საქართველოს კურორტების, საკურორტო ადგილების, სამთო-სათხილამურო ცენტრებისა და შავი ზღვის სანაპიროს ტერიტორიებისათვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და მათი საზღვრების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 20.12.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №496
სარეგისტრაციო კოდი 370060000.10.003.024329
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/12/2023
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.12.2023 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქალაქ დუშეთის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ იმ დასახლებათა (მათ შორის, მაღალმთიან დასახლებათა) ნუსხის განსაზღვრის შესახებ, სადაც 2023 წელს სანოტარო მომსახურება სათანადოდ ხელმისაწვდომი არ არის ტექნიკური რეგლამენტის – კინტრიშის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე ქალაქ ჩხოროწყუს ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის - გენერალური გეგმისა და განაშენიანების გეგმის დამტკიცების თაობაზე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გოგაშენის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი, ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურული
მემკვიდრეობის ძეგლის- სოფელ ჭაჭკარის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებისა და განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კურორტების, საკურორტო ადგილების, სამთო-სათხილამურო ცენტრებისა და შავი ზღვის სანაპიროს ტერიტორიებისათვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და მათი საზღვრების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №496
2023 წლის 20 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს კურორტების, საკურორტო ადგილების, სამთო-სათხილამურო ცენტრებისა და შავი ზღვის სანაპიროს ტერიტორიებისათვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და მათი საზღვრების დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 36-ე მუხლის პირველი ნაწილისა და „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 75 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე:
1. გუდაურისა და ხადის ხეობას მიენიჭოს სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსი და დამტკიცდეს:
ა) გუდაურისა და ხადის ხეობის სარეკრეაციო ტერიტორია (დანართი №1);
ბ) გუდაურისა და ხადის ხეობის სარეკრეაციო ტერიტორიის საზღვრების რუკა (დანართი №2);
გ) სარეკრეაციო ტერიტორიის გუდაურის საზღვრების რუკა (დანართი №3);
დ) სარეკრეაციო ტერიტორიის ხადის ხეობის საზღვრების რუკა (დანართი №4).
2. ურეკი-შეკვეთილისთვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსი მინიჭებულია და საზღვრები დამტკიცებულია „ურეკი-შეკვეთილისთვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 ივნისის №273 დადგენილებით.
3. ბახმაროსთვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსი მინიჭებულია და საზღვრები დამტკიცებულია „ბახმაროსთვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 3 ივლისის №313 დადგენილებით.
4. ბაკურიანისთვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსი მინიჭებულია და საზღვრები დამტკიცებულია „ბაკურიანისთვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 მარტის №116 დადგენილებით.
მუხლი 2🔗
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებიდან გამომდინარე, ამ დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების საკითხის განხილვისას, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილმა ორგანომ, ამავე კანონის 51 მუხლის მე-2 პუნქტის გათვალისწინებით, იხელმძღვანელოს ამავე ტერიტორიებზე დამტკიცებული გეგმებით, მათ შორის, გათვალისწინებულ იქნეს ტერიტორიები, სადაც აღნიშნული გეგმების ფარგლებში მოწყობილია ან დაგეგმილია, მოეწყოს საკურორტო და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურა (რომელიც შესაძლოა, მოიცავდეს (მაგრამ არ შემოიფარგლებოდეს) ზელოკალური სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ტერიტორიას, ლოკალური ტრანსპორტის ტერიტორიას, სამთო-სათხილამურო მომსახურების ობიექტებს (სასრიალო ტრასები, საბაგიროები, ანგარის შენობა და ა. შ.), წყლის ხელოვნურ რეზერვუარსა და ხელოვნური გათოვლიანების სისტემებს, სერვისცენტრებსა და მის დამხმარე ნაგებობებს, ტურისტულ ბილიკებს, ველობილიკებს/ველოპარკებს, ბულვარებს, ატრაქციონებს, სოციალური მომსახურების/საგანმანათლებლო/სამედიცინო/ სპორტულ ობიექტებს), რათა უზრუნველყოფილ იქნეს საკურორტო და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის ფუნქციონირება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი