სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№REG 7 23 00003708
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/12/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №REG 0 23 00003693

2023 წლის 18 დეკემბერი   

ქ. თბილისი

სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  61-ე მუხლის,  „საქართველოს კანონის ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” (თავი V, მუხლი 22, პუნქტი 6, პუნქტი 7, ქვეპუნქტი „ა“) შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1.ძალადაკარგულად გამოცხადდეს შპს „სისხლის ბანკი სიცოცხლეზე" (ს/ნ 400326036; ქ. თბილისი, კონსტანტინე ჩაჩავას ქუჩა №1, სართული 5) გაცემული „საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზია" (სალიცენზიო მოწმობა N000036, ბრძანება №REG12200000337, 16.06.2022 წ.).
2.ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).

3. დაევალოს სააგენტოს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიების და აკრედიტაციის სამმართველოს ლიცენზიის გაუქმების შესახებ მონაცემები დადგენილი წესით შეიტანოს უწყებრივ სანებართვო რეესტრში.
4. ბრძანება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.

საფუძველი: შპს „სისხლის ბანკი სიცოცხლის" დირექტორის, ირაკლი თურმანიძის განცხადება: №1216621, 14.11.2023წ; სსიპ – ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორის წერილი: №1310531,  07.12.2023 წ.

სააგენტოს დირექტორი                ირაკლი მხეიძე