მუნიციპალიტეტის ორგანოსთან ან სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან თანამშრომლობა კონკურენციის , მომხმარებლის უფლებების დაცვისა და ანტიდემპინგური პოლიტიკის სრულყოფის , აგრეთვე ორგანიზაციულ -სამართლებრივი , ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფის პრობლემების გადაჭრის მიზნით ;

ი ) კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის , კონკურენციის პოლიტიკის მიზნებისა და ამოცანების , ასევე ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიებების , მომხმარებლის უფლებების დაცვასა და ელექტრონულ კომერციასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის მიზნებისა და ამოცანების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება , სააგენტოს საქმიანობის საჯაროობის უზრუნველყოფა .“;

ბ ) მე -2 პუნქტის „4და „5ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„ჰ 4) მონაწილეობა მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროებთან დაკავშირებით საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულებაში ;

5) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით , მათ შორის , „კონკურენციის შესახებ “ საქართველოს კანონით , „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ “ საქართველოს კანონით , „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ “ საქართველოს კანონითა და „ელექტრონული კომერციის შესახებ “ საქართველოს კანონით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები .“.

4. მე -4 მუხლის :

ა ) მე -2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„2. სააგენტოს თავმჯდომარეს ჰყავს მოადგილე .“;

ბ ) მე -4 პუნქტის :

ბ .ა ) „2ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„ა ​2) უფლებამოსილია , განახორციელოს ზოგიერთი უფლებამოსილების მინიჭება თავმჯდომარის მოადგილის , სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსებისა და მათი მოადგილეებისთვის ;“;

ბ .ბ ) „გ “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„გ ) განსაზღვრავს სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის , სააგენტოს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და რეგიონებში წარმომადგენელთა უფლებამოსილებებს ;“;

გ ) მე -5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„5. სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილეს უფლება აქვს , მიიღოს გადაწყვეტილება სააგენტოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული ფუნქციების ფარგლებში . სააგენტოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში , მის უფლებამოსილებას ასრულებს მოადგილე , ხოლო იმავდროულად ამ უკანასკნელის არყოფნის შემთხვევაში - თავმჯდომარის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სააგენტოს ერთ -ერთი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი .“.

5. მე -5 მუხლის :

ა ) პირველი და მე -2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

1. სააგენტოს ცენტრალური აპარატი აერთიანებს შემდეგ სტრუქტურულ ქვედანაყოფებს :

ა ) ადმინისტრაციული და ფინანსური დეპარტამენტი ;

 ბ ) იურიდიული დეპარტამენტი ;

 გ ) ეკონომიკური კონკურენციის დეპარტამენტი ;

 დ ) სტრატეგიული ბაზრების მონიტორინგის დეპარტამენტი ;

 ე ) ანტიდემპინგური ღონისძიების დეპარტამენტი ;

 ვ ) მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტი ;

 ზ ) კომუნიკაციების დეპარტამენტი ;

 თ ) სასწავლო კვლევითი ცენტრი ;

 ი ) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს აპარატი .

  2. არცერთი სტრუქტურული ქვედანაყოფის შემადგენლობაში არ შედის სააგენტოს აუდიტორი . იგი დამოუკიდებელია და ექვემდებარება პირდაპირ სააგენტოს თავმჯდომარეს .“;

  ბ ) მე -4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

  „4. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი , რომელსაც შესაძლებელია , ჰყავდეს მოადგილე . სასწავლო კვლევით ცენტრს ხელმძღვანელობს ცენტრის უფროსი , რომელსაც შესაძლებელია , ჰყავდეს მოადგილე .“;

  გ ) მე -6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

  „6. ადმინისტრაციული და ფინანსური დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია :

 ა ) სააგენტოს საქმისწარმოება და არქივის წარმოება ;

 ბ ) ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის შემუშავება , განხორციელება და ადამიანური რესურსების მართვა ;

 გ ) თანამშრომელთა პროფესიული განვითარების სისტემის მართვა ;

