“საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოების, სპეციალიზებული განყოფილებებისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის არქივების სალიკვიდაციო ღონისძიებების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 27 იანვრის №163 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1894
სარეგისტრაციო კოდი
040.200.010.22.027.007.796
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 120, 19/10/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.200.010.22.027.007.796

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №1894

2005 წლის 18 ოქტომბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოების, სპეციალიზებული განყოფილებებისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის არქივების სალიკვიდაციო ღონისძიებების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 27 იანვრის №163 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ:

მუხლი 1. “საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოების, სპეციალიზებული განყოფილებებისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის არქივების სალიკვიდაციო ღონისძიებების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 27 იანვრის №163 ბრძანების:

ა) პირველ და მესამე პუნქტებში სიტყვები    ,,2005 წლის 1 ნოემბრამდე” შეიცვალოს სიტყვებით ,,2006 წლის 1 იანვრამდე”.

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. შეიქმნას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოების, სპეციალიზებული განყოფილებებისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის არქივების სალიკვიდაციო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

კონსტანტინე ვარძელაშვილი – იუსტიციის მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე;

ირაკლი ფორჩხიძე – სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტის უფროსი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;

ლაშა მოისწრაფიშვილი – საკადრო საკითხთა დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი;

მალხაზ ხულორდავა – ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, კომისიის წევრი;

ნატო გაგნიძე – სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, კომისიის წევრი;

თეიმურაზ მთივლიშვილი – სამართლებრივი ექსპერტიზის დეპარტამენტის მრჩეველი, კომისიის წევრი.“

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. კემულარია