„დაბა ბაკურიანისა და სოფელი დიდი მიტარბის ტერიტორიულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M3 კატეგორიის ავტობუსით მარშრუტების დადგენის, სამგზავრო მარშრუტებზე ტარიფების, ფასდაკლების სისტემის, მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზებისა და ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 26 აგვისტოს №83 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№49
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.139.016541
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/12/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №49

2023 წლის 22 დეკემბერი

ქ. ბორჯომი

„დაბა ბაკურიანისა და სოფელ დიდი მიტარბის ტერიტორიულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M3 კატეგორიის ავტობუსით მარშრუტების დადგენის, სამგზავრო მარშრუტებზე ტარიფების, ფასდაკლების სისტემის, მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზებისა და ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 26 აგვისტოს №83 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „დაბა ბაკურიანისა და სოფელ დიდი მიტარბის ტერიტორიულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M3 კატეგორიის ავტობუსით მარშრუტების დადგენის, სამგზავრო მარშრუტებზე ტარიფების, ფასდაკლების სისტემის, მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზებისა და ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 26 აგვისტოს №83 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 010250050.35.139.016473, 29/08/2022 წელი) და დადგენილების

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დაბა ბაკურიანისა და სოფელ დიდი მიტარბის ტერიტორიულ საზღვრებში, ასევე, დაბა ბაკურიანიდან სოფელი ანდეზიტისა და ციხისჯვრის მიმართულებით ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M3 კატეგორიის ავტობუსით მარშრუტებისა და სამგზავრო მარშუტებზე ტარიფების განსაზღვრის, მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზებისა და ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი (უფასო) მგზავრობის შესახებ“;

ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ მუხლი 1

1. დადგინდეს დაბა ბაკურიანისა და სოფელ დიდი მიტარბის საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M3 კატეგორია) მოძრაობის მარშრუტები:

ა) ავტობუსი №1

პოლიცია-დიდველი  (ბორჯომის ქუჩა, თავისუფლების ქუჩა, აღმაშენებლის ქუჩა).

უკუმიმართულება – აღმაშენებლის ქუჩა, თავისუფლების ქუჩა, ბორჯომის ქუჩა.

ბ) ავტობუსი №2

ავტოსადგური-წაქაძის ქუჩა (წრიული) – თამარ მეფის ქუჩა, აღმაშენებლის ქუჩა, წაქაძის ქუჩა, ბორჯომის ქუჩა, თამარ მეფის ქუჩა.

გ) ავტობუსი №3

ავტოსადგური-დიდი მიტარბი (თამარ მეფის ქუჩა, თავისუფლების ქუჩა, 9 აპრილის ქუჩა, „კოხტას ძირი“).

უკუმიმართულება – „კოხტას ძირი“, 9 აპრილის ქუჩა, თავისუფლების ქუჩა, თამარ მეფის ქუჩა).

2. დადგინდეს დაბა ბაკურიანიდან სოფელ ანდეზიტისა და ციხისჯვრის მიმართულებით  რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M3 კატეგორია) მოძრაობის მარშრუტი:

დაბა ბაკურიანის ავტოსადგური – სოფელი ანდეზიტი – სოფელი ციხისჯვარი.

უკუმიმართულება – სოფელი ციხისჯვარი – სოფელი ანდეზიტი – დაბა ბაკურიანის ავტოსადგური“;

გ) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2

დადგინდეს დაბა ბაკურიანისა და სოფელ დიდი მიტარბის ადმინისტრაციულ საზღვრებში, ასევე, დაბა ბაკურიანიდან სოფელ ანდეზიტისა და ციხისჯვრის მიმართულებით ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული M3 კატეგორიის ავტობუსით რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ტარიფი 1 (ერთი) ლარის ოდენობით.“;

დ) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3

დაბა ბაკურიანისა და სოფელ დიდი მიტარბის ადმინისტრაციულ საზღვრებში, ასევე, დაბა ბაკურიანიდან სოფელ ანდეზიტისა და ციხისჯვრის მიმართულებით/უკუმიმართულებით, ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული M3 კატეგორიის ავტობუსით რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას უფასო მგზავრობის უფლება მიეცეთ:

ა) დაბა ბაკურიანსა და სოფელ დიდ მიტარბში რეგისტრირებულ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირებს;

ბ) დაბა ბაკურიანსა და სოფელ დიდ მიტარბში  რეგისტრირებულ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების ვეტერანებს;

გ) დაბა ბაკურიანისა და სოფელ დიდ მიტარბში   მცხოვრებ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 65001-ზე ნაკლებია;

დ) დაბა ბაკურიანის და სოფელ დიდი მიტარბის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების და ავტორიზებული კერძო სამართლის სამეწარმეო ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეებს.“;

ე) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 4

დაბა ბაკურიანისა და სოფელ დიდი მიტარბის  ადმინისტრაციულ საზღვრებში, ასევე დაბა ბაკურიანიდან სოფელ ანდეზიტისა და სოფელ ციხისჯვრის მიმართულებით, ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის გადახდის სისტემას ნერგავს და ამ დადგენილებით განსაზღვრული მგზავრობის საფასურის მოკრებას ახორციელებს სააგენტოს მიერ შერჩეული შესაბამისი უფლებამოსილი სუბიექტი“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ზაალიშვილი