„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 22 ოქტომბრის N273 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№92
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.160.016825
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/12/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №92

2023 წლის 21 დეკემბერი

ქ. რუსთავი

 

„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 22 ოქტომბრის №273 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 22 ოქტომბრის №273 დადგენილების (www.matsne.gov.ge; 25/10/2021წ; 010250050.35.160.016709) პირველი მუხლით დამტკიცებულ „ელექტრონული საქმისწარმოების წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:     

ა) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მერიაში შემოსული ელექტრონული და მატერიალური დოკუმენტების, ასევე მერიის ელექტრონულ მისამართზე rustavi.municipality@rustavi.gov.ge გამოგზავნილი დოკუმენტების მიღება-რეგისტრაციას ახორციელებს მერიის ადმინისტრაციის მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი (მის: ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი N20ბ), ხოლო ადმინისტრაციული ერთეულების შემთხვევაში - მერიის მერის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციისა და შრომის უსაფრთხოების განყოფილების თანამშრომლები, რომელთათვისაც ელექტრონულ სისტემაში დაშვებულია კანცელარიის ფუნქცია.“

ბ)მე-4  მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. შემოსული დოკუმენტების მიღება-რეგისტრაცია ხდება დოკუმენტების შემოსვლის დღესვე ან მომდევნო სამუშაო დღეს, თუ დოკუმენტები შემოსულია 19:00 საათის შემდეგ ან თუ ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის ხარვეზის გამო ვერ ხერხდება დოკუმენტის იმავე დღეს რეგისტრაცია. ამ შემთხვევაში, მოქალაქეთა მომსახურების ცენტრის შესაბამისი თანამშრომელი, ხოლო ადმინისტრაციული ერთეულის შემთხვევაში, შესაბამისი სპეციალისტი/მერის წარმომადგენელი, შემოსული დოკუმენტის მარჯვენა ქვედა კუთხეში დაესვამს შტამპს შემოსვლის თარიღის აღნიშვნით, ხოლო ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში მისი მიღება-რეგისტრაცია შესაძლებელია განხორციელდეს მომდევნო სამუშაო დღეს.“

გ) მე-4  მუხლის 21-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. დედანი დოკუმენტი მატერიალური სახით გადაეცემა შემსრულებელს და გადაცემა ფორმდება შესაბამის ჟურნალში რეგისტრაციის გზით.“

დ) მე-5 მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. ელექტრონულ დოკუმენტბრუნვაში მერიის პირველად სტრუქტურულ ერთეულებს ენიჭებათ შესაბამისი ნომრები (ინდექსი), რაც გამოსახულია აღნიშნული სამსახურის მიერ მომზადებული დოკუმენტის უნიკალურ ნომერში:

01 - მერიის ადმინისტრაცია;

02 - ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახური;

03 - ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტრანსპორტის სამსახური;

04 - საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური;

05 - არქიტექტურის სამსახური;

06 - მუნიციპალური ინსპექცია;

07 - შიდა აუდიტის სამსახური;

08 - ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების სამსახური;

09 - განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური.”.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 01 იანვრიდან.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენოდარი შეროზია

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 22 ოქტომბრის N273 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 22 ოქტომბრის N273 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 21.12.2023.
როდის იქნა მიღებული „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 22 ოქტომბრის N273 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 22 ოქტომბრის N273 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 21.12.2023. მიმღები ორგანო — ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №92. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.160.016825.
რამდენი მუხლისგან შედგება „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 22 ოქტომბრის N273 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 22 ოქტომბრის N273 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 22 ოქტომბრის N273 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.12.2023 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 22 ოქტომბრის N273 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №92, 21.12.2023, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.160.016825 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.12.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6007125/