 დ ) ვაკანტურ პოზიციებზე კანდიდატების შერჩევის მიზნით , კონკურსის ორგანიზება და განხორციელება ;

 ე ) სააგენტოში რეორგანიზაციის პროცესის წარმართვა ;

 ვ ) სააგენტოს ორგანიზაციული სტრუქტურის , სამუშაო აღწერილობების , შინაგანაწესის პროექტის , შიდა პროცედურებისა და სახელმძღვანელო დოკუმენტების შემუშავება ;

 ზ ) სააგენტოს საქმიანობის ბუღალტრული აღრიცხვა -ანგარიშგება და ფინანსების მართვა ;

 თ ) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება ;

 ი ) სააგენტოს საქმიანობის მატერიალურ -ტექნიკური უზრუნველყოფა ;

 კ ) შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებული , სააგენტოს სახელით გასაფორმებელი ხელშეკრულებებისა და მათში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტების მომზადება ;

 ლ ) კომპეტენციის ფარგლებში , ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება ;

 მ ) კომპეტენციის ფარგლებში , საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და პროაქტიული ინფორმაციის გამოქვეყნების პროცესში მონაწილეობა ;

ნ ) სააგენტოს საინფორმაციო ტექნოლოგიებით უზრუნველყოფა ;

ო ) კომპეტენციის ფარგლებში , ოფიციალური მიღებების , საქმიანი ვიზიტების , სააგენტოსა და საზოგადოების სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებს შორის დიალოგისა და სამსახურებრივი შეხვედრების მატერიალურ -ტექნიკური უზრუნველყოფა , კომპეტენციის ფარგლებში , მათ ორგანიზებაში მონაწილეობა ;

პ ) კომპეტენციის ფარგლებში , სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მომზადება და კომუნიკაციების დეპარტამენტისთვის მიწოდება ;

 ჟ ) სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება ;

 რ ) სააგენტოს თავმჯდომარის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება .“;

დ ) მე -7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

  „7. ეკონომიკური კონკურენციის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია :

 ა ) ეკონომიკური აგენტების ანტიკონკურენტული ქმედებების (კონკურენციის შემზღუდავი შეთანხმებები , დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება ) გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით მოკვლევის წარმოება , საჩივრების /განცხადებების განხილვა , შესაბამისი გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება ;

 ბ ) სახელმწიფო ხელისუფლების , ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების , მუნიციპალიტეტის ორგანოს ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ კონკურენციის შეზღუდვის შესაძლო ფაქტების შესწავლა და შესაბამისი გადაწყვეტილებების პროექტების შემუშავება ;

გ ) ეკონომიკური აგენტების არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შესაძლო ფაქტების შესწავლა და გადაწყვეტილების პროექტების მომზადება ;

დ ) კომპეტენციის ფარგლებში , სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კონკურენტულ გარემოზე ზეგავლენის შეფასება და შესაბამისი ანგარიშის პროექტის მომზადება ;

ე ) კონკრეტულ სასაქონლო /მომსახურების ბაზარზე კონკურენციის შეზღუდვის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში , სააგენტოს თავმჯდომარის წინაშე საკითხის დასმა მოკვლევის დაწყების თაობაზე ;

ვ ) დეპარტამენტში შემოსული წერილების , განცხადებების , საჩივრებისა და სხვა კორესპონდენციის განხილვა ; მათზე შესაბამისი რეაგირება და საპასუხო კორესპონდენციის მომზადება ;

ზ ) კომპეტენციის ფარგლებში , კონკურენციის კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით სარეკომენდაციო განმარტებების პროექტების მომზადება ან /და კონსულტაციების გაწევა ;

თ ) კომპეტენციის ფარგლებში , სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მომზადება და კომუნიკაციების დეპარტამენტისთვის მიწოდება ;

ი ) სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება ;

კ ) სააგენტოს თავმჯდომარის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება .“;

  ე ) მე -8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

  „8. იურიდიული დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია :

 ა ) სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება ;

