📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 21.12.2023
ძალაში შესვლა 01.01.2024
გამომცემი ორგანო სენაკის მუნიციპალიტეტი
ნომერი №23
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.108.016525
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/12/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 477 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.12.2023 მიღება
01.01.2024 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე საბა ოდიშარია სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 19.05.2023 ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 07.04.2022 ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 26.04.2024 ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებულის ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 28.01.2022 გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 22.02.2022

დოკუმენტის ტექსტი

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №23 2023 წლის 21 დეკემბერი ქ. სენაკი სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 41-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 156-ე მუხლის მე-5 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 და 25-ე მუხლების, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტის, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29 ნოემბრის №7 დადგენილების მე-20 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი თანდართული დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა  თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის16 მარტის №23 დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის პირველი იანვრიდან.სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესაბა ოდიშარია დანართი №1 სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული  ხარჯების ანაზღაურების წესი მუხლი 1🔗. საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება საკრებულოს წევრებს უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით აუნაზღაურდებათ შემდეგი საქმიანობისათვის გაწეული ხარჯები: ა) საკრებულოს სხდომებისა და საკრებულოს კომისიების მუშაობაში მონაწილეობისთვის; ბ) საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 47-ე მუხლის შესაბამისად ამომრჩევლებთან ურთიერთობისთვის; გ) საკრებულოს დროებით სამუშაო ჯგუში მონაწილეობისთვის; დ) საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალების შესრულებისთვის. მუხლი 2🔗. ასანაზღაურებელი ხარჯების ზღვრული ოდენობა საკრებულოს წევრების მიერ ცალკეული დავალების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ზღრული ოდენობა თვეში შეადგენს 820  (რვაასოცი)  ლარს. მუხლი 3🔗. საკრებულოს წევრებისათვის ხარჯების დადასტურება და ანაზღაურება 1. ამ დანართის პირველ მუხლში გათვალისწინებული საქმიანობისათვის გაწეული ხარჯების შესახებ საკრებულოს თითეული წევრი (გარდა თანამდებობის პირებისა) აპარატის უფროს წარუდგენს წერილობით ინფორმაციას, ასევე გათვალისწინებული იქნება საკრებულოს, საკრებულოს კომისიებში, დროებით სამუშაო სხდომებში საკრებულოს წევრის მონაწილეობა, რაც დადასტურებული უნდა იქნეს შესაბამისი სხდომების საოქმო ჩანაწერზე თანდართული საკრებულოს წევრთა გამოცხადების სარეგისტრაციო ფურცელზე ხელმოწერით, რომელსაც უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი. ამ ინფორმაციის დამუშავების შემდეგ, საკრებულოს აპარატის უფროსი ყოველი თვის ბოლო რიცხვის ჩათვლით მოხსენებით ბარათს წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს. 2. თუ საკრებულოს წევრი, მისთვის დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ გამოცხადდა საკრებულოს კომისიის ან საკრებულოს სხდომაზე და გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ სხდომის დაწყებამდე ვერ წარადგინა წერილობითი განცხადება ან ვერ განახორციელა სატელეფონო შეტყობინება, შესაბამისი სხდომის ჩატარებიდან არა უგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში უნდა წარმოადგინოს საპატიო მიზეზების არსებობის დამადასტურებელი ცნობა. წინააღმდეგ შემთხვევაში სხდომაზე გამოუცხადებლობა ჩაითვლება არასაპატიო მიზეზად. 3. საკრებულოს თავმჯდომარე საკრებულოს აპარატის უფროსის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე გამოსცემს ბრძანებას საკრებულოს თითოეული წევრისათვის (გარდა თანამდებობის პირებისა) ამ დანართის პირველ მუხლში გათვალისწინებული საქმიანობისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების ოდენობის შესახებ. საკრებულოს თავმჯდომარე უფლებამოსილია შეუმციროს საკრებულოს კონკრეტულ წევრს ამ დანართის მე-2 მუხლით დადგენილი თანხის ზღრული ოდენობა საკრებულოს, საკრებულოს კომისიისა და დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომებში მისი ფაქტობრივი დასწრების გათვალისწინებით, თითეული გაცდენილი სხომისათვის: საკრებულოს სხდომის გაცდენისათვის 50 (ორმოცდაათი) ლარის, კომისიისა და დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომის გაცდენისათვის 30 (ოცდაათი) ლარის ოდენობით. 4. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახური, ამ წესის მიხედვით, საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლევრივი აქტის - ბრძანების საფუძველზე, საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვას უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.