ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წარმომადგენლობითი ხარჯების დაფინანსებისა და ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 10.11.2023
გამომცემი ორგანო ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №25
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.117.016566
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 14/11/2023
matsne.gov.ge 611 სიტყვა · ~3 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წარმომადგენლობითი ხარჯების დაფინანსებისა და ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 30.03.2023 ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წარმომადგენლობითი ხარჯების დაფინანსებისა და ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 30.06.2023 ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წარმომადგენლობითი ხარჯების დაფინანსებისა და ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 28.04.2023 ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წარმომადგენლობითი ხარჯების დაფინანსებისა და ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 29.02.2024 საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წარმომადგენლობითი ხარჯების დაფინანსებისა და ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 29.09.2023

დოკუმენტის ტექსტი

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წარმომადგენლობითი ხარჯების დაფინანსებისა და ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №25 2023 წლის 10 ნოემბერი ქ. ამბროლაური ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წარმომადგენლობითი ხარჯების დაფინანსებისა და ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, 24-ე  მუხლის  მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების საფუძველზე, ამბროლაურის  მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს : მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წარმომადგენლობითი ხარჯების დაფინანსებისა და ხარჯვის წესი“, დანართის №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს თანდართული განაცხადის ფორმები, დანართი №2-ის და დანართი №3-ის  შესაბამისად. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეასლან საგანელიძე დანართი N1 ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წარმომადგენლობითი ხარჯების დაფინანსებისა და ხარჯვის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულება ეს წესი აწესრიგებს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანი შეხვედრების, მიღებების, სემინარების, კონფერენციების მოწყობასთან, სახელმწიფო და სხვა დაწესებულებების, ორგანიზაციების, ასევე საზღვარგარეთის წარმომადგენელთა მიღებასა და მომსახურებასთან დაკავშირებულ ხარჯებს, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში და უზრუნველყოფს ამ მიზნით გასატარებელი ღონისძიებების ორგანიზაციული საკითხების მოგვარებას. მუხლი 2🔗. წარმომადგენლობითი ხარჯების შემადგენლობა წარმომადგენლობით ხარჯებს განეკუთვნება: ა) საერთაშორისო და შიდა დანიშნულების კონფერენციების, სემინარების, თათბირების, მიღებების და შეხვედრებისათვის (მათ შორის, საპატიო მოქალაქეების დაჯილდოვებასთან) გაწეული ხარჯები; ბ) მუნიციპალიტეტის სახელით გამართული ღონისძიებებისათვის, აგრეთვე სტუმრების მომსახურების უზრუნველსაყოფად გასაწევი ხარჯები, მათ შორის: ბ.ა) საკონსულო მომსახურების (ვიზების გაფორმება-გაგრძელება) ხარჯები; ბ.ბ) აეროპორტში დახვედრა-გაცილების ხარჯები; ბ.გ) სატრანსპორტო მომსახურების ხარჯები; ბ.დ) სასტუმროს მომსახურების ხარჯები; ბ.ე) მიღებებისა და წვეულებებისთვის (წვენები, მინერალური წყლები, ჩაი, ყავა, საუზმე, სადილი, ვახშამი, ბანკეტი) გათვალისწინებული ხარჯები; ბ.ვ) საექსკურსიო და კულტურულ-სანახაობითი ღონისძიებების ხარჯები; ბ.ზ) სუვენირების შეძენის ხარჯები; ბ.თ) მთარგმნელის მომსახურების ანაზღაურების ხარჯები. მუხლი 3🔗. დაფინანსების წყარო 1. წარმომადგენლობითი ღონისძიებების დაფინანსება ხორციელდება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის დამტკიცებული ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. 2. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახური ბიუჯეტის პროექტის შედგენისას, მერიის საფინანსო სამსახურს წარუდგენს ღონისძიებათა ჩამონათვალსა და სავარაუდო ხარჯთაღრიცხვას, რომელსაც საფინანსო სამსახური, მომავალი წლის ბიუჯეტის მომზადებისას, ითვალისწინებს შესაძლებლობის ფარგლებში. 3. ინფორმაცია, განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ, სავარაუდო ხარჯთაღრიცხვასთან ერთად, მერიის ადმინისტრაციულ სამსახურს წარედგინება მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირების მოხსენებითი ბარათით, ხოლო, საკრებულოს შემთხვევაში, საკრებულოს თავმჯდომარის წერილობითი მიმართვით. მუხლი 4🔗. სახსრების ხარჯვის წესი 1. წარმომადგენლობითი ხარჯებით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელების შესახებ მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების მიერ ივსება განაცხადი დანართი №1-ისა და №2-ის შესაბამისად, რომელიც თანხმდება კურატორ მერის მოადგილესთან. შეთანხმების შემდგომ, განაცხადი წარედგინება მერიის ადმინისტრაციულ სამსახურს, შემდგომში საფინანსო სამსახურში წარდგენის მიზნით. 