 ბ ) ნორმატიული ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტების კონკურენციის კანონმდებლობასთან შესაბამისობის თაობაზე დასკვნების მომზადება ;

გ ) საქმის მომზადება სასამართლო დავების განხილვისათვის და სასამართლოში სააგენტოს წარმომადგენლობა ;

დ ) „კონკურენციის შესახებ “ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე დაწყებულ მოკვლევაში მონაწილეობა ;

ე ) სააგენტოს საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების , მათ შორის , ინსტრუქციების , პროცედურული სახელმძღვანელოების , მეთოდური მითითებებისა და გზამკვლევი დოკუმენტების პროექტების მომზადება ;

ვ ) კომპეტენციის ფარგლებში , სააგენტოში შემოსული წერილების , განცხადებების , საჩივრებისა და სხვა კორესპონდენციის განხილვაში მონაწილეობა ; მათზე შესაბამისი რეაგირება და საპასუხო კორესპონდენციის მომზადება ;

ზ ) სასამართლოში წარსადგენი შუამდგომლობების მომზადება და ამ პროცესში სააგენტოს წარმომადგენლობა ;

თ ) კომპეტენციის ფარგლებში , კონკურენციის , მომხმარებლის უფლებების დაცვისა და ანტიდემპინგური კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით სარეკომენდაციო განმარტებების პროექტების მომზადება ;

 ი ) სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა ;

 კ ) კომპეტენციის ფარგლებში , სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე საერთაშორისო პრაქტიკის , სასამართლოს გადაწყვეტილებების მოძიება , დამუშავება და შესაბამისი ანალიზის მომზადება ;

 ლ ) სააგენტოს სახელით გასაფორმებელი ხელშეკრულებების /მემორანდუმებისა და მათში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა ;

მ ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ; პროაქტიული ინფორმაციის თავმოყრა და გამოქვეყნების უზრუნველყოფა ;

ნ ) კომპეტენციის ფარგლებში , სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მომზადება და კომუნიკაციების დეპარტამენტისთვის მიწოდება ;

ო ) კომპეტენციის ფარგლებში , საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით დაგეგმილ აქტივობებში მონაწილეობა ;

პ ) სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება ;

ჟ ) სააგენტოს თავმჯდომარის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება .“;

ვ ) მე -9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

  „9. სტრატეგიული ბაზრების მონიტორინგის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია :

 ა ) სასაქონლო და მომსახურების ბაზრების მონიტორინგის პროცესის წარმართვა და მონიტორინგის ანგარიშის პროექტების მომზადება ;

ბ ) სასაქონლო და მომსახურების ბაზრების ანალიზი , კონკურენტული გარემოს შეფასება , დარგობრივი და თემატური კვლევები ;

გ ) ანალიტიკურ მონაცემთა ბაზების შექმნა და განახლება ;

დ ) გასაცემი სახელმწიფო დახმარების „კონკურენციის შესახებ “ საქართველოს კანონის დებულებებთან შესაბამისობის დადგენა და სათანადო დასკვნის პროექტის მომზადება ; გაცემული უმნიშვნელო ოდენობის ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარების რეესტრის წარმოება ;

ე ) განსახორციელებელი კონცენტრაციის კონკურენტული ეფექტის თაობაზე გადაწყვეტილების პროექტის მომზადება ; კონცენტრაციის მონაწილე ეკონომიკური აგენტის მიერ შეთავაზებული სტრუქტურული ან /და ქცევითი ხასიათის ღონისძიების განხილვა და პოზიციის შემუშავება ;

ვ ) სააგენტოს გვერდის ავლით განხორციელებული კონცენტრაციების გამოსავლენად შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება და ამგვარი ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება ;

ზ ) „კონკურენციის შესახებ “ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე დაწყებულ მოკვლევაში მონაწილეობა ; 

თ ) დეპარტამენტში შემოსული წერილების , განცხადებების , საჩივრებისა და სხვა კორესპონდენციის განხილვა ; მათზე შესაბამისი რეაგირება და საპასუხო კორესპონდენციის მომზადება ;

