ჭიათურის მუნიციპალიტეტის, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 03.11.2023
გამომცემი ორგანო ჭიათურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №13
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.129.016416
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/11/2023
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
03.11.2023 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (4)
დამატებითი მეტამონაცემები (6)
| 1 | 2 |
| ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ციცქიშვილი | ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| № | ძირითადი აქტივების დასახელება |
| % | ლარი |
| დანახარჯების ლიკვიდაცია | ლიკვიდაციის შედეგად მიღებული |
| დოკუმენტაციის დასახელება | დანახარჯების ჩამონათვალი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ჭიათურის მუნიციპალიტეტის, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმოების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 02.06.2023
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზირებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის განსაზღვრის შესახებ ვანის მუნიციპალიტეტისა და ვანის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული)იურიდიული პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების ბალანსზე რიცხული, ფინანსურ ანგარიშგებაში აღიარებული აქტიური მოხმარებისგან გამოსული, გამოყენებისგან უვარგისი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის შესახებ თელავის მუნიციპალიტეტისა და მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ მცხეთის მუნიციპალიტეტისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ჭიათურის მუნიციპალიტეტის, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №13
2023 წლის 3 ნოემბერი
ქ. ჭიათურა
ჭიათურის მუნიციპალიტეტის, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე.ა“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესი (დანართი №1).
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს ჩამოსაწერ ძირითად საშუალებათა პასიური ნაწილის (შენობა-ნაგებობებისა და გადასაცემ მოწყობილობათა) ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტის ფორმა(დანართი №2).
მუხლი 3🔗
დამტკიცდეს ჩამოსაწერ ძირითად საშუალებათა აქტიური ნაწილის (ავტომობილების, მანქანა-დანადგარებისა და სხვა) ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტის ფორმა (დანართი№3).
მუხლი 4🔗
დამტკიცდეს ძირითადი აქტივების ლიკვიდაციის აქტის ფორმა (დანართი №4).
მუხლი 5🔗
დამტკიცდეს ძირითადი აქტივის ლიკვიდაციის შედეგების გამოთვლის აქტის ფორმა (ფორმა №5).
მუხლი 6🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ჭიათურის მუნიციპალიტეტის, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმოების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 2 ივნისის №8 დადგენილება (სსმ 06/06/2023, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.129.016411).
მუხლი 7🔗
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ციცქიშვილი
დანართი №1
ჭიათურის მუნიციპალიტეტის, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესი
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულება
ჭიათურის მუნიციპალიტეტის, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ჭიათურის მუნიციპალიტეტისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის პროცედურებს.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტება
1. ქონება – ჭიათურის მუნიციპალიტეტის, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების ბალანსზე რიცხული აქტივები;
2. ჩამოსაწერი ქონება – ამორტიზირებული ან/და გამოუყენებელი ქონება.
3. ინვენტარიზაციის კომისია – ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზირებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით მუნიციპალიტეტში, შესაბამის იურიდიულ პირში შექმნილი კომისია.
4. ქონების განადგურება – შესაბამის ორგანიზაციაზე/საწარმოზე ხელშეკრულების საფუძველზე მიღება-ჩაბარების აქტით გადაცემული ჩამოწერილი ქონება;
მუხლი 3🔗.
ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ბალანსიდან ჩამოწერა
1. მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ბალანსიდან ჩამოწერა ხორციელდება:
ა) მოძრავი ქონების – მუნიციპალიტეტის მერის ან მის მიერ უფლებამოსილი მისი მოადგილის გადაწყვეტილებით;
ბ) უძრავი ქონების – მუნიციპალიტეტის მერის ან მის მიერ უფლებამოსილი მისი მოადგილის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან შეთანხმებით.
2. მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების (შემდგომში – დაწესებულება) ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ბალანსიდან ჩამოწერა ხორციელდება:
ა) მოძრავი ქონების – დაწესებულების ხელმძღვანელი პირის ან მის მიერ უფლებამოსილი მისი მოადგილის გადაწყვეტილებითა და მუნიციპალიტეტის მერის თანხმობით;
ბ) უძრავი ქონების – მუნიციპალიტეტის მერის ან მის მიერ უფლებამოსილი მისი მოადგილის გადაწყვეტილებით, დაწესებულების ხელმძღვანელის წარდგინებით და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით.
მუხლი 4🔗.
ჩამოწერის მიზნით საინვენტარიზაციო კომისიის შექმნისა და ქონების ჩამოწერის წესი
1. მუნიციპალიტეტის, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების ბალანსზე რიცხული ძირითადი აქტივების ჩამოწერის მიზნით, ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე იქმნება საინვენტარიზაციო კომისია. მუნიციპალიტეტის, შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიული პირის საინვენტარიზაციო კომისია უნდა შედგებოდეს არანაკლებ ხუთი წევრისაგან, მათ შორის: თავმჯდომარე, მოადგილე, მდივანი, ბუღალტერი (აღრიცხვა ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი) და წევრ(ებ)ი, საინვენტარიზაციო კომისიის დასაკომპლექტებლად საშტატო ერთეულების არასაკმარისი რიცხოვნობის შემთხვევაში საინვენტარიზაციო კომისიის შემადგენლობა მტკიცდება მათი მაქსიმალური რაოდენობიდან გამომდინარე, მაგრამ არანაკლებ სამი წევრისა.
