“საქართველოს პროკურატურის მუშაკთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ"
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 110.060.010.39.036.007.268
საქართველოს გენერალური პროკურორის
ბრძანება №5
2005 წლის 20 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს პროკურატურის მუშაკთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
„პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის „ო” ქვეპუნქტისა და „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს პროკურატურის მუშაკთა თანდართული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
ზ. ადეიშვილი
დანართი
საქართველოს პროკურატურის მუშაკთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
1. „პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 49-ე მუხლის „ა” და „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროკურატურის მუშაკთათვის _ კომპიუტერული პროგრამების (Windows XP და Word) ცოდნა.
2. საქართველოს გენერალური პროკურატურის ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსისათვის _ უმაღლესი ეკონომიკური განათლება, კომპიუტერული პროგრამების (Windows XP, Excel და Word) ცოდნა და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.
3. საქართველოს გენერალური პროკურატურის ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილისათვის _ უმაღლესი ეკონომიკური განათლება, კომპიუტერული პროგრამების (Windows XP, Excel და Word) ცოდნა და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.
4. საქართველოს გენერალური პროკურატურის ეკონომიკური დეპარტამენტის მთ. ბუღალტრისათვის _ უმაღლესი ეკონომიკური განათლება, კომპიუტერული პროგრამების (Windows XP, Excel და Word) ცოდნა და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.
5. საქართველოს გენერალური პროკურატურის ეკონომიკური დეპარტამენტის მთ. ბუღალტრის მოადგილისათვის _ უმაღლესი ეკონომიკური განათლება, კომპიუტერული პროგრამების (Windows XP, Excel და Word) ცოდნა და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება.
6. საქართველოს გენერალური პროკურატურის ეკონომიკური დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსისათვის _ უმაღლესი ეკონომიკური განათლება, კომპიუტერული პროგრამების (Windows XP, Excel და Word) ცოდნა და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.
7. საქართველოს გენერალური პროკურატურის ეკონომიკური დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის მოადგილისათვის _ უმაღლესი ეკონომიკური განათლება, კომპიუტერული პროგრამების (Windows XP, Excel და Word) ცოდნა და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება.
8. საქართველოს გენერალური პროკურატურის ეკონომიკური დეპარტამენტის მრჩევლისათვის _ უმაღლესი განათლება, კომპიუტერული პროგრამების ცოდნა და პროგრამისტად ან ქსელის ადმინისტრატორად მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება.
9. საქართველოს გენერალური პროკურატურის ეკონომიკური დეპარტამენტის საბუღალტრო აღრიცხვისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოების მრჩევლისათვის _ უმაღლესი ეკონომიკური განათლება, კომპიუტერული პროგრამების (Windows XP, Excel და Word) ცოდნა.
10. საქართველოს გენერალური პროკურატურის აპარატის მრჩევლისათვის _ უმაღლესი განათლება, კომპიუტერული პროგრამების (Windows XP და Word) ცოდნა.
11. საქართველოს გენერალური პროკურატურის აპარატის სამმართველოს უფროსისათვის _ უმაღლესი განათლება, კომპიუტერული პროგრამების (Windows XP და Word) ცოდნა და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.
12. საქართველოს გენერალური პროკურატურის აპარატის სამმართველოს უფროსის მოადგილისათვის _ უმაღლესი განათლება, კომპიუტერული პროგრამების (Windows XP და Word) ცოდნა და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება.
13. საქართველოს გენერალური პროკურატურის აპარატის სამმართველოს განყოფილების უფროსისათვის და მრჩევლისათვის _ უმაღლესი განათლება, კომპიუტერული პროგრამების (Windows XP, და Word) ცოდნა.
14. საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის მრჩევლისათვის _ უმაღლესი განათლება, კომპიუტერული პროგრამების (Windows XP და Word) ცოდნა.
15. საქართველოს გენერალური პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფის (გარდა საქართველოს გენერალური პროკურატურის აპარატის, აპარატის სამმართველოს, სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის, ეკონომიკური დეპარტამენტის და ეკონომიკური დეპარტამენტის სამმართველოების) მრჩევლისათვის _ უმაღლესი იურიდიული განათლება, კომპიუტერული პროგრამების (Windows XP და Word) ცოდნა.
16. ქ. თბილისის და საოლქო პროკურატურების კანცელარიის უფროსებისათვის _ უმაღლესი განათლება, კომპიუტერული პროგრამების (Windows XP და Word) ცოდნა.
17. ქ. თბილისის და საოლქო პროკურატურების კანცელარიის მრჩევლებისათვის _ უმაღლესი განათლება, კომპიუტერული პროგრამების (Windows XP და Word) ცოდნა.
18. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურების კანცელარიის უფროსებისათვის _ უმაღლესი განათლება, კომპიუტერული პროგრამების (Windows XP და Word) ცოდნა.
19. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურების კანცელარიის მრჩევლებისათვის _ უმაღლესი განათლება, კომპიუტერული პროგრამების (Windows XP და Word) ცოდნა.
20. რაიონული პროკურატურების კანცელარიის უფროსებისათვის _ უმაღლესი განათლება, კომპიუტერული პროგრამების (Windows XP და Word) ცოდნა.