ი ) კომპეტენციის ფარგლებში , სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მომზადება და კომუნიკაციების დეპარტამენტისთვის მიწოდება ;

კ ) სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება ;

ლ ) სააგენტოს თავმჯდომარის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება .“;

  ზ ) 91 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

  „91. ანტიდემპინგური ღონისძიების დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია :

 ა ) სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის შემოღების ან ასეთი ტარიფის შემოღების მიზანშეუწონლობის დადგენის მიზნით შესწავლის წარმოება , შესაბამისი დასკვნის მომზადება და ამ დასკვნის საქართველოს მთავრობისთვის წარმოდგენა ;

 ბ ) სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის გადახედვის ან გაუქმების მიზნით შესწავლის წარმოება , შესაბამისი დასკვნის მომზადება და ამ დასკვნის საქართველოს მთავრობისთვის წარმოდგენა ;

 გ ) წინასწარი ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ წინასწარი დასკვნის მომზადება და საქართველოს მთავრობისთვის წარმოდგენა ;

 დ ) ადმინისტრაციული ორგანოებისგან , დაინტერესებული პირებისა და სხვა ფიზიკური და იურიდიული პირებისგან შესწავლის განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაციის გამოთხოვა ;

 ე ) ექსპორტიორის მიერ წერილობითი ფორმით აღებული ნებაყოფლობითი ვალდებულების განხილვა , შესაბამისი წინასწარი დასკვნის მომზადება და საქართველოს მთავრობისთვის წარმოდგენა ;

 ვ ) დეპარტამენტში შესული წერილების , განცხადებების , საჩივრებისა და სხვა კორესპონდენციის განხილვა ; მათზე შესაბამისი რეაგირება და საპასუხო კორესპონდენციის მომზადება ;

 ზ ) კომპეტენციის ფარგლებში , საქმის მომზადება სასამართლო დავების განხილვისათვის და სასამართლოში სააგენტოს წარმომადგენლობა ;

 თ ) კომპეტენციის ფარგლებში , სააგენტოს საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების , მათ შორის , ინსტრუქციების , პროცედურული სახელმძღვანელოების , მეთოდური მითითებების პროექტების მომზადება ;

 ი ) კომპეტენციის ფარგლებში , ანტიდემპინგური კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით სარეკომენდაციო განმარტებების პროექტების მომზადება ან /და კონსულტაციების გაწევა ;

კ ) ანტიდემპინგურ ღონისძიებებთან დაკავშირებულ საკითხებზე საერთაშორისო პრაქტიკის , სასამართლოს გადაწყვეტილებების მოძიება , დამუშავება და შესაბამისი ანალიზის მომზადება ;

ლ ) კომპეტენციის ფარგლებში , სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მომზადება და კომუნიკაციების დეპარტამენტისთვის მიწოდება ;

მ ) კომპეტენციის ფარგლებში , საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით დაგეგმილ აქტივობებში მონაწილეობა ;

ნ ) სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება ;

ო ) სააგენტოს თავმჯდომარის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება .“;

თ ) 92 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„92. სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს აპარატის ძირითადი ფუნქციებია :

ა ) სახელმწიფო შესყიდვებსა და შერჩევის პროცესთან დაკავშირებული დავების განხილვის მომზადების შიდაუწყებრივი პროცედურების წარმართვა ;

ბ ) დავების განხილვის საბჭოს სხდომების ორგანიზება , სხდომის ოქმების შედგენა , აღრიცხვა და შენახვა ;

გ ) დავების განხილვის საბჭოს კომპეტენციის ფარგლებში , სხვა დოკუმენტაციისა და კორესპონდენციის წარმოება ; მათ შორის , საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებული ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება ;

დ ) დავების განხილვის საბჭოს თავმჯდომარის , აგრეთვე საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის საბჭოს შემადგენლობიდან არჩევისა და უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების პროექტების მომზადება ;

ე ) საქმის მომზადება სასამართლო დავების განხილვისათვის და სასამართლოში დავების განხილვის საბჭოს წარმომადგენლობა ;