2. საინვენტარიზაციო კომისია სწავლობს ჩამოსაწერი ქონების ფაქტობრივ მდგომარეობას, შესაბამისი გადაწყვეტილებით ასაბუთებს ძირითადი აქტივების ჩამოწერის აუცილებლობას, ავსებს ამ დადგენილების თანდართულ ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტებს (№2 და №3 დანართები) და ძირითადი აქტივების ლიკვიდაციის აქტებს (№4 დანართი), თითოეულ ძირითად აქტივზე ცალ-ცალკე. საჭიროების შემთხვევაში საინვენტარიზაციო კომისიამ შესაძლებელია გამოიყენოს დარგის სპეციალისტის დასკვნა (შესაბამისი აუდიტორული ან საექსპერტო) ჩამოსაწერი ქონების შეფასების შესახებ. საინვენტარიზაციო კომისია ქონების ჩამოწერის შესახებ დასკვნას ზემოაღნიშნულ დოკუმენტაციასთან ერთად წარუდგენს მერს, კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს, რომელიც გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
მუხლი 5🔗.
ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონების (ჯართი, სამშენებლო მასალა, ვარგისი ნაწილები და სხვ.) განკარგვა
1. მუნიციპალიტეტის, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების ბალანსზე რიცხული ძირითადი აქტივების ჩამოწერის პროცედურის დასრულების შემდეგ და ამ დადგენილების №4 დანართის საფუძველზე ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონება (ჯართი, სამშენებლო მასალა, ვარგისი ნაწილები და სხვ.) აისახება ბალანსში მარაგების სახით ამ დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული აქტებით დადგენილი ღირებულების შესაბამისად.
2. ჩამოწერის შედეგად მიღებული და მარაგების სახით ბალანსზე აღრიცხული ქონების (ჯართი, სამშენებლო მასალა, ვარგისი ნაწილები და სხვ.) განკარგვას მუნიციპალიტეტი და მის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირები ახორციელებენ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 6🔗.
ჩამოწერილი და გამოუსადეგარი ძირითადი აქტივების განადგურება
1. ძირითადი აქტივების ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონება, რომლის რაიმე დანიშნულებით გამოყენება შეუძლებელია, მუნიციპალიტეტისა და მის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის გადაწყვეტილების საფუძველზე ექვემდებარება განადგურებას, რომელიც ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ქონების განადგურების პროცესს ესწრება ამავე ქონების ჩამოწერის მიზნით შექმნილი საინვენტარიზაციო კომისიის სრული შემადგენლობის სულ ცოტა ნახევარზე მეტი და დგება ჩამოწერილი ქონების განადგურების აქტი.
3. ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონების განადგურება უნდა განხორციელდეს ამ მიზნისათვის კანონმდებლობით გამოყოფილ ადგილებში.
4. ქონების განადგურების მართლზომიერებასა და შედეგებზე პასუხისმგებელია საინვენტარიზაციო კომისია.
დანართი №2
ჩამოსაწერ ძირითად საშუალებათა აქტიური ნაწილის (ავტომობილების, მანქანა-დანადგარებისა და სხვა) ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტის ფორმა
დაწესებულების დასახელება _______________________________________________________
20____ წლის „____“ „_________________“ მდგომარეობით
№
ძირი
თადი აქტივების დასა
ხელება
ექსპ
ლუა
ტაციაში შესვლის წელი
ექსპლუა
ტაციაში ყოფნის ვადა
ღირებულება გადაფა
სებამდე (ლარი)
ბუღალ
ტრული ცვეთა გადა
ფასებამდე
ფიზიკური ცვეთა გადაფა
სებამდე
ნარჩენი საბალანსო ღირებულება გად
აფასებამდე (ლარი გრ5, გრ9)
კოეფიციენტი საქართველოს პრეზიდენტის 09.06.1997 წ. №295 ბრძანების საფუძველზე
ღირე
ბულება გადა
ფასების შემდეგ (ლარი)
ცვეთა გადაფასების შემდეგ (ლარი)
საამორ
ტიზაციო ანარიცხის
ნორმა ძირითადი ფონდის სრულ აღდგე
ნაზე
ფიზიკური
ცვეთა
ნარჩენის
საბალანსო ღირე
ბულება
%
ლარი
%
ლარი
ბუღალ
ტრული ცვეთის %
საბოლოო ფაქტობ
რივი მდგომა
რეობით %
საბოლოო ბუღალ
ტრული მდგომა
რეობით %
ლარი
ლარი
აშშ დო
ლარი
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
კომისიის წევრები:
1. ____________________________
2. ____________________________
3. ____________________________
ვამტკიცებ:
დაწესებულების ხელმძღვანელი ---------------------------------------
ბ.ა.
