“საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოების, სპეციალიზებული განყოფილებებისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის არქივების სალიკვიდაციო ხონისძიებების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 27 იანვრის №163 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№216
სარეგისტრაციო კოდი
040.200.010.22.027.008.073
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 13, 30/01/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.200.010.22.027.008.073

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №216

2006 წლის 30 იანვარი

ქ. თბილისი

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოების, სპეციალიზებული განყოფილებებისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის არქივების სალიკვიდაციო ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 27 იანვრის №163 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოების, სპეციალიზებული განყოფილებებისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის არქივების სალიკვიდაციო ღონისძიებების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 27 იანვრის №163 ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქ. თბილისის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის №1, №2, №3, №4 და №5 ორგანოების, ქ. თბილისის გარდაცვლილთა სარაიონთაშორისო სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილების, ამბროლაურის რ-ნის, ახალქალაქის რ-ნის, ბოლნისის რ-ნის, თელავის რ-ნის, მარნეულის რ-ნის, მცხეთის რ-ნის, ნინოწმინდის რ-ნის, ოზურგეთის რ-ნის, ახალციხის რ-ნის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოების, ქ. გორის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის №1 და №2 ორგანოების, ქ. ბათუმის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს, ქ. ქუთაისის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის №1 და №2 ორგანოების, ქ. რუსთავის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს, ქ. ზუგდიდის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის №1 და №2 ორგანოების ლიკვიდაციის დღედ ჩაითვალოს 2005 წლის 5 სექტემბერი, ხოლო სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის დანარჩენი ორგანოების ლიკვიდაციის დღედ ჩაითვალოს 2005 წლის 12 სექტემბერი. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალიზებული განყოფილებებისა (გარდა ქ. თბილისის გარდაცვლილთა სარაიონთაშორისო სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილებისა) და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის არქივების ლიკვიდაციის დღედ ჩაითვალოს 2006 წლის 30 იანვარი“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ქავთარაძე