ვ ) დავების განხილვის საბჭოსა და საბჭოს აპარატის საქმიანობის მარეგულირებელი დოკუმენტების , მათ შორის , ინსტრუქციების , პროცედურული სახელმძღვანელოების , მეთოდური მითითებების პროექტების მომზადება ;

ზ ) დავების განხილვის საბჭოსა და საბჭოს აპარატის საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა , ასევე , პროაქტიული ინფორმაციის თავმოყრა ;

თ ) დავების განხილვის საბჭოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე საერთაშორისო პრაქტიკის , სასამართლოს გადაწყვეტილებების მოძიება , დამუშავება და შესაბამისი ანალიზის მომზადება ;

ი ) კომპეტენციის ფარგლებში , ოფიციალური მიღებების , საქმიანი ვიზიტებისა და სამსახურებრივი შეხვედრების ორგანიზება ;

კ ) კომპეტენციის ფარგლებში , საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის უწყებებთან , სხვა უფლებამოსილ ორგანოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან , საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან ურთიერთობის ორგანიზება , კორესპონდენციის მომზადება და კომუნიკაცია ;

ლ ) საერთაშორისო ფორუმების , სასწავლო პროგრამების , კონფერენციებისა და სხვა სახის ღონისძიებების თაობაზე ინფორმაციის მოძიება ; დავების განხილვის საბჭოს წევრთა და აპარატის წარმომადგენელთა მონაწილეობის უზრუნველყოფა ; ღონისძიებებზე მიღებული ინფორმაციის თავმოყრა და სისტემატიზაცია ;

მ ) კომპეტენციის ფარგლებში , არქივის წარმოება ;

ნ ) კომპეტენციის ფარგლებში , მის საქმიანობასთან დაკავშირებული სტატისტიკური ინფორმაციის მომზადება და კომუნიკაციების დეპარტამენტისთვის მიწოდება ;

ო ) დავების განხილვის საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებით წლიური ანგარიშის მომზადება ;

პ ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ “ საქართველოს კანონის 236 მუხლით განსაზღვრული სპეციალური ელექტრონული მოდულის , ხსენებული კანონის მოთხოვნების შესაბამისად გამოყენება ;

ჟ ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ “ საქართველოს კანონით , „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ “ საქართველოს კანონით , საბჭოს რეგლამენტით , ეროვნული კანონმდებლობითა და სხვა სახელმძღვანელო დოკუმენტებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულება .“;

ი ) 93 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„93. მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია :

ა ) „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ “ და „ელექტრონული კომერციის შესახებ “ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელება ;

 ბ ) მომხმარებლის უფლებების დაცვის საკითხებზე სააგენტოში შესული განცხადებების განხილვა და მომხმარებლების ჯგუფის უფლებების სავარაუდო დარღვევის ფაქტზე შესწავლის პროცესის დაწყების მიზანშეწონილობის თაობაზე წინადადების მომზადება ;

 გ ) „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ “, ასევე „ელექტრონული კომერციის შესახებ “ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე შესწავლის პროცესის წარმართვა და გადაწყვეტილების პროექტის მომზადება ;

დ ) სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მონიტორინგი და სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მოვაჭრის მიერ გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში , მოვაჭრისთვის ჯარიმის დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება ;

ე ) ადმინისტრაციული ორგანოებისგან , განმცხადებლისგან , მოვაჭრისგან და სხვა შესაბამისი პირებისგან შესწავლის განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაციის გამოთხოვა , ახსნა -განმარტებებისა და საკონსულტაციო შეხვედრების ჩატარება ;

ვ ) დეპარტამენტში შემოსული წერილებისა და სხვა კორესპონდენციის განხილვა , მათზე შესაბამისი რეაგირება და საპასუხო კორესპონდენციის მომზადება ;

ზ ) ექსპერტიზის დანიშვნის აუცილებლობის თაობაზე სააგენტოს ხელმძღვანელობისათვის წინადადებების მომზადება ;