დანართი №3
ჩამოსაწერ ძირითად საშუალებათა პასიური ნაწილის (შენობა-ნაგებობებისა და გადასაცემ მოწყობილობათა) ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტის ფორმა
20-- წლის „_____“ „_________________“ მდგომარეობით
№
ძირითადი აქტივების დასახე
ლება
ექსპლუა
ტაციაში შესვლის წელი
ექსპლუა
ტაციაში ყოფნის ვადა
ღირებულება გადა
ფასებამდე (ლარი)
ბუღალ
ტრული ცვეთა გადაფასებამდე
ფიზიკური ცვეთა
გადა
ფასე
ბამდე
ნარჩენი საბალანსო ღირე
ბულება გადა
ფასებამდე (ლარი გრ5, გრ9)
კოეფი
ციენტი საქართვ
ელოს პრეზი
დენტის 09.06.1997 წ. №295 ბრძანების საფუძველზე
ღირებულება გადაფასების შემდეგ
(ლარი)
ცვეთა გადა
ფასების შემდეგ (ლარი)
საამორტი
ზაციო ანარიცხის ნორმა ძირითადი ფონდის სრულ აღდ
გენაზე
ფიზიკური
ცვეთა
ნარჩენის
საბა
ლანსო
ღირე
ბულება
%
ლარი
%
ლარი
ბუღალ
ტრული ცვეთის %
საბოლოო ფაქტო
ბრივი მდგომა
რეობით %
საბოლოო ბუღალ
ტრული მდგომა
რეობით %
ლარი
ლარი
აშშ დო
ლარი
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
კომისიის წევრები:
1. ____________________________
2. ____________________________
3. ____________________________
ვამტკიცებ:
დაწესებულების ხელმძღვანელი ------------------------------
ბ.ა.
დანართი №4
ძირითადი აქტივების ლიკვიდაციის აქტის ფორმა
20____ წლის „____“ „_________________“ მდგომარეობით
№
ძირითადი აქტივების დასახელება
ექსპლუატაციაში შესვლის (გამოშვების წელი)
საწყისი საბალანსო ღირებულება გადაფასებამდე
ცვეთა გადაფასებამდე
გადაფასების კოეფიციენტი
საწყისი საბალანსო ღირებულება გადაფასების შემდეგ
ლარი
ცვეთა გადაფასების შემდეგ
ლარი
ნარჩენი საბალანსო ღირებულება ლარი
შენიშვნა
%
ლარი
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
კომისიის შემადგენლობა: ____________________________________________________________________________
___________________________________________________________________________________________________
___________________________________________________________________________________________________
შექმნილი 20____ წლის „____“ „____________“ N _________ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე,
რომელმაც დაათვალიერა ____________________________________________________________________________
___________________________________________________________________________________________________
__________________________________________________________________(ძირითადი საშუალების დასახელება)
აღმოჩნდა, რომ ძირითადი საშუალება ლიკვიდირებული უნდა იქნას შემდეგი საფუძვლით:
1. ექსპლუატაციაში შესვლის (გამოშვების) წელი ___________________________________
2. საწყისი საბალანსო ღირებულება ________________________________________________
3. ძირითადი აქტივის ტექნიკური მდგომარეობა და ლიკვიდაციის მიზეზი:
ა) ________________________________________________________________________________________________
ბ) ________________________________________________________________________________________________
გ) ________________________________________________________________________________________________
კომისიის დასკვნა: _________________________________________________________________________________
__________________________________________________________________________________________________
__________________________________________________________________________________________________
__________________________________________________________________________________________________
კომისიის წევრები:
1. _________________________________________________________________
2. _________________________________________________________________
3. _________________________________________________________________
4. _________________________________________________________________
კომისიის თავმჯდომარე : ______________________________________________________________________________
დანართი №5
ძირითადი აქტივის ლიკვიდაციის შედეგების გამოთვლის აქტის ფორმა
დანახარჯების ლიკვიდაცია
ლიკვიდაციის შედეგად მიღებული
დოკუმენტაციის დასახელება
დანახარჯების ჩამონათვალი
თანხა ლარი
დოკუმენტაციის დასახელება
ფასეულობათა სახეები
რაოდენობა
თანხა
ლარი
1
2
3
4
5
6
7
8
ლიკვიდაციის შედეგების საერთო თანხა: ______________________________ (_________________) ლარი.
ლიკვიდაციის შედეგი: _______________________________________________________________________
ბუღალტერი: ___________________________ „_____“ „______________________“ 20 _____ წელი
კომისიის თავმჯდომარე: ____________________________________________