„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 27 დეკემბრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№17
სარეგისტრაციო კოდი
010250000.35.114.016546
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/12/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №17

2025 წლის 26 დეკემბერი

დაბა ჩოხატაური

 

„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 27 დეკემბრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ვ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20  მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე ჩოხატაურის  მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1

1.1. დადგენილების დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკრებულოს აპარატის  საჯარო მოსამსახურეებია:

ა) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი) – აპარატის უფროსი (შემდგომში – აპარატის უფროსი);

ბ) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე (ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი) – აპარატის უფროსის მოადგილე (შემდგომში აპარატის უფროსის მოადგილე);

გ) მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – განყოფილების უფროსი (შემდგომში განყოფილების უფროსი);

დ) უფროსი სპეციალისტები;

ე) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები.

1.2. დადგენილების დანართის მე-7 მუხლში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით :

„მუხლი 7. საჯარო მოსამსახურეთა დანიშვნისა და შეფასების წესი

1. აპარატის საჯარო მოსამსახურეები თანამდებობაზე ინიშნებიან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

2. აპარატის საჯარო მოსამსახურეებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.

3. აპარატის საჯარო მოსამსახურეები ასრულებენ კანონმდებლობით, ამ დებულებითა და თანამდებობისათვის დადგენილი სამუშაო აღწერილობის შინაარსით გათვალისწინებულ  მოვალეობებს.

4.  საკრებულოს აპარატის პროფესიული საჯარო  მოხელის შეფასება ხდება 6 თვეში ერთხელ „პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 აპრილის №220 დადგენილებით დამტკიცებული მოხელის შეფასების წესის შესაბამისად.“

1.3. დადგენილების დანართის V თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საკრებულოს აპარატის განყოფილებების ფუნქციები ‘’

1.4. ამოღებულ იქნეს დადგენილების დანართის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის კ) და ლ) ქვეპუნქტები;

1.5. დადგენილების დანართის მე-11 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს  შემდეგი შინაარსის ვ) ქვეპუნქტი

„ვ) მერიასთან, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან და სხვა მუნიციპალიტეტების ორგანოებთან  საკრებულოს ურთიერთობების ორგანიზება.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარედავით შარაშიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 27 დეკემბრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 27 დეკემბრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 26.12.2025.
როდის იქნა მიღებული „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 27 დეკემბრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 27 დეკემბრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 26.12.2025. მიმღები ორგანო — ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №17. სარეგისტრაციო კოდი — 010250000.35.114.016546.
რამდენი მუხლისგან შედგება „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 27 დეკემბრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 27 დეკემბრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 27 დეკემბრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.12.2025 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 27 დეკემბრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №17, 26.12.2025, სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.114.016546 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6731759/