თ ) კომპეტენციის ფარგლებში , საქმის მომზადება სასამართლო დავების განხილვისათვის და სასამართლოში სააგენტოს წარმომადგენლობა ;

ი ) საჭიროების შემთხვევაში , მოვაჭრისგან ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ სასამართლოსათვის წარსადგენი შუამდგომლობების მომზადება ;

კ ) კომპეტენციის ფარგლებში , სააგენტოს საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების , მათ შორის , ინსტრუქციების , პროცედურული სახელმძღვანელოების , მეთოდური მითითებების პროექტების მომზადება ;

ლ ) მომხმარებლის უფლებების დაცვის და ელექტრონული კომერციის კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით სარეკომენდაციო განმარტებების პროექტების მომზადება ან /და კონსულტაციების გაწევა ;

მ ) მომხმარებლის უფლებების დაცვასა და ელექტრონულ კომერციასთან დაკავშირებულ საკითხებზე საერთაშორისო პრაქტიკის , სასამართლოს გადაწყვეტილებების მოძიება , დამუშავება და შესაბამისი ანალიზის მომზადება ;

ნ ) კომპეტენციის ფარგებში , შესაბამისი სტატისტიკური მონაცემების აღრიცხვა და ანალიზი ;

ო ) მომხმარებლის უფლებების დაცვისა და ელექტრონული კომერციის საკითხებზე მარეგულირებელ ორგანოებსა და შესაბამის უფლებამოსილ უწყებებთან თანამშრომლობა ;

პ ) საჭიროების შემთხვევაში , დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მომზადება და კომუნიკაციების დეპარტამენტისთვის მიწოდება ;

ჟ ) კომპეტენციის ფარგლებში , საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით დაგეგმილ აქტივობებში მონაწილეობა ;

რ ) „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ “ და „ელექტრონული კომერციის შესახებ “ საქართველოს კანონებით , შესაბამის სფეროებში მოქმედი სამართლებრივი აქტებითა და სხვა სახელმძღვანელო დოკუმენტებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულება ;

 ს ) სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება ;

ტ ) სააგენტოს თავმჯდომარის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება .“;

კ ) 94 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„94. კომუნიკაციების დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია :

ა ) სააგენტოს მიერ წინა წელს გაწეული საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიშის მომზადება ;

ბ ) კომუნიკაციის სტრატეგიის ჩამოყალიბება , მისი განხორციელების მართვა და პერიოდული განახლება ; სტრატეგიით განსაზღვრული ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება ;

გ ) სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის პროცესის დაგეგმვა , კოორდინაცია და ამ მიზნით კონკრეტული აქტივობების ორგანიზება ; 

დ ) პრესკონფერენციების , ინტერვიუების , ბრიფინგების , კონფერენციების , ოფიციალური მიღებებისა და სხვა სახის შეხვედრების ორგანიზება ;

ე ) სააგენტოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ოფიციალური შეტყობინებების , განცხადებებისა და სხვა საინფორმაციო მასალების მომზადება და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისათვის მათი მიწოდება ;

ვ ) სააგენტოს ბრენდინგის შემუშავება , სააგენტოს თავმჯდომარისათვის დასამტკიცებლად წარდგენა და მისი დაცვის უზრუნველყოფა ;

ზ ) პრესისა და მედიის მიმოხილვისა და ანალიზის მომზადება ;

თ ) სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდსა და სოციალურ ქსელში განსათავსებელი ინფორმაციის მომზადება /განთავსება ;

ი ) სააგენტოში შემოსულ ზარებზე რეაგირება ; დაინტერესებული მხარეებისთვის ინფორმაციის დროული მიწოდება და ზარებზე რეაგირების (მომსახურების გაწევის ) მონიტორინგი ;

კ ) სააგენტოს მიერ გასაწევი მომსახურების სტანდარტის შემუშავება და მისი დაცვის მონიტორინგი ;

ლ ) სააგენტოში შემოსული ზარების მიხედვით აქტუალური საკითხების იდენტიფიცირება და შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან კოორდინაციით პასუხების ჩამოყალიბება ;