2. ღონისძიებების ჩატარების შემდგომ, ღონისძიების დაგეგმვა/განხორციელებაში მონაწილე სტრუქტურული ერთეულების/პირების მიერ წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის (საკრებულოს შემთხვევაში, საკრებულოს თავმჯდომარის წერილობითი მიმართვის) საფუძველზე, მერიის ადმინისტრაციული სამსახური მერის სახელზე ამზადებს მოხსენებით ბარათს, რომელიც უნდა მოიცავდეს: ინფორმაციას ღონისძიებაში მონაწილე პირების შესახებ, ღონისძიების მიზანს, მიღებულ გადაწყვეტილებათა ჩამონათვალს (ასეთის არსებობის შემთხვევაში). მოხსენებით ბარათს უნდა დაერთოს გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული ხარჯების ამსახველი დოკუმენტები (ანგარიშ-ფაქტურა, სასაქონლო ზედნადები და სხვა). აღნიშნულის საფუძველზე, მერის რეზოლუციით, საფინანსო სამსახური ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს. 3. ღონისძიებების ორგანიზება-განხორციელებაში მონაწილე პირები პასუხისმგებელნი არიან ხარჯების მიზნობრივად განკარგვაზე. 4. წარმომადგენლობით ღონისძიებებთან დაკავშირებული ხარჯები უნდა განხორციელდეს უნაღდო ანგარიშსწორების წესით. დანართი №2 გ ა ნ ა ც ხ ა დ ი დელეგაციების მიღებისა და ცალკეული პირების ვიზიტის მომზადებისათვის  ქ. ამბროლაური                                                                                                          ,,----- “  წელი. 1. განმცხადებელი: _____________________________________________________________________________________________ (სტრუქტურული ერთეული) _______________________________________________________________________ 2. გამგზავრების ადგილი: _______________________________________________                                (ქვეყანა, ქალაქი, ორგანიზაცია, ვიზიტის ხანგრძლივობა) _______________________________________________________________________ 3. ვინ მიემგზავრება: ____________________________________________________                                                              (თანამდებობა, სახელი, გვარი) _______________________________________________________________________ ________________________________________________________________________ ________________________________________________________________________ 4. ვიზიტის განხორციელებისას გვესაჭიროება: ა) საკონსულო მომსახურება ______________________________________ ბ)სასტუმრო_____________________________________________________                            (ქალაქი, ჩასვლის თარიღი, ცხოვრების ხანგრძლივობა) გ) სამგზავრო ბილეთები _________________________________________                                           (ტრანსპორტის სახეობა, მიმართულება, თარიღი) დ) საქმიანი შეხვედრები __________________________________________                                              (ქალაქი, ორგანიზაცია, თარიღი, დრო) __________________________________________________________________________ __________________________________________________________________________ __________________________________________________________________________ ე) კულტურული პროგრამა ________________________________ ____________________________________________________________________________    ,,განმცხადებელი“                                                         შეთანხმებულია: ____________________________ __________________________        ( სამსახურის უფროსი)                                                                            (კურატორი მოადგილე) დანართი N3 გ ა ნ ა ც ხ ა დ ი (დაკვეთა) გათვალისწინებული ღონისძიებების ჩატარებისათვის               ქ. ამბროლაური                                                                                  ,, ----------------“     წელი. 1. განმცხადებელი: ________________________________________________________ (სტრუქტურული ერთეულის დასახელება, თანამდებობის პირის გვარი, სახელი, მამის სახელი) ______________________________________________________________________________ 2. განაცხადის შინაარსი: _______________________________________________________                                                                      (ღონისძიების დასახელება) 3. ღონისძიების ჩატარების ადგილი: _____________________________________________                                                                            (ქალაქი, დაბა, სოფელი) 4. ღონისძიების ჩატარების ვადები: ______________________________________________                                                                        (წელი, თვე, რიცხვი, ხანგრძლივობა) 5. ღონისძიებაში მონაწილეთა რაოდენობა და შემადგენლობა ______________________________________________________________________________ (რამდენი ოფიციალური პირი მიიღებს მონაწილეობას ღონისძიებაში და მათი შემადგენლობა)  განმცხადებელი:                                                                         შეთანხმებულია: ______________________          ___________________________ (სამსახურის უფროსი)                                                                                     (კურატორი მოადგილე)