“საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოების, სპეციალიზებული განყოფილებებისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის არქივების სალიკვიდაციო ღონისძიებების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 27 იანვრის №163 ბრძანებაში ცვლიელებბის შეტანის თაობაზე"

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№660
სარეგისტრაციო კოდი
040.200.010.22.027.007.250
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 45, 18/04/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.200.010.22.027.007.250

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №660

2005 წლის 18 აპრილი

ქ. თბილისი

,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოების, სპეციალიზებული განყოფილებებისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის არქივების სალიკვიდაციო ღონისძიებების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 27 იანვრის №163 ბარძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ:

1. ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოების, სპეციალი-ზებული განყოფილებებისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის არქივების სალიკვიდაციო ღონისძიებების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 27 იანვრის  №163 ბარძანების:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. 2005 წლის 1 ივლისამდე ლიკვიდირებულ იქნეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოები, სპეციალიზებული განყოფილებები და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის არქივები.”.

ბ) მესამე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. დაევალოს სალიკვიდაციო კომისიას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოების, სპეციალიზებული განყოფილებებისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის არქივების ლიკვიდაციის მიზნით, 2005 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული, საკადრო, მატერიალურ-ტექნიკური, სამართლებრივი და სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.”.

2. ეს ბრძანება ძალაშია 2005 წლის 15 აპრილიდან.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის პირველი

მოადგილე          ე. გურეშიძე