მ ) საზღვარგარეთის ქვეყნებში სააგენტოს წარმომადგენლების ოფიციალური და (სამუშაო ან /და სასწავლო ) ვიზიტების ორგანიზება ;

ნ ) კომპეტენციის ფარგლებში , საზღვარგარეთის ქვეყნების ოფიციალური დელეგაციების , საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების ვიზიტისას საპროტოკოლო ღონისძიების გატარება ;

ო ) საერთაშორისო ფორუმების , სასწავლო პროგრამების , კონფერენციებისა და სხვა სახის ღონისძიებების თაობაზე ინფორმაციის მოძიება , მათში მონაწილეობის ორგანიზება და ღონისძიებებზე მიღებული ინფორმაციის სისტემატიზაცია ;

პ ) სააგენტოს კომპეტენციასთან დაკავშირებულ საკითხებზე საერთაშორისო პროექტების მოძიება , მათთან თანამშრომლობის დამყარება , ერთობლივი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე სააგენტოს თავმჯდომარისათვის წინადადებების წარდგენა ;

ჟ ) დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის სტრატეგიების შემუშავება და ამ თანამშრომლობის პროცესის წარმართვა /კოორდინაცია ;

რ ) დონორი ორგანიზაციების მიერ სააგენტოს მხარდაჭერის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება ;

ს ) სააგენტოს მიერ განსახორციელებელი მნიშვნელოვანი შიდა /საერთაშორისო პროექტების /სემინარების /კონფერენციების /ფორუმე ბის და სხვა სახის ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება ;

ტ ) სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება ;

უ ) სააგენტოს თავმჯდომარის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება .“;

ლ ) 94 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 95 პუნქტი :

„95. სასწავლო კვლევითი ცენტრის ძირითადი ფუნქციებია :

ა ) სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სააგენტოს თანამშრომელთა პროფესიული განვითარებისა და სასწავლო პროგრამების სტრატეგიის განსაზღვრა /შემუშავება ;

ბ ) პროფესიული განვითარების , სასწავლო პროგრამების , ტრენინგების კონკრეტული მიმართულებების საჭიროებათა კვლევა , შედეგების ანალიზი და სააგენტოს თავმჯდომარისთვის წარდგენა ;

გ ) სააგენტოს თანამშრომელთათვის პროფესიული განვითარების , სასწავლო პროგრამების , ტრენინგების ორგანიზება , მათი ხარისხის კონტროლი , ეფექტიანობის შეფასება , რეკომენდაციების შემუშავება და სააგენტოს თავმჯდომარისათვის წარდგენა ;

დ ) დაინტერესებული პირების პროფესიული განვითარებისა და კვალიფიკაციის ამაღლებისთვის საჭირო სპეციალური სასწავლო კურსების /პროგრამების შემუშავება და განხორციელება ;

ე ) გარე ტრენერების შესახებ ინფორმაციის მოძიება , შეფასება და მათი შერჩევის მიზნით სააგენტოს თავმჯდომარისათვის წინადადებების წარდგენა ;

ვ ) სასწავლო პროგრამების , კურსებისა და ტრენინგების მასალების აღრიცხვა , მათი ელექტრონული საინფორმაციო ბაზის შექმნა , თემატური დაარქივება და საინფორმაციო ბაზის მართვა ;

ზ ) სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე კვლევითი პროგრამების საჭიროების განსაზღვრა , მათი შემუშავება და განხორციელება ;

თ ) სააგენტოს საქმიანობიდან გამომდინარე კვლევების ორგანიზება , ჩატარება , სამეცნიერო -საგანმანათლებლო ხასიათის პროექტების მომზადება და განხორციელება ;

ი ) სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება ;

კ ) სააგენტოს თავმჯდომარის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება .“;

  მ ) მე -13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„13. აუდიტორის ძირითადი ფუნქციებია :

ა ) სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის შიდა მონიტორინგი ;

