„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „შეღავათები მუნიციპალურ ტრანსპორტზე“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის’’ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის N87 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№108
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.160.016841
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/12/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №108

2023 წლის 21 დეკემბერი

ქ. რუსთავი

 

„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „შეღავათები მუნიციპალურ ტრანსპორტზე“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №87 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის  შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „შეღავათები მუნიციპალურ ტრანსპორტზე“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის’’ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №87 დადგენილების (www.matsne.gov.ge 26/12/2018წ., 010250050.35.160.016523) პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართი №1-ში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება: 

) მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსისქვეპუნქტი:

„ლ) ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული შეზღუდული შესაძლებლობების პირის სტატუსის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვის და აუტიზმის სპექტრის დარღვევის (F84.0 – F84.9) მქონე ბავშვის ერთ-ერთი მშობელი (დედა ან მამა).

) მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსისქვეპუნქტი:

„მ) ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებულ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარეები.“

) მე-3 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირებს 0.50 ლარის ოდენობით.“

) მე-3 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“, „ვ“, „ზ“, „კ“, „მ“ ქვეპუნქტებითა და 11 პუნქტით გათვალისწინებულ პირებს 0.30 ლარის ოდენობით.“

) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი კატეგორიის მქონე პირებთან დაკავშირებით შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა ეკისრებათ სსიპ – ქალაქ რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელს და ქალაქ გარდაბნის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელს, ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო ა(ა)იპ – რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანება „ილია ჭავჭავაძის სახელობის მთავარი ბიბლიოთეკის“ დირექტორს, ა(ა)იპ – გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალური თეატრის“ ხელმძღვანელს, ა(ა)იპ „რუსთავის ისტორიულ მუზეუმის“ დირექტორს, ა(ა)იპ „ქალაქ რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის“ დირექტორს, ა(ა)იპ „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცენტრის“ დირექტორს, ა(ა)იპ „რუსთავსერვის ცენტრის“ დირექტორს, ა(ა)იპ - „საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის“ დირექტორს, ა(ა)იპ „რუსთავის წმინდა აკაკი მორჩილის სახელობის მოხუცებულთა სახლის“ დირექტორს, ა(ა)იპ „რუსთავის კორპუსის“ დირექტორს.“

) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსისდაქვეპუნქტები:

„გ) მე -2 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობისას განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს შვილის დაბადების მოწმობა და შშმ პირის სტატუსის  დამადასტურებელი ცნობა; ხოლო აუტიზმის სპექტრის დარღვევის (F84.0 – F84.9) მქონე ბავშვთა შეღავათებისას ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV- 100/ა).

დ) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობისას განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი ცნობა.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენოდარი შეროზია