ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წარმომადგენლობითი ხარჯების დაფინანსებისა და ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 25.12.2023
გამომცემი ორგანო ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
ნომერი №25
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.107.016439
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/12/2023
matsne.gov.ge 358 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შოთა წურწუმია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წარმომადგენლობითი ხარჯების დაფინანსებისა და ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 13.06.2022 ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წარმომადგენლობითი ხარჯების დაფინანსებისა და ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 05.04.2024 ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წარმომადგენლობითი ხარჯების დაფინანსებისა და ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 02.09.2025 ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წარმომადგენლობითი ხარჯების დაფინანსებისა და ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 28.04.2023 ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წარმომადგენლობითი ხარჯების დაფინანსებისა და ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 10.11.2023

დოკუმენტის ტექსტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წარმომადგენლობითი ხარჯების დაფინანსებისა და ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №25 2023 წლის 25 დეკემბერი ქ. ჩხოროწყუ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წარმომადგენლობითი ხარჯების დაფინანსებისა და ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წარმომადგენლობითი ხარჯების დაფინანსებისა და ხარჯვის წესი“ დანართის შესაბამისად (დანართი თან ერთვის). მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშოთა წურწუმია დანართი ჩხოროწყუს  მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტიდან წარმომადგენლობითი ხარჯების დაფინანსებისა და ხარჯვის  წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულება 1. ეს წესი აწესრიგებს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ორგანოების სხდომების, საქმიანი შეხვედრების, მიღებების, სემინარების, კონფერენციების მოწყობასთან,  სახელმწიფო ორგანოების, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, სხვადასხვა ორგანიზაციების, საზღვარგარეთის წარმომადგენელთა მიღებასთან და მომსახურებასთან დაკავშირებულ ხარჯებს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში და ამ მიზნით გასატარებელი ღონისძიებების ორგანიზაციული საკითხების მოგვარებას. მუხლი 2🔗. წარმომადგენლობითი ხარჯების შემადგენლობა წარმომადგენლობით ხარჯები მოიცავს: ა) პირის სახელით გამართული ღონისძიებებისათვის (პრეზენტაციები, მიღებები) გათვალისწინებულ (წვენები, წყლები, გამაგრილებელი სასმელები, ჩაი, ყავა, საუზმე, სადილი, ვახშამი, ბანკეტი) ხარჯებს; ბ) საექსკურსიო და კულტურულ-სანახაობითი ღონისძიებების, მათ შორის სატრანსპორტო მომსახურების,  ხარჯებს;    გ) სუვენირების შეძენის ხარჯებს; დ) სტუმრების მომსახურების უზრუნველყოფის ხარჯებს, მათ შორის:  დ.ა) საკონსულო მომსახურების (ვიზების გაფორმება, ვადის გაგრძელება) ხარჯებს;  დ.ბ) აეროპორტში დახვედრისა და გაცილების  ხარჯებს; დ.გ) სატრანსპორტო მომსახურების ხარჯებს;  დ.დ.) სასტუმრო მომსახურების (ადგილების დაჯავშნა, ცხოვრების ღირებულება) ხარჯებს; დ.ე) მიღებებისა და წვეულებებისათვის გათვალისწინებულ (წვენები, წყლები, გამაგრილებელი სასმელები, ჩაი, ყავა, საუზმე, სადილი, ვახშამი, ბანკეტი) ხარჯებს; დ.ვ) მთარგმნელის მომსახურების ანაზღაურების ხარჯები. მუხლი 3🔗. დაფინანსების წყარო 1. წარმომადგენლობითი ღონისძიებათა დაფინანსება ხორციელდება ჩხოროწყუს  მუნიციპალიტეტის  ადგილობრივი ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების  ფარგლებში. 2. ჩხოროწყუს  მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი და მერიის ადმინისტრაციული სამსახური ბიუჯეტის პროექტის განსაზღვრისას ღონისძიებათა ჩამონათვალს და სავარაუდო ხარჯთაღრიცხვას წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს, რომლის შემდეგაც საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური აღნიშნულ ინფორმაციას შესაძლებლობის ფარგლებში ითვალისწინებს მომავალი წლის ბიუჯეტის მომზადებაში. მუხლი 4🔗. სახსრების ხარჯვის წესი 1. ღონისძიების ჩატარების შემდეგ, შესაბამისი სტრუქტურული ერთეული დაწესებულების ხელმძღვანელის  სახელზე ამზადებს მოხსენებით ბარათს, რომელიც უნდა მოიცავდეს ღონისძიებაში მონაწილეთა ზუსტ დასახელებას და სტატუსს, ღონისძიების მიზანსა და შინაარსს. მიღებულ გადაწყვეტილებათა მოკლე ჩამონათვალს, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს სტუმრების მომსახურებასთან დაკავშირებული ხარჯების ამსახველი პირველადი (ანგარიშ-ფაქტურა; სასაქონლო ზედნადები და სხვა) დოკუმენტები. 2. წარმომადგენლობით ღონისძიებებთან დაკავშირებული ხარჯები უნდა განხორციელდეს უნაღდო ანგარიშსწორების წესით.