ბ ) სააგენტოს თანამშრომელთა მიერ მათზე კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებისა და სააგენტოს შინაგანაწესის დაცვის მონიტორინგი ; შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ფაქტებზე დისციპლინური წარმოების ჩატარება , დასკვნის შედგენა და სააგენტოს თავმჯდომარისათვის წარდგენა ;

გ ) სააგენტოს თანამშრომელთა მიერ კანონიერების , დისციპლინისა და ეთიკის ნორმების დაცვის კონტროლი ; სამსახურებრივ გადაცდომათა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენა , ამ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებებისა და საჩივრების შესწავლა და შესაბამისი რეაგირება ;

დ ) სააგენტოს თანამშრომელთა მხრიდან სამართალდარღვევებისა და სამსახურებრივი გადაცდომების პრევენცია ; რისკფაქტორების გამოვლენა , ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება ;

ე ) სააგენტოს თანამშრომლების ინტერესთა კონფლიქტის ფაქტების გამოვლენა და მათზე შესაბამისი რეაგირება ;

ვ ) სათანადო რეკომენდაციების მომზადება სააგენტოს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი ეთიკის წესების დაცვის პროცესის ხელშეწყობისათვის ;

ზ ) რისკების მართვის პოლიტიკის სისტემის შემუშავება და სააგენტოს წინაშე არსებული რისკების მართვის ხარისხის შეფასება ;

თ ) სააგენტოს საქმიანობის ეკონომიურობის , ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება ;

ი ) ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის , სიზუსტისა და სისრულის შეფასება ;

კ ) სააგენტოს აქტივების , სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასება და რეკომენდაციების შემუშავება ;

ლ ) სააგენტოს მიერ განხორციელებული ოპერაციების კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლი ; არსებული /მოსალოდნელი დარღვევების ან /და ხარვეზების ანალიზი , მათზე შესაბამისი რეაგირება ან /და პრევენცია ;

მ ) სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება ;

ნ ) სააგენტოს თავმჯდომარის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება .“.

6. მე -8 მუხლის პირველი პუნქტის „ა “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

  „ა ) დაიცვას ეკონომიკური აგენტის თაობაზე ინფორმაციის კონფიდენციალურობა , რომელიც , სხვა საიდუმლოებებთან ერთად , შეიძლება , შეიცავდეს კომერციულ საიდუმლოებას , საბანკო საიდუმლოებას ან /და საგადასახადო საიდუმლოებას ;“.

7. მე -9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

მუხლი 9. ინტერესთა კონფლიქტი

1. სააგენტოს უფლებამოსილი პირი პროფესიული საქმიანობის , შეფასების განხორციელებისას და გადაწყვეტილების მიღებისას მხარეთაგან /დაინტერესებულ მხარეთაგან დამოუკიდებელი უნდა იყოს .

2. თუ სააგენტოს უფლებამოსილ პირსა და იმ ეკონომიკურ აგენტს შორის , რომლის მიმართაც სააგენტო საქმის მოკვლევას ახორციელებს , არსებობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე -19 მუხლით ან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ურთიერთობები , სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა ინტერესთა კონფლიქტის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა განაცხადოს .

3. სააგენტოს უფლებამოსილი პირი არ უნდა ახორციელებდეს სხვა ისეთ საქმიანობას , რომელმაც შეიძლება , გავლენა მოახდინოს მის მიუკერძოებლობასა და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების დამოუკიდებლობაზე .

4. სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ამ მუხლის მე -2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრულ პასუხისმგებლობას .

5. პირი , რომლის საქმეც იხილება , უფლებამოსილია , აცილება მისცეს სააგენტოს შესაბამის უფლებამოსილ პირს , თუ ეს პირი დაინტერესებულია განსახილველი საკითხით .“.

 

მუხლი 2
1. დადგენილება, გარდა პირველი მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებისა და მე-5 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს 2023 წლის 1 ნოემბრიდან.

2. დადგენილების პირველი მუხლის პირველი და მე-3 პუნქტები და მე-5 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2024 წლის 8 იანვრიდან.


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი